3 ყველაზე „საშიში“ დედამთილი ზოდიაქოს მიხედვით

3 ყველაზე „საშიში“ დედამთილი ზოდიაქოს მიხედვით

ამბობენ, რომ ოჯახური ბედნიერება დიდწილად დედამთილთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული. გაგიმართლათ თუ არა ქმრის დედაში, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ასტროლოგია გვეუბნება, რომ ზოდიაქოს ნიშანი და სტიქია გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ვნახოთ, როგორები არიან დედამთილები სტიქიების მიხედვით?

ცეცხლის სტიქია: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

ამ ნიშნების მთავარი თვისება აქტიურობაა. ისინი ცდილობენ, ოჯახის მართვა საკუთარ თავზე აიღონ - დაწყებული ბავშვების აღზრდით, დამთავრებული ფინანსების განკარგვით.

როგორ მოვიქცეთ: მასთან მოლაპარაკების საუკეთესო გზაა საქმეების დელეგირება. მიეცით მას კონკრეტული დავალებები და აგრძნობინეთ, რომ მისი ორგანიზატორული ნიჭი თქვენთვის მნიშვნელოვანია.

მიწის სტიქია: კურო, ქალწული, თხის რქა

მათი პრინციპი კონტროლია. ისინი ამოწმებენ ყველაფერს: როგორ უვლით სახლს, როგორი დაუთოებული პერანგი აცვია მათ შვილს და რას ჭამენ შვილიშვილები.

როგორ მოვიქცეთ: ამ ტიპის დედამთილთან ურთიერთობის საუკეთესო ფორმა "ანგარიშია". ჰკითხეთ რჩევა კულინარიაზე ან სახლის მოვლაზე. თუ დაანახებთ, რომ მისგან სწავლობთ, ის თქვენი მოკავშირე გახდება.

ჰაერის სტიქია: ტყუპები, სასწორი, მერწყული

მათთვის მთავარი კომუნიკაციაა. ასეთ დედამთილებს უყვართ ხანგრძლივი სატელეფონო საუბრები, შოპინგი და გამოფენებზე სიარული. მათ სჭირდებათ მაყურებელი, რომელიც მათ ამბებს მოუსმენს.

როგორ მოვიქცეთ: თავიდანვე დააწესეთ ურთიერთობის რეგლამენტი და საზღვრები, თორემ უდროო დროს ზარები გარანტირებული გაქვთ. ნუ მიიღებთ მის გადამეტებულ ინფორმაციულობას პირად სივრცეში შეჭრად - ეს უბრალოდ მისი სტილია.

წყლის სტიქია: კირჩხიბი, მორიელი, თევზები

ეს ყველაზე "მიჯაჭვული" დედების კატეგორიაა. მათთვის რთულია იმის აღიარება, რომ შვილი გაიზარდა და სხვა ქალი აირჩია. მათი იარაღი ემოციები და განცდებია.

როგორ მოვიქცეთ: ჩართეთ იგი ოჯახურ პროცესებში, სთხოვეთ ემოციური მხარდაჭერა. თუ მას საქმეს არ გამოუძებნით, ის თავად დაიწყებს ინტრიგების ხლართვას ან გადამეტებულ ნერვიულობას.

ყველაზე "საშიში" დედამთილების ტოპ-3 რეიტინგი

ზოდიაქოს ნიშნებს შორის არსებობს სამეული, რომლებთანაც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:

1. მორიელი: ინტრიგების დედოფალია. ის ძლიერი და ენერგიული ნატურაა, რომელიც ყველაფერში ფარულ აზრს ეძებს. ის იშვიათად მოდის ღია კონფლიქტში, თუმცა "რუხი კარდინალის" როლს იდეალურად ასრულებს.

2. კირჩხიბი: ერთი შეხედვით რბილი და მზრუნველია, თუმცა შეუძლია ბუზისგან სპილო შექმნას. ახასიათებს წყენის დიდხანს დატოვება და მანიპულაცია. შეუძლია მთელი სანათესაო და მეზობლებიც კი ჩართოს თქვენს წინააღმდეგ "ომში".

3. თხის რქა: ძალაუფლების მოყვარე სტრატეგია. მას უკვე გაწერილი აქვს თქვენი ოჯახის მომავალი 10 წლის გეგმა. შვილიც და რძალიც უნდა შეესაბამებოდნენ მის წარმოდგენას "იდეალურ ოჯახზე". კონტროლი მისი მთავარი იარაღია.

როგორ ეწყობიან სტიქიები ერთმანეთს?

სანამ კონფლიქტში შეხვალთ, გადახედეთ თქვენი და თქვენი დედამთილის სტიქიების თავსებადობას:

ცეცხლს ჰაერი აძლიერებს, მიწა კი აქრობს.

მიწას წყალი ასაზრდოებს, ცეცხლისა და ჰაერის მიმართ კი ნეიტრალურია.

ჰაერი მეგობრობს მიწასთან, მაგრამ ცეცხლი "ავიწროებს".

წყალი აქრობს ცეცხლს და მეგობრობს მიწასთან.გახსოვდეთ, ასტროლოგიური მინიშნებები მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია.

მთავარი მაინც ურთიერთპატივისცემა და დისტანციის სწორად დაჭერაა!