ავტორი:

გლობალური ცვლილებები გელით -  იანვრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის

გლობალური ცვლილებები გელით -  იანვრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის

გწამდეთ საკუთარი ძალების და თქვენ ყველაფერი გამოგივათ. იანვარში უამრავი მიზეზი გექნებათ, რომ საკუთარი თვით იამაყოთ. წინააღმდეგობების მიუხედავად, ყველა იმ მიზანს და სურვილს განახორციელებთ, რაც ჩაიფიქრეთ. შეიძლება ახალი თაყვანისმცემლები გამოგიჩნდნენ, ან გავლენიანი ადამიანების ყურადღება მიიქციოთ. ერთი სიტყვით, იანვარში უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩებით.

თუ ავტომობილის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, შუა იანვარში საშუალება მოგეცემათ, რომ სურვილი აისრულოთ. საკმაოდ სარფიან გარიგებას გააფორმებთ. თვის ბოლოს გაუფრთხილდით საკუთარ თავს, დაზოგეთ ძალები. ნუ შეეცდებით რამდენიმე პროექტის ერთდროულად დაწყებას, თორემ ვერც ერთს ვერ მიიყვნათ ლოგიკურ დასასრულამდე. იმოქმედეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, დაკვირვებულად და მიზანდასახულად.

მანდილოსნები უცხო ქვეყანაში გაემგზავრებიან. გირჩევთ, კომპანიონებიდან აირჩიოთ მორიელი, თხის რქა ან მშვილოდსანი, მოემზადეთ, იმისთვის, რომ შეიძლება ზოგიერთი ჩანაფიქრი ისე არ განხორციელდეს, როგორც თქვენს გსურთ. ნუ მოგერიდებათ დახმარებისთვის პარტნიორის შეწუხება. ახლობლებისგან კრიტიკა მშვიდად მოისმინეთ, რაც თქვენთვის მისაღებია, გაითვალისწინეთ. მათთან შებრძოლებით და თქვენი აზრის მტკიცებით სიტუაცია არ შეგიმსუბუქდებათ.

სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

იანვარი ის თვეა, როცა უამრავი ინფორმაციით იქნებით დატვირთული და მათი გაფილტვრა თქვენ მოგიწევთ. ეცადეთ, დაიმსახსოვროთ მხოლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

იანვარში წარმატება ელით მარკეტოლოგებს, ადამიანებს, რომელიც სარეკლამო სფეროში მუშაობენ. ზოგიერთ სასწორს, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, მუშაობა შინაც მოუწევს. გამონახეთ დრო და დაიწყეთ იმ სფეროს შესწავლა, რომელშიც მუშაობთ ან ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე.

თვის დასაწყისში გამონახეთ დრო, რომ დაასრულოთ დოკუმენტებთან მუშაობა. თუ საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას, კარგად შეამოწმეთ დოკუმენტები, ფული და პასპორტი და, რა თქმა უნდა, ბარგიც.

კარგ შედეგებს მოგიტანთ კოლექტიური მუშაობა. ადვილად გამონახავთ საერთო ენას ლიდერებთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ერთად კი საინტერესო პროექტებს განახორციელებთ.

განსაკუთრებული რჩევა გვაქვს მათთვის, ვისაც ახალი იდეების განხორციელება სურს, არავითარ შემთხვევაში არ ჩამოყაროთ ყურები, არ გადაიფიქროთ, თუ ერთი კარიდან უარით გამოგისტუმრეს, არსებობს სხვა უამრავი კარი, ეს მუდამ გახსოვდეთ.

საქმეებისა და ვალდებულებების პარალელურად ნურც დასვენებას დაივიწყებთ. გამონახეთ დრო განმარტოებისა და მოვლენების გაანალიზებისთვის.

შუა იანვარში საინტერესო შემოთვაზებებს მიიღებთ. მათ შეიძლება ცოტათი სამომავლო გეგმები შეგიცავლონ. მოერიდეთ იმედგაცრუებას, იყავით პოზიტიური და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეძლოთ ლავირების უნარი. იანვრის სავსემთვარეობა დაწინაურების საშუალებას მოგცემთ. თვალის დახამხამებაში შეიძლება მოკალათდეთ უფროსის სავარძელში, გააფართოოთ ბიზნესი ან მნიშვნელოვანი პროექტის სათავეში მოექცეთ.

მამაკაცი სასწორები შეძლებენ საერთო ენა გამონახონ იმ ადამიანებთან, ვისთანაც ადრე მუშაობას ვერ ახერხებდნენ. თუმცა, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოთ, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, უფროსთან. ამ უკანასკნელთან დამეგობრება საშუალებას მოგცემთ დაელაპარაკოთ ხელფასის მომატებაზე.

ჯან­მრთე­ლო­ბა

თვის დასაწყისში ხშირად აკონტროლეთ არტერიული წნევა. მოერიდეთ ამინდთან შეუსაბამოდ ჩაცმას. არ გადატვირთოთ ორგანიზმი სტრესით და კონფლიქტური სიტუაციებით. ჩაიტარეთ თირკმლების გამოკვლევა. სასურველია, დილაობით ივარჯიშოთ, კორექტივები შეიტანოთ კვების რაციონში. მოერიდეთ შებოლილ, მლაშე და ნახევარფაბრიკატი პროდუქტების ჭამას. მენიუში აქცენტი გააკეთეთ სეზონურ, ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულზე. არ დაგავიწყდეთ წყლის სმა.

დაუთმეთ საკმარისი დრო თმაზე ზრუნვას. თუ სალონში წასვლას ვერ ახერხებთ, კარგ შედეგს მოგიტანთ შინაურული ნიღბებიც. თმასთან დაკავშირებული უსიამოვნებები უმჯობესია, დასაწყისშივე მოაგვაროთ, მერე ძალიან გვიანი რომ არ იყოს.

სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

პირად ცხოვრებაში გლობალური ცვლილებები გელით. შეიძლება გაიგოთ, რომ მშობელი გახდებით, ზოგიც დაოჯახებას გადაწყვეტს. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იანვარი ყველასთვის სასიამოვნო არ იქნება. ზოგიერთი სამუდამოდ დაემშვიდობება თავის პარტნიორს. მარტოხელები თავისუფლად ამოისუნთქვათ. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ "ცხელ გულზე" ახალი რომანტიკული თავგადასავლების დაწყება სასიკეთო არ იქნება.

მარტოხელებს იანვარში შანსი მოგეცემათ დაუახლოვდეთ იმ ადამიანს, რომლის მიმართაც გულგრილი არ ხართ. შეიძლება ზოგიერთმა ძველი რომანტიკული კავშირი აღადგინოს და მიხვდეს, რომ განშორებამ კიდევ უფრო გააძლიერა გრძნობა. ზოგიერთს კი საყვარელი ადამიანის გულისთვის გმირობის ჩადენაც კი მოუწევს.

იანვრის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: პირველი, 8, 14, 16 და 21.

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "გრძნობები მოულოდნელად, ვულკანივით ამოიფრქვევა"

როგორი იქნება 2020 წლის იანვარი ლომებისთვის - "სასიამოვნო შთაბეჭდილებები და ემოციები გელით"

როგორი იქნება იდეალური საახალწლო ღამე ზოდიაქოს ნიშნებისთვის