ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - "ზოგიერთს აგვისტოში დაწინაურება და ხელფასს მომატება ელის"

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - "ზოგიერთს აგვისტოში დაწინაურება და ხელფასს მომატება ელის"

თვის მთავარი საზრუნავი იქნება ჯანმრთელობა და სამსახური. პროფესიული თვალსაზრისით დატვირთული თვე გელოდებათ. შეიძლება ძველი პროექტები განაახლოთ ან შვებულებაში გასული თანამშრომლების ნაცვლად თქვენ მოგიწიოთ მუშაობამ. ერთი სიტყვით, არც ერთი საქმე, უმნიშვნელოც კი არ უნდა შესრულდეს თქვენი დაკვირვების გარეშე. ყურადღებით შეადგინეთ ყოველდღიური გეგმა, სამუშაო გრაფიკი. დაკვირვებას ითხოვს აღრიცხვები. ზოგიერთს აგვისტოში დაწინაურება და ხელფასს მომატება ელის. მეტად დააკვირდით სიმპტომებს და თუ აუცილებელი გახდება, მიაკითხეთ ექიმს. ზოგიერთმა შეიძლება ავადმყოფი ნათესავის მოვლა ითავოს. კარგი იქნება, თუ აგვისტოში დაიცავთ კვების რეჟიმს და შეინარჩუნებთ ფიზიკურ ფორმას.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში საოჯახო საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამსახურთან დაკავშირებით, თუ მაძიებელი ხართ. გახშირდება კონტაქტები საქმიან პარტნიორებთან, საქმიანი ზარები. აგვისტოში დაკვირვებით უნდა მოაგვაროთ ფინანსებთან, ვაჭრობასთან, ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები. შუა თვიდან კი პარტნიორული ურთიერთობები გახდება თქვენთვის აქტუალური. შეიძლება ან კოლეგების საქმეები გახდეს თქვენი მოსაგვარებელი ან პირიქით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში დაწოლამ მოგიწიოთ. თვის ბოლოს მეტი დრო დაუთმეთ სარეკლამო საქმიანობას, ახალი კოლეგების მოძიებას, სარეკლამო საქმიანობას.

  • ფული და სიყვარული

სამსახურის საქმეების მოგვარების და ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად პირადი ბედნიერების მოპოვებაც მოგინდებათ. მარტოხელებს შუა აგვისტოდან რომანტიკული ნაცნობობა გელით. გაგიუმჯობესდებათ განწყობა და თავადაც აქტიურად დაიწყებთ სიყვარულის ძიებას. თუმცა, ეცადეთ, რომ ილუზიებში არ გადავარდეთ და აფერისტების მსხვერპლი არ გახდეთ. ეცადეთ, დატკბეთ ფლირტით და პარალელურად გაარკვიოთ პოტენციურ პარტნიორზე უმნიშვნელო დეტალებიც კი. დაქორწინებულებმაც კი შეიძლება გადაწყვიტონ ახალი რომანის გაბმა. მთელი თვის განმავლობაში გექნებათ სურვილი, რომ შეიძინოთ მცირე წვრილმანი მაინც. გირჩევთ, ფული გადადოთ და ერთი და ღირებული შენაძენის მფლობელი გახდეთ. ზოგიერთმა შეიძლება ფული ლატარიითაც კი მოიგოს. ზოგს კი პარტნიორი გააბედნიერებს ფულითა და საჩუქრებით.

  • ჯანმრთელობა

გააქტიურდებით ფულის გამომუშავებისთვის. მატერიალური კეთილდღეობის დაგროვებისთვის. ზოგიერთმა შეიძლება უძრავი ქონების ყიდვაც კი გადაწყვიტოს. თვის მეორე ნახევარში გააქტიურდით ვარჯიშში, სასურველია, ფეხით სეირნობა. ვარჯიში სუფთა ჰაერზე და სასურველია, საყვარელ ადამიანთან ერთად. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა. განსაკუთრებით სანამ დასასვენებლად გაემგზავრებით.

  • ქალებისთვის

განწყობას ნუ გაიფუჭებთ მცირე წვრილმანი დაბრკოლებების, პრობლემების, გაუგებრობების გამო. იყავით მიზნამიმართული და მომთმენი. თავდაპირველად დამოუკიდებლად მოგიწევთ მუშაობა, მოგვიანებით კი მეგობრებიც დაგეხმარებიან. ეცადეთ, გამონახოთ საქმიანობა, რომელიც ნერვებს დაგიმშვიდებთ. სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ რომანტიკული პაემანი, მეგობრებთან შეხვედრა. კარგ შედეგებს მოგიტანთ მგზავრობა, დაუგეგმავიც კი.

  • მამაკაცებისთვის

დაკვირვებით გმართებთ მუშაობა, თუ დოკუმენტებთან გაქვთ საქმე. თუ კოლექტივში მუშაობთ, არც ერთი საქმე არ გაუშვათ თქვენი შემოწმების გარეშე. მცირე დეტალის გამო შეიძლება მთელი პროექტის გადაკეთებამ მოგიწიოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, ბიზნესპარტნიორებთან. მოერიდეთ ფიზიკურ შრომას. რთულ ფიზიკურ ვარჯიშსაც არ გირჩევთ. მოერიდეთ გადატვირთვას, რომლებმაც შეიძლება ქრონიკული დაავადებები გაგირთულოთ.

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - "ჰარმონიული ურთიერთობა დამყარდება საყვარელ ადამიანთან, თანამშრომლებთან"

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - "გართობის, ფლირტის და სექსუალური თავგადასავლების დრო დაგიდგათ"

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "ახალი სამსახური მოძებნეთ, ახალი რომანტიკული ნაცნობობისთვის მოემზადეთ"