ავტორი:

დეკემბრის საფრთხილო დღეები

დეკემბრის საფრთხილო დღეები

წელიწადის ბოლო თვე საინტერესო მომენტებითაა აღსავსე, მაგრამ არსებობს 4 მნიშვნელოვანი დღე, რაზეც უნდა გავფრთხილდეთ. ჩაინიშნეთ ეს დღეები და გამოიჩინეთ მაქსიმალური დაკვირვება. დეკემბერში პლანეტების უმეტესობა თხის რქაში გადადის, რომლის მმართველიც მკაცრი და ასკეტური სატურნია. ამიტომ პლანეტების უმეტესობა ამ ნიშანში თავს უხერხულად გრძნობს.

6 დეკემბერი - მერკური თხის რქაში გადადის

ცივ თხის რქაში გონების მმართველი პლანეტა მერკური თავს კარგად ვერ გრძნობს. მერკური არის კომუნიკაცია და ამ ნიშანში ყოფნის დროს ადამიანები მეტად გულჩათხრობილები გახდებიან. არ მოუნდებათ გარშემო მყოფებისთვის გულის გადაშლა, საკუთარ თავზე საუბარი. იყავით დაკვირვებული მიღებული ინფორმაციებისადმი; მოერიდეთ ჭორებს.

10 დეკემბერი - ვენერა თხის რქაში გადადის

სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა მერკურის მსგავსად თხის რქაში თავს უხერხულად გრძნობს. ცივი თხის რქა მას ასკეტურობას და მოკრძალებულობას უწესებს, უზღუდავს სიხარულს და ფულის ხარჯვის საშუალებას. სასიყვარულო პარტნიორებს შორისაც შეიძლება გაცივდეს დამოკიდებულება.

21 დეკემბერი - ზამთრის მზებუდობა

წელიწადის ერთ-ერთი საინტერესო და მისტიკური დღეა. გველოდება ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე გრძელი ღამე. ადამიანებში შეიძლება მოიმატოს მოწყენილობამ, უხასიათობა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ დღეს საზოგადოებაში მოიმატებს აგრესიულობა, ნერვიულობა. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ გარშემო მყოფებს, არ ენდოთ უცნობებს, საეჭვო შემოთავაზებებს.

29 დეკემბერი - ორი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება

ამ დღეს პლანეტა მერკური რეტროგრადულ სვლაში გადადის თხის რქის ზოდიაქოში. ამ დღეს და პლუს/მინუს 2 დღე არ გირჩევთ საყოფაცხოვრებო და ელექტრონივთების შეძენას. მოერიდეთ უცნობთან საუბარს, არავის გაუმხილოთ თქვენი სამომავლო გეგმა.

29 დეკემბერს პლანეტების მერკური და ვენერა თხის რქის ზოდიაქოში შეერთდებიან. გაფრთხილდით, არ იკამათოთ საყვარელ ადამიანთან. დაკვირვებული იყავით მიმოწერისას, რომ შემთხვევით არ გასცეთ საიდუმლო ან სასიყვარულო ინფორმაცია. გაფრთხილდით გადაადგილებისას, დაკვირვება გმართებთ მძღოლებსაც და ფეხით მოსიარულეებსაც.