სატურნი თევზებს ტოვებს! რას ნიშნავს ეს თქვენი სულიერი სიმშვიდისთვის და საიდან უნდა ელოდოთ ფინანსურ დახმარებას 2026 წელს? - ნინა ხომერიკი გირჩევთ
2026 წლის თებერვალში, სატურნი ტოვებს თქვენს ზოდიაქოს ნიშანს, რომელიც ბოლო 2,5 წლის განმავლობაში იყო თქვენს მზესთან შეერთებაში და მისი ვერძში გადასვლა, თქვენთვის იქნება რთული პერიოდის დასასრული. სატურნი, ეს არის კარმული პლანეტა, რომელიც განსაცდელებისა და ახალი დისციპლინის მომტანია და მისი ტრანზიტის დროსაც, აუცილებელია იზრუნოთ სულიერ განვითარებაზე, თანაგრძნობაზე, მოაქვს შეზღუდვები, იმედგაცრუებები და მისი წასვლით იგრძნობთ შვებას, დასრულდება კარმული გაკვეთილები, გათავისუფლდებით შინაგანი ტვირთისგან, დაიწყება სულიერი ზრდა და განახლება. 2026 წელი კარიერულ ნაწილში განმარტოებით მუშაობისა და სულიერების ძიების წელია. წარმატებული იქნება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: ფსიქოლოგია, ხელოვნება და საქმე, რომელიც თქვენთვის ახალ განვითარებას გულისხმობს. ახალი ხელშეკრულებების გაფორმების დროს, ყოველთვის უსმინეთ თქვენს ინტუიციას, ის არასოდეს გიღალატებთ და არასოდეს მოგატყუებთ.
ფინანსური შემოსავლები, პირველ რიგში მოვა თქვენი პარტნიორისგან, ასევე შესაძლებელია მიიღოთ მემკვიდრეობა ან დაფინანსდეთ რაიმე სახელმწიფო პროგრამით. ზაფხულში მოგეცემათ შესაძლებლობა გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები.
პირად ურთიერთობებში, გელოდებათ ღრმა ემოციური კავშირები, ძალიან მნიშვნელოვანია ისაუბროთ თქვენს გრძნობებზე პარტნიორთან. ასევე შესაძლებელია შეხვდეთ ადამიანს თქვენი წარსულიდან. ზოგადად, 2026 წელი, თქვენთვის პატიების და მიღების წელია.
ჯანმრთელობის კუთხით, იქნებით ზომაზე მეტად სენსიტიური და მგრძნობიარე, ამიტომ ერიდეთ ყველაფერ ტოქსიკურს, ურთიერთობებს, ადამიანებს, გარემოს, საკვებს და ნივთიერებებს. აუცილებელია იზრუნოთ შინაგან სიმშვიდეზე და დაიცვათ რეჟიმი.
ნახეთ ასევე: