ავტორი:

"იისფერი რასა" - 26 თვისება, რომლის მიხედვითაც ინდიგო ბავშვს ამოიცნობთ

"იისფერი რასა" - 26 თვისება, რომლის მიხედვითაც ინდიგო ბავშვს ამოიცნობთ

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანები "გენეტიკური ინფორმაციით" იბადებიან. ანუ ყოველ ახალ თაობას, გაცილებით გაუმჯობესებული გონებრივი მონაცემები გააჩნია, იმიტომ რომ მასში გაერთიანებულია წინაპრების საერთო ინტელექტუალური ხაზის სრული პოტენციალი. თუმცა არსებობენ ისეთი ბავშვებიც, რომელთა გონებრივი განვითარება ხშირად იწვევს გაოცებას და აღფრთოვანებას ჩვენში. ამგვარი პატარები სხვებზე ადრე სწავლობენ საუბარს და თანატოლებისგან განსხვავებული ინტერესების სფეროთი გამოირჩევიან. ისინი ხშირად სვამენ უფროსებისთვის "ჩიხში შემყვან" და "ჩამჭრელ" შეკითხვებს და ყოველთვის ცდილობენ გაიგონ იმაზე მეტი ვიდრე იციან. ამგვარ პატარებს "იისფერი რასის" შთამომავები ანუ - "ინდიგო ბავშვები" ჰქვიათ.

ტერმინი "ინდიგო" პირველად ამერიკელმა ექსტრასენსმა ნენსი ენი ტეპმა გააჟღერა ფართო საზოგადოებაში. ნენსიმ სახელი ამ თაობას მათი აურის ფერიდან გამომდინრე შეურჩია. ეზოთერიკოსების აზრით ე.წ. "ინდიგო" ბავშვებს განსაკუთრებული ფერის - იისფერი (ინდიგოს ფერი) აურა გააჩნიათ, რაც განასხვავებს კიდეც მათ თანატოლებისგან. მიჩნეულია რომ ინდიგო ბავშვები განსაკუთრებული სიხშირით ქვეყანას დაახლოებით 2003 წლიდან ევლინებიან. სწორედ ამ პერიოდიდან მოდის დედამიწაზე ე.წ. "იისფერი რასა" - რეფორმატორი და კოსმოპოლიტურად მოაზროვნე თაობა. თუმცა იმის მტკიცება, რომ ნებისმიერი ბაშვი, რომელიც 2003 წლის შემდეგ მოევლინა ქვეყანას აუცილებლად "ინდიგო" იქნება აბსურდულია. ინდიგო ბავშვები სხვებისგან განსაკუთრებული გონებრივი მონაცემებითა და შესამჩნევი ასოციალურობით გამოირჩევიან. მათი ინტელექტის კოეფიციენტი მცირე ასაკშიც კი გასაოცარ მაჩვენებელს უახლოვდება. ისინი დაკვირვებულები, გონიერები და ღრმად მოაზროვნეები არიან.

ასტროლოგთა მოსაზრებით "ინდიგო ბავშვებს" განსაკუთრებული მონაცემები გააჩნიათ პირად კოსმოგრამაშიც და სწორედ ამ კომბინაციების მეშვეობით შეიძლება მათი ცნობა. თუმცაღა თავად ასტროლოგები "იისფერი რასის" ბავშვებს ორ კატეგორიად ყოფენ: "ინდიგოებად" (მათ შორის უფრო მამრობითი სქესის წარმომადგენლები ჭარბობენ) და "კრისტალებად" (ძირითადად გოგონები). ინდიგო თავისი ბუნებით არ არის გამოკვეთილად კეთილი ან გულმოწყალე. თუმცა იგი არც ბოროტი და მოძალადეა. კრისტალები კი პირიქით, საკმაოდ გულმოწყალეები და სენსიტიურები არიან. როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ინდიგო ბავშვების რუკაში რამდენიმე მთავარი ასპექტია მათი უნიკალურობის განმსაზღვრელი. მათ შორისაა ურანი თევზების, ნეპტუნი მერწყულის ზოდიაქოში ერთმანეთთან კარგი ასპექტებით და ვარკვლავი სირიუსი რომელიმე მთავარ პლანეტასთან შეერთებაში. იმის მიხედვით თუ რომელ პლანეტასთანაა კონკრეტულად ამ ვარსკვლავის შეერთება, შესაძლებელია მსჯელობა იმაზე თუ რა სახის რეფორმატორული მისიით მოვიდა ადამიანი ამ ქვეყნად.

