ავტორი:

ახალმთავრეობისა და მზის დაბნელების პროგნოზი - როგორი იქნება მომდევნო 2 კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ახალმთავრეობისა და მზის დაბნელების პროგნოზი - როგორი იქნება მომდევნო 2 კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

14 დეკემბერი წლის გამორჩეული დღეა, - ახალმთვარეობას და წლის ბოლო დაბნელებას ველოდებით მშვილდოსნის ზოდიაქოში. მზის ეს დაბნელება დაახლოებით 2 წლის განმავლობაში (შეიძლება 6 თვის თავზეც ჰქონდეს გამოძახილი) იქონიებს გავლენას. 14 დეკემბერს შეიძლება სისუსტე იგრძნოთ, თავი აგტკივდეთ, მეტად დაისვენეთ და ეცადეთ, პოზიტიურ განწყობაზე იყოთ. ასეთი დაბნელება გვქონდა 2001 წლის 14 დეკემბერს. გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ პერიოდში, რა შედეგები მოგიტანათ. დაბნელება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მშვილდოსნებზე იმოქმედებს, რადგან მის ნიშანში შეერთდნენ მზე და მთვარე. თუმცა, არანაკლები გავლენა ექნება დანარჩენ ნიშნებზეც. პროგნოზს გაეცანით თქვენი ასცენდენტის, მთვარისა და მზის ნიშნის მიხედვით.

ვერძი

ჰორიზონტების გაფართოება, უცხო ენების შესწავლა, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და საზღვარგარეთ მოგზაურობა მოგინდებათ. შეიძლება შემოგთავაზონ კიდეც საზღვარგარეთ მუშაობა, ან მკვეთრად შეიცვალოთ პროფესია და გახდეთ ჟურნალისტი, გიდი, ლექტორი... ან პირიქით, მოგინდებათ მეორე, მესამე უმაღლესი განათლების მიღება. ნუ დაიწყებთ სასამართლო პროცესებს, უმჯობესია, დაასრულოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ გამოძიება. გააფორმებთ სარფიან ხელშეკრულებას, ზოგი უცხოეთში უძრავ ქონებას შეიძენს ან დაქორწინდება.

კურო

ყურადღებით გააფორმეთ საბანკო, საფინანოს, სამემკვიდრეო, სადაზღვევო დოკუმენტები. შეიძლება განახლდეს ადრე დაწყებული სასამრთლო პროცესები. მიიღოთ სახელმწიფოსგან მატერიალური დახმარება ან ალიმენტი. მატერიალური მდგომარეობა შეიძლება შეეცვალოს თქვენს პარტნიორს (საქმიანსაც და სასიყვარულოსაც) და ეს მომენტი ითხოვს დაკვირვებით გადახედვას. კარგი პერიოდია ჩაასახვისთვის, ზოგიერთს გამოგიჩნდებათ სექსუალური პარტნიორი. ზოგს კი გაიტაცებს ეზოტერიკა, მაგია, კრიმინოლოგია, რიტუალები.

ტყუპი

დააკვირდით ურთიერთობას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან. საქმიან პარტნიორებთნ შეიძლება შეგეცვალოთ დამოკიდებულება ან კონტრაქტები. მარტოხელებს ამ 2 წლის განმავლობაში გამოუჩნდებათ რომანის ახალი გმირი. შეყვარებულები ოფიციალურ დაქორწინებას, ერთჭერქვეშ ცხოვრებას გადაწყვეტენ. ზოგმა შეიძლება ბიზნესის გახსნა ან შვილის გაჩენა გადაწყვიტოს. ხოლო თუ პირად რუკაში ცუდი ასპექტები გაქვთ, პირიქით, არსებული ქორწინება შეიძლება დასრულდეს. იმის გამო, რომ ან თქვენ, ან თქვენი პარტნიორი რაღაცას მალავდით.

კირჩხიბი

მოგემატებათ ყოველდღიური ვალდებულებები, რუტინა. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, შეიძლება სარფიანი ვაკანსია დაიკაოთ. სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები. მისახედია ჯანმრთელობა. გაიკეთეთ სრული სამედიცინო კვლევა. სწორედ ამ პერიოდში მიაგნებთ ექიმს, რომელიც შედეგიანად გიმკურნალებთ. ან თავად გახსნით სამკურნალო ცენტრს, დაინტერესდებით მედიცინით. ზოგიერთი შინაური ცხოველის (ფრინველის) ყოლას გადაწყვეტს. ან თუ უკვე გყავთ, გაგახარებთ მისი კონკურსში გამარჯვება. თუ დიეტის დაცვას აპირებდით, დროა გადახედოთ კვების რაციონს და დაიწყოთ სამკურნალო ვარჯიშების შესრულება.

ლომი

ეს მზის დაბნელება მოგიტანთ რომანტიკულ თავგადასავალს. სხვათა შორის, მომდევნო დაბნელებაც სიყვარულის, სფეროში გექნებათ და ყურადღებით იყავით, მოსალოდნელია ქორწინება, შვილის გაჩენა. თუ სპორტსმენი ხართ, ელოდეთ გამარჯვებას შეჯიბრებებში. ზოგმა კი შეიძლება გახსნას სპორტული კლუბი, ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრი. შანსი მოგეცემათ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. ჰობი კი შეიძლება ინტერნეტით შემოსავლის წყარო გაგიხდეთ.

