ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - "პოზიტივით აღსავსე თვე გელით"

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - "პოზიტივით აღსავსე თვე გელით"

პოზიტივით აღსავსე თვე გელით. ენერგიულიც ხართ და ენთუზიაზმით აღსავსე, რომ ყველაზე არაორდინარული ჩანაფიქრები განახორციელოთ. ოლიმპის მწვერვალზე მარტივად ახვალთ. აქტიურობა შუა თვეში მოიმატებს. მთავარია, არ მოდუნდეთ და გახსოვდეთ, რომ არაკეთილმოსურნეებსა და მტრებს არ სძინავთ. მოერიდეთ სიტუაციის დრამატიზებას, თქვენ ყველა უსიამოვნებას ღიმილით გადალახავთ.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

მარტის დასაწყისი კარგი დროა იმიჯის შესაცვლელად. განაახლეთ გარდერობი, მიხედეთ ვარცხნილობას. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ ადამიანებთან ურთიერთობას, მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა და გემოვნება. თქვენი გული თავისუფალია და გსურთ, ურთიერთობა უცხოელთან გააბათ? შეავსეთ ანკეტა გაცნობის უცხოურ საიტზე. სიყვარული თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრება. მეგობრებისგან შეიძლება გაიცნოთ თხის რქა. მოერიდეთ მორიელებს. მათი მწარე გამონათქვამები გულს გატკენთ. თუ მასთან სტაბილური კავშირი გაქვთ, მოერიდეთ თქვენთვის საჭირბოროტო საკითხებზე კამათს. აგრეთვე, არ ეცადოთ მისი საიდუმლოს გაგებას, ნუ ჩაუძვრებით სულში. მამაკაცი ქალწულები გადაწყვეტენ გაწყვიტონ ის კავშირი, რომელიც სიხარულს აღარ ანიჭებთ.

იმისათვის, რომ პარტნიორთან ნაკლები იკამათოთ, არ დარჩეთ დიდხანს სახლში, ერთად დაესწარით კულტურულ წეულებებს. თუ დრო და ფული გაქვთ, ერთად წადით სამოგზაუროდ. გარემოს შეცვლა თქვენს რომანტიკულ კავშირს კიდევ უფრო გაახალისებს.

  • სამსახური და ფინანსები

დაივიწყეთ შიშები, ნაკლები უსმინეთ მოშურნეებს და წინ გამარჯვებებისკენ! გადახედეთ საკუთარ შესაძლებლობებს, სურვილებს და შეიძლება ახალი სამსახურის ძიება დაიწყოთ ან პროფესიის შეცვლა გადაწყვიტოთ. აუცილებლად იპოვით თქვენს საკუთარ ადგილს მზის გულზე. მთავარია, იყოთ მონდომებული. მარტი მრავალ საშუალებას მოგცემთ თქვენი მიზნების განსახორცილებლად. ჯანსაღ კონკურენციას მშვიდად შეხვდით. მთავარია, შელაპარაკება აგრესიაში არ გადაზარდოთ. კონკურენტებთან ბრძოლაში იყავით ტაქტიკური. ეცადეთ, კონკურენტებს საკუთარი თავი საუკეთესოდ დაანახოთ. კარგად გამოწყობილიც იყავით და კარგი მანერებიც გამოავლინეთ.

ახალ ინფორმაცებს სწრაფად აითვისებთ. შუა თვეში ახალი გასართობი გამოგიჩნდებათ. დაეხმარეთ მათ, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით ბავშვებს, თუ მათ სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ.

ფული ზომიერად ხარჯეთ. ეს განსაკუთრებით მანდილოსნებს გეხებათ. მამაკაც ქალწულებს მატერიალური მდგომარეობა შუა თვეში გაგიუმჯობესდებათ. შეიძლება დაიბრუნოთ ძველი ვალი, მიიღოთ პრემია ან მომატებული ხელფასი.

  • ჯანმრთელობა

მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, რელაქსაციას. ზომიერება გმართებთ ვარჯიშისას, რათა არ მიიღოთ ტრავმა. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა. გადახედეთ მენიუს, გაამდიდრეთ კალციუმით მდიდარი პროდუქტებით. სპორტდარბაზში თუ არა შინ გააკეთეთ ვარჯიშები, რომლებიც თქვენს ხერხემალს მეტ ელასტიკურობას შესძენს. თუ საჭირო გახდება, აიღეთ აუზის აბონემენტი და ჩაეწერეთ მასაჟისტთან ვიზიტზე. თვის ბოლოს შინ ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. უპირატესობა შინაურულ მეთოდებს მიანიჭეთ.

­ მარტის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 8, 13, 17, 26.

­ მარტის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 6, 15, 20.

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "საინტერესო ადამიანების გაცნობა და საჩუქრები გელით"

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "უამრავ სასურველ შედეგს მიაღწევთ"

რომელი ფრაზა უყვარს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს