ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მოიმატებს თქვენი ცნობისმოყვარეობა. მოგინდებათ თვალსაწიერის გაფართოება. გაგიჩნდებათ საზღვარგარეთ მოგზაურობის, უცხო ენის შესწავლის სურვილი. გამოგიჩნდებათ საშუალება, რომ განახორციელოთ მიზნები. ზოგიერთი საკითხი სწრაფად უნდა მოაგვაროთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

ივლისის პირველ დასაწყისში პარტნიორული თემების მოგვარებთ იქნებით დაკავებული. მოგინდებათ უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტი, ზოგმა შეიძლება საზღვარგარეთაც კი დაიწყოთ ბიზნესი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან, გავლენიან პარტნიორებთან. დაგჭირდებათ დამატებითი განათლების მიღება კვალიფიკაციის ამაღლება მომავალში ბიზნესსაქმიანობის გასაუმჯობესებლად.

ფული და სიყვარული

ყველა საშუალება გექნებათ, რომ მიაღწიოთ სასურველ მიზანს, დაწინაურდეთ. მიაღწიოთ სოციალურ წარმატებას. ზოგს შეიძლება მოგემატოთ ხელფასი, შემოსავალი. ზოგმა შეიძლება გავლენიან ადამიანზე გადაწყვიტოთ დაქორწინება. ან სამსახურში გააბათ რომანი.

ჯანმრთელობა

აქტიური და ენერგიული ხართ, მაგრამ ეცადეთ, აგრესიულობაში არ გადაგივიდეთ. წარმატებას დიპლომატიურად უნდა მიაღწიოთ და არა სხვისი დაზარალებით. კარგი იქნება, თუ სპორტში მოსინჯავთ ძალებს. თუ დაღლილობას იგრძნობთ, შეცვალეთ ცხოვრების წესი.

10 ივლისის შემდეგ მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. გამოგჩინდებათ შანსი, რომ განახორციელოთ მიზნები. მოაგვარებთ იურიდიულ საკითხებს.

24 ივლისის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ნათესავებთან ურთიერთობის დარეგულირებას. ზოგიერთს საოჯახო ვალდებულებები მოგემატებათ. მოიწესრიგეთ საბინაო საკითხები.

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...