ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის

მეტად დააფასებთ ცხოვრებას, მოგინდებათ საკუთარი თავის ბავშვივით განებივრება. შეიძენთ ლამაზ, ფუფუნების ნივთებს. გაგიჩნდებათ სურვილი, გიყვარდეთ და ვინმესთვის საყვარელი იყოთ. ზოგიერთი გაიგებთ, რომ შვილი გეყოლება, ან მშობელი გახდებით.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში პოზიტიური და მსუბუქი იქნებით და ასევე მოაგვარებთ საქმეებს. არ გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან და გამორიცხული არაა, ფლირტი გააბათ საქმიან პარტნიორებთან. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, კრეატიული იდეების განხორციელების საშუალება მოგეცემათ. თვის ბოლოსკენ მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ დეტალებზე, ციფრებზე მუშაობისას.

ფული და სიყვარული

ან გაიცნობთ ადამიანს, ვისთანაც ხანგრძლივ კავშირს დაამყარებთ, ან გადაწყვეტთ საყვარელ ადამიანზე დაქორწინებას. სიყვარულის პლანეტა ვენერა დაგეხმარებათ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება როგორც საქმიან, ასევე სასიყვარულო პარტნიორებთან. მარტოხელებს კი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან გაგიმართლებთ. მიაქციეთ ყურადღება პოტენციური პარტნიორის სოციალურ მდგომარეობას.

ჯანმრთელობა

რომანტიკული თავგადასვლების სურვილი შეგიპყრობთ. მომხიბვლელი, სექსუალური და საინტერესო ხართ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. გაგიუმჯობესდებათ განწყობა და უპირატესობას ისეთ ფიზიკურ აქტიურობას მიანიჭებთ, სადაც წყვილის სინქრონია საჭირო, მაგალითად - ცეკვა.

4 ნოემბრის შემდეგ დაუვიწყარი პაემნები გელით. მოგინდებათ საკუთარი ჰობის განვითარება. გართობამ შეიძლება ფული და პოპულარობაც კი მოგიტანოთ. მეტი დრო გაატარეთ ბავშვების გვერდით და თავადაც იყავით ბავშვური.

19 ნოემბრის შემდეგ დაასრულებთ პროექტებს, რომელსაც მეგობრებთან ერთად უძღვებოდით. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას თანამოაზრეებთან, მეგობრებთან. შეიძლება დაასრულოთ კურსები, ტრენინგები.