წლის მთავარი ფავორიტი! - რატომ ხდება 2026 წელი ლომებისთვის ტრიუმფალური?

წლის მთავარი ფავორიტი! - რატომ ხდება 2026 წელი ლომებისთვის ტრიუმფალური?

იუპიტერი ლომის ნიშანში შედის და 12-თვიან იღბლიან პერიოდს იწყებს. ასტროლოგი ნინა ხომერიკი გიამბობთ, როგორ მოიპოვოთ საზოგადოებრივი აღიარება და მოაგვაროთ ფინანსური პრობლემები

ლომი შე­იძ­ლე­ბა 2026 წლის ფა­ვო­რიტ ნიშ­ნად ჩა­ით­ვა­ლოს, რად­გან წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ბედ­ნი­ე­რე­ბის, სი­უხ­ვი­სა და წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი იწყებს 12 თვი­ან ტრან­ზიტს თქვენს ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში. მისი დახ­მა­რე­ბით მო­ი­ზი­დავთ იღ­ბალს, გა­მარ­თლე­ბას, შეძ­ლებთ სა­კუ­თა­რი თა­ვის ახა­ლი კუ­თხით წარ­მო­ჩე­ნას და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, გა­გიზ­რდით თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას, მო­გი­ტანთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აღი­ა­რე­ბას, ჩა­ერ­თვე­ბით ახალ პრო­ექ­ტებ­ში და მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში, მო­ამ­ზა­დეთ ნი­ა­და­გი გა­ზა­ფხულ­ზე და იბრწყი­ნეთ ზა­ფხუ­ლი­დან.

ეს ტრან­ზი­ტი, აგ­რეთ­ვე ძა­ლი­ან და­გეხ­მა­რე­ბათ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­შიც, რო­მე­ლიც სა­სურ­ვე­ლია უკე­თე­სი იყოს ვიდ­რე დღეს გაქვთ. ძი­რი­თა­დი შე­მო­სავ­ლე­ბი მოვა თქვე­ნი კერ­ძო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბი­დან, ეცა­დეთ არ იყოთ ძა­ლი­ან მხარ­ჯვე­ლი და აკონ­ტრო­ლოთ გა­სა­ვა­ლი.

პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში იწყე­ბა ახა­ლი ეტა­პი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც სავ­სე იქ­ნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლით, ნა­თე­ლი ემო­ცი­ე­ბით. იუ­პი­ტე­რის ტრან­ზი­ტი იდე­ა­ლუ­რი პე­რი­ო­დია ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის სა­პოვ­ნე­ლად და შვი­ლე­ბის გა­სა­ჩე­ნად.

ჯან­მრთე­ლო­ბის კუ­თხით, იუ­პი­ტე­რი და­გეხ­მა­რე­ბათ და­ა­მარ­ცხოთ მიმ­დი­ნა­რე პრობ­ლე­მე­ბი, ის თქვენს ორ­გა­ნიზმს შეს­ძენს ახალ ძა­ლებს, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, გა­გიმ­ყა­რებთ იმუ­ნურ სის­ტე­მას და იგ­რძნობთ ახა­ლი ენერ­გი­ე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას.

ნახეთ ასევე: