ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის, ლომისა და მშვილდოსნისთვის - რა ელით მომავალ თვეს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის, ლომისა და მშვილდოსნისთვის - რა ელით მომავალ თვეს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს

რა ელოდებათ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს ივნისში და როგორია მათთვის მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი:

  • ვერძი

მთელ თვეს ნათესავების გვერდით და ინფორმაციების ორომტრიალში გაატარებთ. რუტინის დასაძლევად სიახლეები და ცვლილებები მოგინდებათ. გახშირდება შეხვედრები მეგობრებთანაც. ზოგიერთს საცხოვრებელი მისამართის შეცვლა და ახალ მეზობლებთან დამეგობრება ელის. პროდუქტიული ივნისი გელით, თუმცა, ნუ მოაკლებთ მზრუნველობას ნათესავებს, მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

სწავლა, სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ ოჯახის წევრებისგან, ნათესავებისგან. მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ საგვარეულო სახლს. შეიძლება მას რემონტი დასჭირდეს და უნდა იზრუნოთ ამაზე. ზოგიერთმა კი შეიძლება ოჯახური ბიზნესი წამოიწყოს ან გაერთიანდეს უკვე არსებულ ნათესაურ საქმიანობაში.

სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

თვის ბოლომდე რეტროგრადული ვენერას გავლენით გახშირდება მიმოწერა და შეხვედრები ძველ მეგობრებთან, ყოფილ შეყვარებულებთან, რომლებთანაც რაღაც მიზეზის გამო კავშირი გაწყვეტილი გქონდათ. შეიძლება რომანი გააბათ მეგობრებიდან რომელიმესთან. მოერიდეთ ნათესავებთან საქმეების გარჩევას. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. გაფრთხილდით, და-ძმების ან მეგობრების გამო არ დაზარალდეთ მატერიალურად. ივნისში ფული ზომიერად და გაანგარიშებულად უნდა ხარჯოთ.

ჯან­მრთე­ლო­ბა

ნუ გაგიკვირდებათ, თუ გააქტიურდებიან ფარული მტრები, შეიძლება გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული შეზღუდვები დაგიწესდეთ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას. კარგია თქვენთვის მედიტაცია, სუფთა ჰაერზე ენერგეტიკული ვარჯიშების შესრულება. მეტი ყურადღეა მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის სისტემას.

  • ქალებისათვის

საშუალება მოგეცემათ, დაასრულოთ უკვე მიტოვებული საქმეები, მაგრამ ახალს ნურაფერს დაიწყებთ. შეიძლება განაახლოთ კავშირი იმ ადამიანებთან, ვინც გენატრებათ. ეცადეთ, თქვენი ბინა მეტად მყუდრო და ლამაზი გახადოთ, ზოგიერთებს სტუმრების ხშირი მიღება-გამასპინძლება ელის.

  • კაცებისათვის

ენერგიის მოზღვავაებას იგრძნობთ და დაწყებულ საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით. ავტომობილით მგზავრობისას, ახლო მანძილზეც კი სიფრთხილე გმართებთ, გამგზავრებამდე გადაამოწმეთ მანქანის მდგომარეობა და ფრთხილად იარეთ. მეგობრების და ახლობლების მხარდაჭერის იმედით, ვალდებულებებს კარგად გაართმევთ თავს, თუ მოყვებით საკუთარ სირთულეებზე.

  • ლომი

თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ხშირი შეხვედრების შესაძლებლობა მოგეცემათ. გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში, საზოგადოებრივ საქმიანობაში. მთავარია, სწორად გადაანაწილოთ პრიორიტეტები და საკუთარი გეგმების განხორციელება დაიწყოთ. ზოგიერთს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მიეცემა. იყავით პოზიტიურად განწყობილი. დაუმეგობრდით ადამიანებს, ვისთანაც ნაცნობობა სარგებელს მოგიტანთ. ზოგიერთს ზოგიერთ სფეროში ლიდერის როლის თამში მოუწევს.

სწავლა, ბიზნესი და სამ­სა­ხუ­რი

თვის დასაწყისში ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. წინასწარ გათვალეთ, საიდან შეიძლება გამოჩნდნენ მტრები და ეცადეთ, მათ მზად დახვდეთ. უმჯობესია, ნაკლები იალაპარაკოთ საკუთარ გეგმებზე. მეტად დააკვირდეთ პარტნიორებს. თვის მეორე ნახევარში მიუბრუნდით დიდი ხნის დაწყებულ საქმეებს. გადახედეთ, მოაწესრიგეთ, დაასრულეთ. ზოგიერთი შეიძლება მეტად დაინტერესდეს მისტიკით. ყველგან რაღაც მინიშნებები მოეჩვენოს.

სიყ­ვა­რუ­ლი და ფი­ნან­სე­ბი

ახლა ახალი რომანების დაწყებისთვის კარგი დრო არაა. უმჯობესია, არსებულ პარტნიორებთან გააუმჯობესოთ დამოკიდებულება შეგიძლიათ იმ ადამიანსაც შეეხმიანოთ, ვისთანაც დიდი ხნის წინ გაწყვიტეთ კავშირი. თქვენ შორის შეიძლება კვლავაც იფეთქოს ვნების ალმა. თუმცა, არა მგონია, მხოლოდ ვნებით შეინარჩუნოთ ურთიერთობა. თავადაც ხომ იცით, რომ ადამიანები არ იცვლებიან. დაქორწინებულებმა მოაგვარეთ დიდი ხნის უსიამოვნებები ოჯახში. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ თანხა ძველი პროექტებისგან. ზოგიერთი დიდი ხნის ვალს დაიბრუნებს.

