დაბადებული 11 დეკემბერს

დაბადებული 11 დეკემბერს

იგი გარკვეულწილად შემაჯამებელი თვეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ მთელი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს და დასკვნები სწორად გამოვიტანოთ, საიმისოდ, რომ მომდევნო წელი გაცილებით უფრო წარმატებული იყოს ჩვენთვის. დეკემბერი ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვეა. ასტროლგიურად ეს თვე ორ, რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – თავქარიან, ოპტიმისტ, მაწანწალა მშვილდოსანსა და ფრთხილ, დაკვირვებულ, კონსერვატორ თხის რქას აერთიანებს. რომელთათვისაც საერთო ხასიათის თვისება, მიზანსწრაფულობა შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მიზნისკენ სავალი გზები და მეთოდები ორივესთვის სხვადასხვაა.

დაბადებული 11 დეკემბერს

11 დეკემბერს დაბადებული ადამიანები, ძლიერ ფსიქოლოგიურ ველს და გასაოცარ მაგნეტიზმს ფლობენ. მათ აქვთ კარგი ინტელექტუალური მონაცემები და ფიზიკური ძალა, თუმცაღა თვისება გარშემო მყოფების ცხოვრება აკონტროლონ ამ უკანასკნელებზე ზრუნვის დევიზით, ხშირად აყალიბებს მათში დესპოტიზმისკენ მიდრეკილებას. რაც საბოლოო ჯამში სერიოზული კონფლიქტის მიზეზი ხდება ამ ადამიანების ცხოვრებაში.