ავტორი:

მომდევნო ერთი თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის, მთვარის კალენდრის მიხედვით

მომდევნო ერთი თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის, მთვარის კალენდრის მიხედვით

ახალმთავრეობის ზოგად ტენდენციებზე მასალა უკვე დევს ჩვენს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი თქვენი ასცენდენტისა და მზის ნიშნის მიხედვით გაეცანით ამ ახალი მთვარის პროგნოზს, რათა გაამახვილოთ ყურადღება მთავარზე და უკეთ შეძლოთ თქვენი მიზნებისა და ჩანაფიქრების განხორციელება.

ვერძი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან, კლიენტებთან. თავადაც იცით, რომ ლიდერობა, პირველობა გიყვართ, მაგრამ ხანდახან პარტნიორის სურვილებიც უნდა გაითვალისწინოთ. ეს ეხება საქმიან და სასიყვარულო სფეროსაც. ძალის გამოყენებას, დიპლომატია ამჯობინეთ. გამოიმუშავეთ მოთმინება, დაფიქრდით, რას მოგიტანთ ნათქვამი სიტყვა, გადადგმული ნაბიჯი. პარტნიორებთან შეხმატკბილებული მუშაობით უფრო კარგ შედეგს მიიღებთ, ვიდრე მარტო. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს.

კურო

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. შინაგანმა დაძაბულობამ ან კოლეგებთან კონფლიქტმა შეიძლება თქვენს გუნება-განწყობაზე იქონიოს გავლენა. საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდეთ. კონსტრუქციული დიალოგი და ვალდებულებების თანაბრად გადანაწილება მოწინააღმდეგეებთან საქმის ერთად და უკეთ კეთების შესაძლებლობას მოგცემთ. გამორიცხული არაა, მოგემატოთ ვალდებულებები, ყოველდღიური საზრუნავი.

ტყუპი

უნდა გამონახოთ დრო ბავშვებისა და საყვარელი ადამიანისთვის. ნუ ეცდებით მათ გაკონტროლებას, მათ ხელმძღვანელობას, დაუმეგობრდით, მოისმინეთ მათი პოზიცია, სურვილები. იმავეს გეტყვით თქვენს სასიყვარულო პარტნიორზეც. მოგინდებათ ახალი შემოქმედებითი იდეების განხორციელება. ან შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ ჰობის. გამარჯვება გელით სპორტთან, სცენასთან დაკავშირებულ ნიშნებს.

კირჩხიბი

სახლური თემები უნდა მოაგვაროთ; დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მშობლებთან. მოიცილეთ მათ მიმართ პრეტენზიები. იყავით მშვიდობისმყოფელი და შეარიგეთ ერთმანეთზე განაწყენებული ნათესავები. თქვენ ძალიან მგრძნობიარე ხართ განსაკუთრებით ოჯახურ-ნათესაურ თემებში და ისე უნდა იმოქმედოთ, რომ საკუთარი თავი არ დაიზარალოთ. მარსის ენერგია დაგეხმარებათ, ბინაში, აგარაკსა და მიწის ნაკვეთზე სასარგებლო საქმეები გააკეთოთ, თუნდაც ზამთრისთვის მოემზადოთ.

ლომი

გადახედეთ თქვენს დამოკიდებულებას და-ძმებთან, მეზობლებთან. მოისმინეთ სხვათა აზრი და ეცადეთ, გაითვალისწინოთ, მოაგვაროთ კონფლიქტები დიპლომატიურად. კარგ შედეგს მოგიტანთ რეკლამა, პიარი. თუ საკუთარ თავს ღირსეულად წარმოაჩენთ, ახალ მეგობრებს, კლიენტებს გაიჩენთ. წარმატება გელით ყიდვა-გაყიდვის სფეროში. დაიწყეთ ახლის შესწავლა, ჩაეწერეთ თქვენთვის სასარგებლო კურსებზე.

ქალწული

მატერიალურ-ფინანსური საკითხები უნდა მოაგვაროთ. ოღონდ, მშვიდად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. დააბალანსეთ რას გასცემთ და რას იღებთ. ეცადეთ, თქვენი ნიჭის, ცოდნისა და გამოცდილების მონეტიზირება მოახდინოთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: "რამდენი ვღირვარ?" და ამის მიხედვით იმოქმედეთ. განსაკუთრებით, როცა საკითხი ანაზღაურებას ეხება.

