კვირის ჰოროსკოპი (2-8 თებერვალი): ვის ელის ვნებიანი რომანი და ვის — ფინანსური ნახტომი?

კვირის ჰოროსკოპი (2-8 თებერვალი): ვის ელის ვნებიანი რომანი და ვის — ფინანსური ნახტომი?

თებერვლის პირველი კვირა საკმაოდ დაძაბული, თუმცა შესაძლებლობებით სავსე იქნება. პლანეტების განლაგება გვაიძულებს სწრაფად ვიმოქმედოთ და შანსები ხელიდან არ გავუშვათ. კვირის დასაწყისში მერკურისა და ქირონის კავშირი განსაკუთრებულ წარმატებას მოუტანს ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და მარკეტოლოგებს.

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვერძებს მთელი კვირა ორ ცეცხლს შუა ლავირება მოუწევთ - როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. კვირის მეორე ნახევარში მოერიდეთ საჭესთან ჯდომას და ხალხმრავალ ადგილებში ნივთებს გაუფრთხილდით. ფინანსური მდგომარეობა უქმეებზე გაგიუმჯობესდებათ.

კურო (21 აპრილი - 20 მაისი)

კონფლიქტებს თავს დააღწევთ, თუ მთელ ენერგიას სამსახურს დაუთმობთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვიზუალს - ამ კვირაში სწორედ გარეგნობით შეგაფასებენ. დახვეწილი იმიჯი დაგეხმარებათ საჭირო ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენაში.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

ემოციურად რთული კვირაა. შესაძლოა ზედმეტად მგრძნობიარე გახდეთ და ნაჩქარევი დასკვნები გამოიტანოთ. ეცადეთ, რაციონალურად იაზროვნოთ. პირად ცხოვრებაში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, უქმეები სახლს გარეთ, შემეცნებით გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

კვირის მეორე ნახევარში კონცენტრაცია გაგიჭირდებათ, ამიტომ ფინანსური საკითხები და საბუთების გაფორმება ორშაბათ-სამშაბათს დაგეგმეთ. მოერიდეთ კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან წვრილმანებზე გამოკიდებას, რათა რეპუტაცია არ შეილახოთ.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

ხუთშაბათამდე თავს ბრწყინვალედ იგრძნობთ და ყურადღების ცენტრში იქნებით. თქვენი მომხიბვლელობა დაგეხმარებათ იურიდიული თუ ფინანსური საკითხების მოგვარებაში. უქმეებზე ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემას. შაბათი შოპინგისთვის იდეალურია.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

შესაძლოა დაიბნეთ და არაპრაქტიკული გადაწყვეტილებები მიიღოთ. ნუ გაიფანტებით ბევრ რამეზე, კონცენტრირდით ერთ მთავარ მიზანზე. მოვლენების დასტაბილურებაში ამ კვირაში ახლობელი მეგობრები ან უფროსი ნათესავები დაგეხმარებიან.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

განსაკუთრებული შანსი გეძლევათ შემოსავლების გასაზრდელად, განსაკუთრებით თუ მარკეტინგის ან განათლების სფეროში ხართ. კარგი დროა დიეტის დასაწყებად და ფიტნესისთვის. ახლობლებთან კამათს რომ აარიდოთ თავი, თავისუფალი დრო სახლის გარეთ გაატარეთ.

მორიელი (23 ოქტომბერი -21 ნოემბერი)

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ყველგან და ყველაფერს მოასწრებთ. შესაძლოა თავად გახდეთ კონფლიქტის ინიციატორი "სამართლიანობის აღსადგენად". კვირის ბოლოს მოსალოდნელია საინტერესო შემოთავაზება სამსახურის შეცვლასთან დაკავშირებით.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მშვიდი კვირა არ გექნებათ - სხვების კონფლიქტების მოგვარება და ოჯახურ წვრილმანებში გარკვევა მოგიწევთ. კვირის ბოლოს იმდენად დაიღლებით, რომ მხოლოდ პასიური დასვენება და ძილი დაგაინტერესებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

გაღიზიანება მოგემატებათ წვრილმანი პრობლემების გამო. "ორთქლის გამოსაშვებად" საუკეთესო გზა სპორტი და სუფთა ჰაერზე სეირნობაა. კვირის შუაში სამსახურთან ან ფინანსებთან დაკავშირებულ სასიამოვნო ამბებს ელოდეთ.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

საუკეთესო ტაქტიკა საკუთარ საქმეებზე ფოკუსირებაა. ცოტაოდენი "ჯანსაღი ეგოიზმი" ახლა მხოლოდ წაგადგებათ. ემოციების კონტროლი თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება. პოზიტიური ცვლილებების შანსი კვირის შუა პერიოდში გაჩნდება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

რთული იქნება ემოციების მართვა, განსაკუთრებით კოლეგებთან ურთიერთობისას. კვირის მეორე ნახევარში იზრუნეთ იმიჯსა და გარეგნობაზე - ახალი სტილი დაგეხმარებათ საჭირო ადამიანებზე შთამბეჭდავი გავლენის მოხდენაში.