რაც შეეხებათ კრისტალებს, მათთან წყლის სტიქია - განსაკუთრებით ნეპტუნია გამოხატული. ამასთან ზემოთ ხსენებული სირიუსი ხშირად უერთდება მათ მთვარეს, რის გამოც ეს ბავშვები აქცენტს სულიერი განვითარების დონეზე აკეთებენ. ისინი გულმოწყალეები და ჰუმანურები არიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არც აგრესიის გამოვლენა უჭირთ საკუთარი თავის და პრინციპების დასაცავად. ინდიგო ბავშვები ინსტინქტურად გრძნობენ საკუთარ განსაკუთრებულობას, ამიტომ მათი აღზრდა ტრადიციული მეთოდებით არაეფექტურია. შესაბამისად, სასურველია თუ მათი აღზრდისას მშობლები მეტ ლოიალურობას გამოამჟღავნებენ, რადგანაც ამგვარი ბავშვები არანაირი სახის რეჟიმს არ ემორჩილებიან და ნებისმიერი ზეწოლა მათზე, აბსოლუტურად საპირისპირო შედეგს იძლევა.

  • გთავაზობთ ინდიგო ბავშვების დეტალურ მახასიათებლებს, რომელიც რამდენიმე რუსი ასტროლოგის ვერსიებზეა დაყრდნობილი.

26 თვისება, რომლის მიხედვითაც ინდიგოს ამოიცნობთ:

1. ინდიგო ბავშვები ყველაზე ხშირად იბადებიან დაღმავალი ლომი - აღმავალი მერწყულის მქონე კარმული პროგრამით. როგორც ცნობილია, მერწყულის ზოდიაქო რეფორმატორული და ნოვატორული ტენდენციებით ხასიათდება, ამიტომ ადამიანი, რომლის აღმავალი მისიაც ამ ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება, შესაძლოა ამქვეყნად დიდი ცვლილებებისა და ზოგადსაკაცობრიო ხასიათის რეფორმების გასატარებლად მოვიდეს.

2. ინდიგოებს ახასიათებთა წარმოუდგენელი ჰიპერაქტიურობა და ხშირად არიან გონებაგაფანტულები.

3. მრისხანება ცივი გონებით შეუძლიათ - ამ ბავშვებში ბრაზი არასოდეს კეტავს ცნობიერებას. ისინი ყოველთვის გააზრებულად გამოხატავენ მრისხანებას.

4. მკვეთრად გამოხატული ასოციალურობა - მათი დიდი ნაწილი დისტანციას ქმნის თანატოლებთან კავშირისას. ახასიათებთ პერიოდული ჩაკეტილობა. თუმცა, ერთი შეხედვით კომუნიკაბელურები არიან, მალე ბეზრდებათ ყველაფერი.

5. ზემოთ თქმული კომუნიკაბელურობა - ინდიგოს შეუძლია პერიოდულად იყოს ჰიპერკონტაქტური, რასაც მოსდევს რადიკალური სიმშვიდისა და აპათიის პერიოდი.

6. მათ არ შეუძლიათ დაქვემდებარებულის როლში ყოფნა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პატარა ასაკიდან აპროტესტებენ მშობლების მიმართ მორჩილების აუცილებლობას. მათი უმრავლესობა ვერ იტანს იძულების წესით რაიმეს კეთებას. თუმცა თუ ამ ბავშვში სტიმულს და ინტერესს გააღვივებთ, იგი ნებისმიერი სირთულის ამოცანას გაართმევს თავს.

7. ბავშობიდან განსაკუთრებულად უყვართ ლურჯი ფერი (მისი ნებისმიერი გრადაცია).

8. ინდოგო ბავშვების კიდევ ერთი მთავარი მახასიათებელია უჩვეულოდ ჯანსაღი თირკმელი და ზოგადად შარდსასქესო სისტემაა. მათ არასოდეს ექმნებათ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემა.

9. ანალიტიკური აზროვნება – ინდიგო ბავშვები მომენტალურად ხვდებიან ნებისმიერი მოვლენის არსს (მაგ. როგორ მუშაობს საათი, კომპიუტერი, როგორ დადის მატარებელი და ა.შ.).

10. გამძაფრებული სიყვარულის მოთხოვნილება. ინდიგო ბავშვები დაუღალავად ითხოვენ სითბოს. თუმცა თავად არ არიან ამ მხრივ გამცემი ტიპები. უკვე ზრდასრულ ასაკში კი საკმაოდ ბევრ პარტნიორს იცვლიან. მათი უმრავლესობა უზომოდ სექსუალური და ქარიზმატულია.

11. ინდიგოების დიდი ნაწილი გამუდმებით განიცდის ე.წ. "თეთრი ყვავის" სინდრომს საზოგადოებაში. ხშირად თანატოლებს არ ესმით ინდიგო ბავშვის, იმიტომ რომ, მისი გონებრივი განვითარების დონე გაცილებით მაღალია. სწორედ ამიტომ ამჯობინებენ ინდიგო ბავშვები ასაკით უფროსი მეგობრების ყოლას.

12. ინდიგო ბავშვები დიდ ინტერესს ამჟღავნებენ ოკულტური მეცნიერებებისა და ეზოთერიკის მიმართ. იტაცებთ იოგა და ფანტასტიკის ჟანრის ფილმები.