ქალწული

მნიშვნელოვანი გახდება ფესვები, ოჯახი, უძრავი ქონება. სახლი, რომელშიც ცხოვრობთ. შეიძლება გაყიდოთ ბინა, უძრავი ქონება და იყიდოთ თქვენთვის სასურველი, ან გადააკეთოთ, შეცვალოთ განლაგება ბინაში, მოალამაზოთ. ხშირად ასეთი მაჩვენებლებით ადამიანმა შეიძლება მიატოვოს სამსახური, კარიერა და მთელი დრო ოჯახს დაუთმოს, ან ბინების გაქირავება, ყიდვა-გაყიდვა დაიწყოს, სახლიდან იმუშაოს ან სულაც პენსიაზე გავიდეს. მზის ეს დაბნელება მოგიტანთ მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენს ნათესავებზე, ფესვებზე. ზოგიერთს მოუნდება მამა-პაპისეულ სახლში დაბრუნება, მისი მოწესრიგება, მიწაზე მუშაობა.

სასწორი

ცვლილებები მოსალოდნელია და-ძმებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან დაკავშირებით. ეცადეთ, არ იკამათოთ მათთან. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, რადგან ეს კამათი კიდევ 2 წელი გაგრძელდება. ზოგს შეიძლება ახალი კოლეგები გამოგიჩნდეთ ან მეზობლები. თუ გსურთ, შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი ტექნიკა, ავტომობილი, ან განაახლოთ ძველი. მივლინება, სწავლისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გახდება მნიშვნელოვანი. საბუთებს, თქვენდა გასაკვირად, ძალიან სწრაფად გააფორმებთ. ზოგიერთი დაიწყებს ონლაინმუშაობას, ან ონლაინნაცნობობა ელის.

მორიელი

ფული გახდება მნიშვნელოვანი, მომართული იქნებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ. ახალმთავრეობაზე ფულთან დაკავშირებით ჩაიფიქრეთ სურვილი, ჩამოწერეთ ის სფეროები, რაც ფინანსურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. მოგინდებათ კოლექციონერობა ან ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში, სარფიან საქმიანობაში. თუ მომღერალი ხართ, თქვენი ნიჭის გამოვლენის საშუალება მოგეცემათ ანუ ხმა მოგიტანთ ფულს. ზოგი გადაწყვეტს, პირადი ბიზნესი გახსნას.

მშვილდოსანი

აქტიური გახდება თემა: მე და ჩემი პარტნიორი. მოსალოდნელია ურთიერთობების ცვლილება. მოგინდებათ გარეგნობის, იერის, იმიჯის, სტილის შეცვლა. ან თუნდაც საკუთარი თავის მეტად განვითარება. გადააფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს. უნდა იყოთ მეტად აქტიური, მეტად გამოავლინოთ "მე". გამორიცხული არაა, რომ მოგინდეთ დაქორწინება, შვილის გაჩენა. თუ მოგინდებათ, თუ თქვენთვის უკეთესი იქნება, შეიძლება დაასრულოთ კიდეც არსებული კავშირი, რომელიც აღარ ვითარდება. უმეტესობა გადაწყვეტს პირადი ბიზნესის დაწყებას, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებას. შანსი გეძლევათ, 14 დეკემბრის შემდეგ ცხოვრება დაიწყოთ "სუფთა ფურცლიდან" და მაქსიმალურად გააქტიურდით.

თხის რქა

უჩვეულო, უანგარო სიყვარული, ქველმოქმედება გახდება თქვენთვის მნიშვნელოვანი. შეიძლება სამუშაო შემოგთავაზონ შორეული ქვეყნებიდან. ან სამსახური სახლში გადმოიტანოთ და შინიდან იმუშაოთ პროექტებზე. გაგიჩნდებათ განმარტოების სურვილი ან რაღაც მიზეზის გამო იზოლაციაში მოხვდებით. ზოგიერთი გადაწყვეტს პანსიონატში, რეტრიტში გაემგზავროს ან - უცხოეთში, მიგრაციის სურვილით. უმეტესობას გაგიჩნდებათ საიდუმლო (სამსახური) და ერთ-ერთი ვარიანტით შეიძლება სასიყვარულო რომანი გააბათ, მაგრამ არ გირჩევთ.

მერწყული

გაწევრდით თქვენთვის საინტერესო ჯგუფებში, ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო კურსებზე ან დაასრულებთ სწავალას და მიიღებთ დიპლომს. ზოგს მოგინდებათ სოციალურ ქსელებში აქტიურობა. ინტერნეტპროექტების შექმნა. სოციუმისთვის საყვარელი პიროვნება გახდებით. წარმატებას მოგიტანთ ონლაინრეკლამა, ერთი სიტყვით, ინტერნეტის ვარსკვლავი უნდა გახდეთ. შეგიძლიათ მოსინჯოთ რეჟისორის, ფოტოგრაფის, მსახიობის ამპლუა. ზოგმა კი მესამედ გადაწყვიტოს დაქორწინება.

თევზები

კარიერა გახდება თქვენთვის უმთავრესი, მოგინდებათ დაწინაურება ან შეიძლება უფროსი ჩაანაცვლოთ. ზოგმა შეიძლება პოლიტიკაში გადაწყვიტოს წასვლა. დაისახეთ მიზანი, რომ განახორციელოთ სასურველი, მიაღწიოთ სოციალური სტატუსის ამაღლებას. დაიწყოთ თქვენი ბიზნესის განხორციელება. მოგინდებათ დაქორწინება და შვილების გაჩენა, სცენაზე გამოსვლა. შეიძლება მიიღოთ ჯილდო, მედალი ან უცხოეთის პასპორტი. თუ აქამდე ბინაში ცხოვრობდით, ახლა შეიძლება საკუთარ სახლში გადახვიდეთ საცხოვრებლად.

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - რას მოგიტანთ წლის ბოლო თვე

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რა ცვლილებები გელით სწავლის, ფინანსების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის კუთხით

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - რა ცვლილებები გელით სწავლის, ფინანსების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის კუთხით