ავტორი:

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც სიმდიდრესა და ფუფუნებაში ცხოვრობს

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც სიმდიდრესა და ფუფუნებაში ცხოვრობს

ასტროლოგია აკონტროლებს ჩვენს ცხოვრებას იმაზე მეტდა, ვიდრე ჩვენ მოველით ან გვინდა დავიჯეროთ. ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავენ ჩვენს პიროვნულ თვისებებს, რომლებიც ჩვენი განუყოფელი ნაწილი ხდება. ასე რომ, მშვილდოსანი უდარდელია, თხის რქა ყოველთვის ორიენტირებული საქმეზე, ტყუპი კი ცნობისმოყვარე. დღეს გაგაცნობთ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებსაც სურთ ან უკვე ცხოვრობენ ფუფუნებასა და სიმდიდრეში და არ თანხმდებიან ნაკლებს:

მშვილდოსანი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ ძვირად ღირებული ნივთები. მოსწონთ მაღალი სტატუსის ტარება და სხვებზე უპირატესობის წარმოჩენა. მშვილდოსნები არ იშურებენ უზარმაზარ თანხებს და მზად არიან დახარჯონ მთელი ქონება იმ საქმესა და გასართობზე, რაც მოსწონთ. ეს ადამიანები ნადირობენ შთაბეჭდილებებსა და გრძნობებზე, რომლებიც წარმოიქმნება ამა თუ იმ ფუფუნების ნივთის ფლობით. ამიტომაც მშვილდოსანი ყოველთვის ირჩევს თვითმფრინავის ბილეთს ბიზნეს კლასში, იყიდის საუკეთესო კომპიუტერულ ტექნიკას, ვინტაჟურ ნივთებს, ძვირად ღირებულ ტანსაცმელს, ყველაფერს, რაც სიამოვნებას მიანიჭებს.

მერწყული

ჰაერის ნიშნის ეს წარმომადგენელი თანამედროვე გაჯეტების მუდმივ განახლებაზეა ორიენტირებული. თუ ახალი ტელეფონი გამოვა, ამ ადამიანებს სურვილი ეუფლებათ დაუყოვებლი იყიდონ და არ დაელოდონ ფასდაკლებას. ძვირად ღირებული ნივთის ფლობა მერწყულს აძლევს შანსს თავი იგრძნოს ელიტად.

თხის რქა

თხის რქებს უყვართ ლამაზი ნივთები. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოკრძალებულებიც იყვნენ. ასტროლოგებმა იციან, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები გამოირჩევიან გამძლეობითა და შრომისმოყვარეობით: თხის რქებს არ უყვართ აჩქარება და ნელა, გააზრებული ნაბიჯებით მიდიან მიზნისკენ. იგივე მიდგომა აქვთ ფულის ხარჯვისას. თხის რქებს ყოველთვის აქვთ ფუფუნების ნივთებით, რათა თავი კომფორტულად იგრძნონ. სიჯიუტის გამო მიზნის განხორციელებაზე უკან არ იხევენ. შეუძლიათ ერთი თვის განმავლობაში წიწიბურა ჭამონ, ფული დაზოგო და მაინც იყიდიან იმას, რაც სურდათ.

ლომი

ლომები აღმერთებენ კომფორტულ და მდიდრულ ცხოვრებას. ცეცხლის სტიქიის ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ ბოლო თეთრამდე დახარჯონ ფული, ოღონდ კი დატკბნენ მდიდრული და ძვირად ღირებული პროდუქტებით. ამის გამო ხელფასამდე ვალების აღება უწევთ. თუ ლომი თქვენი მეგობარი ან მეუღლე აღმოჩნდა, ძალიან გაგიმართლათ, მუდამ გულუხვი საჩუქრებით გაგანებივრებთ.

კურო

ასტროლოგიაში არ არსებობს კუროზე უფრო ნარცისი ნიშანი. მას სურს, გარშემორტყმული იყოს მხოლოდ მდიდრული და ძვირად ღირებული ნივთებით. ყველაფერი - საცვლები, კოსმეტიკა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ავეჯი თუ წიგნები საუკეთესო ხარისხის და ძვირფასი აქვს. უყვარს ფულის დახარჯვა ჭამაზეც, გურმანია. თუ კუროს რამე მოეწონა, თანხის მიუხედავად, აუცილებლად მიიღებს სასურველს.