13. მათი დიდი ნაწილი სპეციფიური იუმორის გრძნობით გამოირჩევა. საკმაოდ ენამოსწრებულები არიან, მაგრამ უმეტესად ხუმრობენ თავად სახეზე ღიმილის გარეშე.

14. ინდიგოს აქვს შესანიშნავი მუსიკალური აღქმა. უმეტესად სმენა ვიდრე სასიმღერო მონაცემები. თუმცა მათ შორის სიმღერის ნიჭით დაჯილდოებულნიც გვხვდებიან.

15. ინდიგო თანდაყოლილი სიბრძნითა და ინტელექტით გამოირჩევა. აზრები, რომელიც მას თავში მოსდის კოსმოსიდან მიეწოდება, ამიტომ პატარა ასაკში ვერ ხსნის რა, საიდან ან როგორ გაიგო. უბრალოდ იცის და მორჩა!

16. ინდიგო ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშნია კრისტალურად გამჭვირვალე ლურჯი, ნაცრისფერი ან მწვანე თვალები. ძალიან იშვიათად ვხვდებით მათში თაფლისფერთვალება ხალხს. თუმცა, თუ ვხვდებით მათაც საოცრად უბრწყინავთ თვალები, ისე თითქოს მათში ერთბაშად ბევრი ვარსკვლავი აკიაფდა.

Astrologia

17. ინდიგო საკუთარი თავის რწმენითა და სითამამით გამოირჩევა. მან ყოველთვის ზუსტად იცის რას და რატომ ამბობს.

18. როგორც დაკვირვებამ ცხადყო, ინდიგო ბავშვების ტვინი, ანუ მისი ორივე ნახევარსფერო სინქრონულად მუშაობს. საყოფაცხოვრებო დონეზე ეს ვლინდება იმით, რომ გოგონა ბიჭისთვის დამახასიათებელი რკინის ლოგიკით გამოირჩევა, ბიჭი კი ემოციურად მგრძნობიარე, ინტუიციური და სენსიტიურია.

19. შორსმჭვრეტელობა და მასშტაბურად ხედვის ნიჭი – ყველა ინდიგო გამოირჩევა სიტუაციის გლობალურად აღქმის შესაძლებლობით. მათ შეუძლიათ მარტივად დაინახონ სიტუაციის უმთავრესი არსი.

20. ინდიგოს განვითარებული ინტუიცია და მხედველობითი მეხსიერება აქვს. ბევრი მათგანი ადამიანის აურასაც ხედავს.

21. ინდიგოებს ცვალებადი ხასიათი აქვთ. თუმცა იშვიათად ახასიათებთ პესიმიზმი. მათი უმრავლესობა გამოუსწორებელი ოპტიმისტია.

22. პატარა ასაკიდან სვამენ "არაბავშვურ" შეკითხვებს, რითაც ხშირად იწვევენ მშობლების გაოცებას და დაბნეულობას. მაგ. 'რატომ დავიბადე მაინცდამაინც ამ საუკუნეში და ამ ოჯახში?" "რა მოხდებოდა მომავალში რომ დავბადებულიყავი?", ანუ მათ ბავშვობიდან აინტერესებთ ის თუ კონკრეტულად რატომ, რა მისიით მოევლინენ ამ ქვეყანას.

23. ინდიგო ბავშვებს დაბადებიდან გააჩნიათ საკუთარი უნიკალურობის შეგრძნება. ისინი ქვეცნობიერის დონეზე გრძნობენ იმას, რომ ამქვეყნად კონკრეტული მისიით მოვიდნენ. თუმცა ე.წ. "განდიდების მანიით" არასოდეს იტანჯებიან და არც სხვებს ტანჯავენ ამით.

24. ნებისმიერ ინდიგოს აქვს მიდრეკილება საზოგადოებრივი ცხოვრბისკენ. იგი სოციალურად ძალიან აქტიურია. თუმცა, ზედმეტად ახლოს არავის უშვებს. მას უყვარს ადამიანები, თუმცა არ ახასიათებს კონკრეტული ინდივიდების სიყვარული.

25. ინდიგო ბავშვების კიდევ ერთი მთავარი მახასიათებელი თვისებაა დედასთან მჭიდრო კონტაქტი და განსაკუთრებული ურთიერთობა.

26. ინდიგო ბავშვების უმეტესობა ძალიან მიმნდობი და გულღიაა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მათ საკუთარი აზრის დაცვა და უკომპრომისო ბრძოლაც შესანიშნავად შეუძლიათ.

უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები - ვინ ხართ "მესაზღვრეების იერარქიით" და რა განსაკუთრებული უნარით ხართ დაჯილდოებული

2020 წლის პირველი ახალმთვარეობა, რომელიც სრულიად განსხვავებულია - რას მოუტანს ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - ფორტუნა თქვენ მხარესაა, შეგიძლიათ, გარისკოთ და "გიჟური" იდეები განახორციელოთ