სურვილი გაგიჩნდებათ, იზრუნოთ გარშემო მყოფებზე და პირველ რიგში ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე. მოგეცემათ ავტორიტეტის ამაღლების შესაძლებლობა. ზოგიერთი გადაწყვეტთ ახალ სასწავლო კურსზე ჩაწერას, კვალიფიკაციის ამაღლებას. რაც ყველაზე მთავარია, კონსტრუქციულად და პრაქტიკულად შეძლებთ კრიზისული სიტუაციების მოგვარებას.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
თვის უმეტს ნაწილს მატერიალური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. შეიძლება მოგინდეთ დამატებითი შემოსავლის გამონახვა ან მიიღოთ დამატებითი სამსახური. გახშირდება მივლინება. ან მიმოსვლა საგანმანათლებლო მიზნისთვის. თვის ბოლო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. შეიძლება მოგიწიოთ საოჯახო ნივთების შეძენამ.
ფული და სიყვარული
თვის დასაწყისში ამაღლებულ განწყობაზე იქნებით. მოგინდებათ რომანტიკული სიგიჟეების ჩადენა. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ. მარტოხელებს კი გაქვთ შანსი გაიცნოთ სასიამოვნო ადამიანი, რომელიც სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ.
ჯანმრთელობა
აქტიური და ენერგიული ხართ. მოთმინებით აღიჭურვეთ, თუ სხვები სათანადოდ ვერ აგყვებიან. სიახლეებს ელოდეთ და-ძმებისგან ან ერთად დაიწყეთ სწავლა, ვარჯიში. გირჩევთ, მოერიდოთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. იყავით დაკვირვებული დეტალებზე, რათა მერე სანანებელი არ გაგიხდეთ.
4 ნოემბრის შემდეგ მოიმატებს კომუნიკაციები, სწავლისადმი სურვილი. გამონახეთ დრო, რომ გაიგოთ რაღაც ახალი. ტესტების ჩაბარების, ახალ კურსებზე ჩაბარების სურვილი მოგეძალებათ. ზოგიერთს მოგიწევთ წერილობითი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
19 ნოემბრის შემდეგ ამბიციები და მიზნები სამომავლოდ უნდა მიმართოთ. გამოჩნდება ხსნა, რომელიც დაგანახვებთ, რა გზას უნდა დაადგეთ. მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული საქმისგან.