ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისში მაქსიმალურად ბევრი დრო უნდა გამონახოთ საკუთარი თავისთვის; შინაგან სამყაროში გასარკვევად. გაგიჩნდებათ სხვათა დახმარების სურვილი. ზოგიერთს შეიძლება მოგეძალოთ დეპრესია, ნოსტალგია. სასურველია, განმარტოვდეთ ან მშვიდ ადგილას გაემგზავროთ, სადაც სულიერად დაისვენებთ, აღიდგენთ ძალას, რათა მზის კირჩხიბში გადმობრძანებისთვის მოემზადოთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

განმარტოებით მოგინდებათ მუშაობა. შეიძლება ლაპარაკის სურვილი გაგიქრეთ, მაგრამ ფიქრების ფურცელზე გადატანა მოგეძალოთ, რაც ყოველთვის კარგად გამოგდით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, ნუ ენდობით საეჭვი პირებს, განსაკუთრებით, თუ მომენატლურ გამდიდრებას, წარმატებას გთავაზობენ. შეაჯამეთ მთელი წლის შედეგები, გამოიტანეთ დასკვნები და გაითვალისწინეთ შეცდომები, რათა მომავალში უკეთ შეძლოთ გამარჯვებისთვის ბრძოლა.

ფული და სიყვარული

საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის მეტად მიმზიდველი იქნებით. თავადაც მოგინდებათ კოხტაობა. შეიძლება შეივალოთ იმიჯი, ჩაცმის სტილი. თუ მარტოხელა ხართ, გამოიყენეთ ეს დრო რომანტიკული ნაცნობობისთვის. არ გაგიჭირდებათ ინტერესის ობიექტის მოხიბვლა. დაწყვილებულება მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. წვრილმანებზე ნუ გაიბუტებით და ჩაიკეტებით საკუთარ თავში.

ჯანმრთელობა

თვის დასაწყისში აქტიური და ენერგიული იქნებით, არ გაგიჭირდებათ დაწყებული საქმეების დასრულება. თვის მეორე ნახევრიდან მობილიზებული იქნებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე; მოგემატებათ ხელფასი. ზოგიერთს შეიძლება შემოსავლის ფარული (სხვებისთვის) წყაროც კი გამოგიჩნდეთ. თუმცა, დასვენებას ნუ დაივიწყებთ. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი.

10 ივნისის შემდეგ ქველმოქმედების სურვილი გაგიჩნდებათ; ზოგს კი საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლის სურვილი გაგიჩნდებათ. ყურადღებით იყავით, რას ამბობთ, აკეთებთ, არ გაუშვათ მნიშვნელოვანი მომენტები. დასვენება და განმარტოება ჰაერივით გჭირდებათ. ბუნებაში ყოფნა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

24 ივნისის შემდეგ გადახედეთ გარემოცვას, ზოგიერთთან შეიძლება დამშვიდობება მოგიწიოთ. საქმიანი კავშირებში შეიძლება თავი იჩინოს მატერიალურმა საკითხებმა. მოითხოვეთ ის, რაც გეკუთვნით, საკითხი ფულსაც ეხება. რაც შეეხება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას, თუ აქამდე ერთმანეთთან უთანხმოება გქონდათ, შეიძლება ახლა მიაღწიოთ შეთანხმებას.

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...