ჯან­მრთე­ლო­ბა

ექიმს იმ შემთხვევაში მიმართეთ, თუ გარკვეული სიმპტომები დიდი ხანია გაწუხებთ. ეცადეთ, დაიცვათ ელემენტარული წესები: არ დაივიწყოთ დასვენება, სწორი კვება, დროულად დაიძინეთ, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე და რა თქმა უნდა, ივარჯიშეთ.

  • ქალებისათვის

ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც დაგეგმილი გქონდათ. მცირე დანაკარგებს და ფინანსურ სირთულეებს გაგებით უნდა მოეკიდოთ. ეცადეთ, არ დახარჯოთ იმაზე მეტი თანხა, რაც გაქვთ, არ აიღოთ ვალი. ქალებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ, აი, მამაკაცებთან კი მშვენივრად იმეგობრებთ.

  • კაცებისათვის

მამაცი და მიზანსწრაფული უნდა იყოთ. ზოგიერთი სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებს და მატერიალურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებს. ზოგიერთი საჭირო ადამიანებს დაიმეგობრებს; ზოგიც მტრებზე გაიმარჯვებს. ნუ შეუშინდებით სირთულეებსა და გამოცდებს. რაც უფრო მეტ დაბრკოლებას გადალახავთ, მით აიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში.

  • მშვილდოსანი

მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები წინა პლანზე გამოვა. საქმეები ისე უნდა გადაანაწილოთ, რომ დრო მეუღლისა და მეგობრებისთვისაც დაგრჩეთ. სახლში დაგროვდა საკითხები, რომლებიც თქვენი ჩარევის გარეშე არ მოგვარდება. მეტად გაითვალისწინეთ თქვენი პარტნიორების მოთხოვნები. გარშემო მყოფები მზად არიან დახმარებისთვის, ამიტომ, კარგი თვეა მოლაპარაკებების, ნიშნობისა და ქორწინებისთვისაც კი.

სწავლა, ბიზნესი და სამ­სა­ხუ­რი

თვის დასაწყისში მეტი ყურადღება გმართებთ პარტნიორების მიმართ. დააკვირდით მათ ნათქვამსაც და ქმედებასაც. გადახედეთ მიღებულ ინფორმაციას. ტყუილსა და არაგულწრფელობას ინტუიციურად იგრძნობთ. არ გადაზარდოთ კამათი დიდ უსიამოვნებაში. ეცადეთ დიპლომატიურად მოაგვაროთ ყველა დაპირისპირება. თვის მეორე ნახევარში გაგიჭირდებათ დასახული ახალი მიზნების განხორციელება. თუმცა, ეს კარგი პერიოდია უკვე არსებული საქმეების გასაუმჯობესებლად.

სიყ­ვა­რუ­ლი და ფი­ნან­სე­ბი

მარტოობას დიდი ხნით უნდა დაემშვიდობოთ, თქვენ გვერდით აუცილებლად გაჩნდება ადამიანი, ვინც ცხოვრებას გაგილამაზებთ. ერთ-ერთ ვარიანტად ეს შეიძლება იყოს ყოფილი პარტნიორი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდება. თუ დარწმუნებული ხართ საკუთარ და მის გრძნობაში, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის შანსი მოგეცემათ. აუცილებელი მსხვილი საყიდლების გამო ფინანსური მდგომარეობა შეგერყევათ. ეცადეთ, ზომიერების ფარგლებს არ გასცდეთ და ვალები არ აიღოთ.

ჯან­მრთე­ლო­ბა

შეძლებისდაგვარად, ოჯახთან ერთად, ხშირად გაისეირნეთ ბუნებაში. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. დაინტერესდით მშობლების საქმეებით, ჯანმრთელობით. ზოგიერთს შეიძლება გაგიმძაფრდეთ ალერგია მტვერზე ან ზოგიერთ მცენარზე.

  • ქალებისათვის

უარი არ თქვათ ჩანაფიქრის განხორციელებაზე. მართალია, მომავლის გზა ია-ვარდებით არ იქნება მოფენილი, მაგრამ თუ მოინდომებთ და ეცდებით, გარშემო მყოფების კეთილგანწყობა დაიმსახუროთ, ყველაფერი გამოგივათ. გამოგიჩნდებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ახალი იდეები. შესაძლებელია ფული ახალი წყაროდან მიიღოთ.

  • კაცებისათვის

ყურადღებით იყავით და მომენტით ისარგებლეთ, რომ თქვენთვის სარგებელი მიიღოთ. შანსი მოგეცემათ ადრე ჩაფიქრებული იდეები განახორციელოთ. ზოგიერთი დამოუკიდებლად შეძლებს მუშაობას. კარგ შედეგს მოგიტანთ ხელშეკრულებების გაფორმება. ხშირად შეძლებთ საყვარელი ადამიანისა და ოჯახის წევრების გაბედნიერებას. ზოგიერთს კი სასიამოვნო ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავლები ელის.

როგორი იქნება ივნისი კირჩხიბის, მორიელისა და თევზებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორ უნდა მოიქცეს იზოლაციაში ზოდიაქოს თითოეული ნიშანი და რას უნდა მიაქციოს ყურადღება - ასტროლოგის რჩევები

თვის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "მოულოდენლი და სასიამოვნო მომენტებით აღსავსე აპრილი გელით"