გრძნობთ, როგორ სწრაფად მიქრის დრო? თითქოს გუშინ ვხვდებოდით 2025-ს, ჰორიზონტზე კი უკვე 2026 წლის ნაპერწკლები ჩანს. მოემზადეთ, წინ თავბრუდამხვევი ნახტომი გელით, რადგან სამყაროს მართვის სადავეებს წითელი ცეცხლოვანი ცხენი იღებს!
ეს წელი არ ცნობს ნახევარტონებსა და ყოყმანს - 2026 მხოლოდ მათია, ვინც გაბედავს, წინ გაიჭრას და შანსი ხელიდან არ გაუშვას. ტექნოლოგიური გარღვევები, საბედისწერო შეხვედრები და კარიერული ტრიუმფი - ცეცხლოვანი ცხენი ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. ნახეთ, რას გიმზადებთ აღმოსავლური კალენდარი და როგორ უნდა მოიპოვოთ წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობა პირველივე ღამეს!“
პროგნოზი აღმოსავლური ნიშნების მიხედვით:
ვეფხვი (1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010, 2022) გელით წარმატება ინოვაციურ პროექტებში. ფინანსები იოლად მოვა: მოგება, ინვესტიციები, ბონუსები. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია კაშკაშა რომანები. მთავარია, არ გადაიტვირთოთ და ძილისთვის დრო გამონახოთ.
ხარი (1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021) მოგიწევთ ტემპის მომატება. შესაძლოა შეიცვალოთ თანამდებობა ან სფერო. ურთიერთობებში ვნებები იმატებს - დადგა დრო რთული საუბრებისა და გადაწყვეტილებებისთვის. ფინანსურად წელი ხელსაყრელია დინამიკური დაბანდებებისთვის.
ვირთხა (1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020) გადადით ღია ტაქტიკაზე: ცხენი აფასებს სიმამაცეს და სიწრფელეს. კარიერაში გააძლიერეთ პოზიციები. მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს და საეჭვო ავანტიურებს. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას.
კურდღელი (1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023) ეს თქვენთვის ახალი შესაძლებლობების წელია, თუმცა წინააღმდეგობების გადალახვა მოგიწევთ. პირად ცხოვრებაში გელით ნაცნობობა უჩვეულო გარემოში. მატერიალური მდგომარეობა სტაბილური იქნება, თუ რესურსებს გრძელვადიან პროექტებში ჩადებთ.
დრაკონი (1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012, 2024) 2026 წელი ფართო ჰორიზონტებს გადაგიშლით. პირად ცხოვრებაში ბევრი ფლირტი და რომანტიკაა. კარიერაში გამოჩნდება ამბიციური პროექტების რეალიზების შანსი. ჯანმრთელობა მტკიცე იქნება, თუ რეგულარულად დაისვენებთ.
გველი (1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013, 2025) დიდი შესაძლებლობების დროა, რაც სისწრაფესა და ინიციატივას მოითხოვს. თქვენი მთავარი იარაღი ინტუიციაა. სიყვარულში გრძნობები გაღრმავდება, თავისუფალ გველებს კი „კარმული“ ცდუნება ელით.
ცხენი (1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026) ეს თქვენი წელია! მოემზადეთ ნამდვილი ტურბულენტობისთვის - საუკეთესო გაგებით. კარიერული წარმატება მოუვა მათ, ვინც ინიციატივას გამოიჩენს. ფინანსები გაიზრდება, მაგრამ მოერიდეთ იმპულსურ ხარჯებს.
თხა/ცხვარი (1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015) შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდია. ურთიერთობებში ჰარმონია და იდილია გელით. ფინანსური ზრდა მოსალოდნელია პრემიებისა და იღბლიანი დამთხვევების ხარჯზე. კარგია ინვესტიცია უძრავ ქონებაში.
მაიმუნი (1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016 ) წელი მარტივი არ იქნება, მოგიწევთ ძალისხმევის გაღება. სამსახურში პროფესიონალიზმის დამტკიცება კონკურენციის პირობებში მოგიწევთ. პირად ცხოვრებაში მხოლოდ გულწრფელობა გადაგარჩენთ, მანიპულაციები კი კონფლიქტამდე მიგიყვანთ.
მამალი (1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017) კარიერული პროგრესი სრულ ჩართულობას მოითხოვს. იყავით ორგანიზებული. პირად ცხოვრებაში ემოციების მთელი პალიტრა გელით. გახსოვდეთ, ნამდვილი სიახლოვე პატიოსნებაზე იგება. გაუფრთხილდით ხერხემალს და საჭმლის მომნელებელ სისტემას.
ძაღლი (1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018) გელით ჰარმონია: მარტოხელები სიყვარულს იპოვიან, წყვილები კი კავშირს გაამყარებენ. კარიერაში აღიარებისა და ზრდის დროა. თქვენი შრომისმოყვარეობა დაჯილდოვდება და შემოსავლები სტაბილურად გაიზრდება.
ტახი (1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019) გაგიჩნდებათ შანსი კარიერული ზრდისთვის ან პროფესიის შეცვლისთვის - ნუ დაეჭვდებით! ურთიერთობებში ვნება დაბრუნდება. ჯანმრთელობა კარგი გექნებათ, თუმცა ზედმეტად ნუ გადაიღლებით.