სასწორი

5-6-7 ოქტომბერს დაბადებულზე განსაკუთრებით იმოქმედებს ახალმთვარეობა. დაიწყეთ ახალი პროექტები, საქმეები, სწავლა. იმოძრავეთ წინ, მიზნების განხორციელებისთვის. ეცადეთ, სხვების საქმეები და ვალდებულებები კი არ მოაგვაროთ, არამედ საკუთარი. საკუთარი თავი დააყენეთ სხვებზე წინ. გაერკვიეთ საკუთარ თავში, მოაგვარეთ შინაგანი კონფლიქტები. შეინარჩუნეთ ბალანსი. ზოგიერთი გააკეთებს იმას, რის გაფიქრებასაც კი ვერ გაბედავდა ადრე.

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ თქვენს შინაგან სამყაროს, მოაგვარეთ შინაგანი კონფლიქტები, ჩამოყალიბდით საკუთარ სურვილებში, იდეალებსა და მიზნებში. ზოგიერთს შეიძლება დაგჭირდეთ ფსიქოლოგის ან რეგრესოლოგის დახმარება. ენერგია მომართეთ ქველმოქმედებაში. კარგ შედეგს მოგიტანთ არტთერაპია. იყავით მომთმენი სხვათა მიმართ, ნუ გაამწვავებთ კონფლქიტებს, ნუ გექნებათ სხვათა თქვენს ნებაზე დამორჩილების სურვილი.

მშვილდოსანი

გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, ადამიანებთან, ვისთან ერთადაც კონკრეტულ ჯგუფში, კოლექტივში, საზოგადოებაში ხართ გაწევრიანებული. მომართეთ ენერგია საერთო საქმეების კეთებაზე, ახლა ლიდერობის დრო არაა. შეიძლება გახდეთ ახალი გუნდის წევრი. ჩამოყალიბდით, სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე, რას განახორციელებთ, როცა პლანტებები რეტროგრადული სვლიდან გამოვლენ.

თხის რქა

თქვენი ენერგია თქვენს საყვარელ საქმიანობაზე - კარიერულ წინსვლაზე, დაწინაურებაზე მიმართეთ. იყავით მიზანმიმართული, შეადგინეთ სამოქმედო სტრატეგიული გეგმა. სამაგალითო უნდა იყოთ კოლეგებისთვის და სამართლიანი ხელმძღვანელი. კონფლიქტები დიპლომატიურად უნდა მოაგვაროთ. დაფიქრიდით ბიზნესსაქმიანობის გაფართოებაზე, განიხილეთ დეტალები. შეიძლება მოგინდეთ თქვენი ბრენდის დაფუძნება, მოემზადეთ, დაუკვირდით დეტალებს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი მერკურის რეტროგრადული სვლიდან გამოსვლის შემდეგ გადადგით.

მერწყული

არ გირჩევთ კანონის დარღვევას. ყველა იურიდიული თემა ყველა წესის დაცვით მოაგვარეთ. მოერიდეთ დაპირისპირებას ლიდერებთან, გურუსთან. უმჯობესია დიპლომატიურად იმოქმედოთ, მტრებიც კი მეგობრებად გადაიქციოთ; ამით უფრო მოიგებთ. ენერგია მიმართეთ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე უცხოელებთან. უცხო ენის გაღრმავებაზე. მიუბრუნდით ადრე დაწყებულ ნაწერებს და მიეცით მათ დასრულებული ლიტერატურული სახე.

თევზები

სხვათა (საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორების) ფინანსები განსაკუთრებული დაკვირვებით უნდა განკარგოთ. ვერსად გაექცევით გადასახების, ვალების გადახდას. ნუ აიღებთ კრედიტს, ისესხებთ ფულს. შესაძლოა გაგიმძაფრდეთ ინტერესი ეზოტერიკისადმი. ზოგიერთმა შეიძლება ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყოთ. მთვარის ამ თვეში თქვენთვის კარგი იქნება არტ თერაპტიასთან კავშირი, სულიერი, აღმოსავლური პრაქტიკები (ციგუნი, იოგა).