იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: რა გელოდებათ 2026 წლის პირველ თვეში?

იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: რა გელოდებათ 2026 წლის პირველ თვეში?

2026 წელი ილუზიებისგან გათავისუფლებისა და მძლავრი ენერგიის ფონზე იწყება. იანვარი გვიბიძგებს გადამწყვეტი მოქმედებებისკენ და დაგვეხმარება რეალური გეგმების დასახვაში.

თვის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები:

  • 3 იანვარი - სავსემთვარეობა კირჩხიბში: აქცენტი გაკეთდება ოჯახზე, ახლობლებზე და სახლის კომფორტზე.
  • 17 იანვარი - ვენერა მერწყულში გადადის: იწყება მეგობრობის, მოულოდნელი სიყვარულისა და კოლექტიური შემოქმედების პერიოდი.
  • 18 იანვარი - ახალმთვარეობა თხის რქაში: საუკეთესო დროს კარიერული დაგეგმვისა და ახალი სასწავლო კურსების დასაწყებად.
  • 20 იანვარი - მზე მერწყულის ნიშანში შედის: თავისუფლების, სამეცნიერო აღმოჩენებისა და ინოვაციების თვე ოფიციალურად იწყება.

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვერძებისთვის იანვარი პასუხისმგებლობით იწყება. მაშინაც კი, თუ დასვენება გსურთ, საქმეები თქვენს ყურადღებას მოითხოვს. თვის ბოლოს ენერგიის მცირე კლებას იგრძნობთ, თუმცა პირად ცხოვრებაში ნამდვილი ფეიერვერკი გელით — ახალი რომანტიკული თავგადასავლები გარანტირებულია.

კურო (21 აპრილი - 20 მაისი)

შესაძლოა ისე ჩაიძიროთ მატერიალურ საკითხებში, რომ სულიერი ზრდის შანსი გამოგრჩეთ. იანვრის მეორე ნახევარში ნათესავების საქმეებში ჩართვა და მივლინებაში წასვლა მოგიწევთ. იყავით ყურადღებით ინფორმაციის მიმართ, რომ აუტსაიდერის როლში არ აღმოჩნდეთ.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

თქვენ ნამდვილად არ მოიწყენთ! იანვარი მრავალფეროვნებით იქნება სავსე: ცვლილებები სიყვარულში, სამუშაოს შეცვლის შანსი ან მოულოდნელი მოგზაურობა. თვის დასაწყისში მოერიდეთ კონფლიქტებს კოლეგებთან, თქვენ მაინც გამარჯვებული გამოხვალთ.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

სავსემთვარეობა თქვენს ნიშანში (3 იანვარს) ახალ ჰორიზონტებს გადაგიშლით. გაიუმჯობესებთ რეპუტაციას და შეიძენთ გავლენიან ნაცნობებს. მარტოხელა კირჩხიბებისთვის თვის ბოლო ძალიან იმედისმომცემია. ყურადღება მიაქციეთ კვებას დღესასწაულების დასრულებისთანავე.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

იანვრის პირველი ნახევარი იდეალურია პრეზენტაციებისა და შემოქმედებითი პროექტებისთვის. თვის მეორე ნახევარი კი გუნდურ მუშაობას მოითხოვს — ეგოიზმი აქ მხოლოდ ხელს შეგიშლით. ფინანსებში მოსალოდნელია მცირე რყევები, ამიტომ ხარჯებს გადახედეთ.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

ეს შესაძლებლობების თვეა. პირად ცხოვრებაში უფრო გადამწყვეტი გახდებით - გსურთ იცოდეთ, სად დგახართ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. კარგი დროა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, შედეგი გაგაოცებთ.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

კარიერაში პრინციპულობა და სიმტკიცე დაგჭირდებათ, პირად ურთიერთობებში კი - პირიქით, სინაზე. სასწორი მშობლები შვილების საქმეებში უფრო მეტად ჩაერთვებიან. თვის ბოლოს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გაგიჩნდებათ.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

თვის დასაწყისი ცოტა მელანქოლიური იქნება, თუმცა მეორე ნახევარი ენერგიით აგავსებთ. თქვენი შარმი და მიმზიდველობა პიკზეა, რაც დაგეხმარებათ როგორც მოლაპარაკებებში, ისე პაემნებზე. თვის შუა რიცხვებში ელოდეთ მოულოდნელ ფულად შემოსავალს.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

იანვარი პროდუქტიული იქნება, თუ მოკრძალებას გამოიჩენთ. ნუ ეცდებით ყურადღების ცენტრში ყოფნას, ჯობია კულისებიდან იმოქმედოთ. ნებისმიერი ინფორმაცია კრიტიკულად გადაამოწმეთ, მაშინაც კი, თუ ის სანდო წყაროდან მოდის.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

თქვენ კვლავ ყურადღების ცენტრში ხართ. 20 იანვრამდე გაქვთ შანსი რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. იპოვეთ საიმედო პარტნიორები ბიზნესში. მცირე უსიამოვნებას მხოლოდ ძველი კოლეგები თუ შეგიქმნიან, მაგრამ ამას მარტივად გაუმკლავდებით.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

იანვარი თქვენი აღმავლობის თვეა! ახალი პერსპექტივები, გავლენიანი მფარველები და ინვესტორები - ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მუშაობს. შესაძლოა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ ან ძვირადღირებული ნივთი შეიძინოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თქვენთვის თვე სტაბილურია, გარდა სიყვარულის სფეროსი. აქ სერიოზული ცვლილებები გელით - გადახედავთ თქვენს სურვილებსა და პრიორიტეტებს. მარტოხელა თევზებს მოულოდნელი და ძალიან ვნებიანი რომანი ეწვევათ.