ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის

თვის უმეტეს ნაწილს სასიყვარულო ურთიერთობების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მაქსიმალურად უნდა მოინდომოთ, რომ დაათბოთ კავშირი საყვარელ ადამიანთან. შეიძლება ერთად ჩაერთოთ ახალ საქმიანობაში. აგრეთვე, გაუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან; გარშემო მყოფებთან. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ ბავშვების უძრავი ქონებასთან დაკავშირებით.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გამონახეთ დრო დეტალებზე სამუშაოდ, წვრილ-წვრილი საქმეების შესასრულებლად. თუ ინსტრუმენტებთან გიწევთ მუშაობა იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. თუ იურისტის კონსულტაცია გჭირდებათ, მიმართეთ პროფესიონალს. თვის ბოლოსკენ შეიძლება ახალი საქმიანი პარტნიორები გაიჩინოთ ან ახალ საქმეში ჩაერთოთ. ზოგიერთმა გადახედეთ თქვენს კოლეგებს და ჩამოიცილეთ ისინი, ვისთან მუშაობაც სიამოვნება აღარ განიჭებთ.

ფული და სიყვარული

უქმეები მაქსიმალური სასარგებლო დატვირთვით გაატარეთ. ეს შეიძლება იყოს უცხო ენების შესწავლა, ქალაქგარეთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად, რომანტიკული უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად ან ექსკურსიები წმინდა ადგილების მონახულებით. ზოგიერთმა შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა გააბათ უცხოელთან. ან სულაც საყვარელმა ადამიანმა თქვენს ცხოვრებაში სიახლე შემოიტანოს.

ჯანმრთელობა

მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. უმჯობესია, პარტნიორთან ერთად ჩაერთოთ სპორტულ საქმიანობაში. მოიმატებს სექსუალური ენერგია. მოერიდეთ ეგზოტიკური, თქვენთვის უჩვეულო პროდუქტების დაგემოვნებას.

4 ნოემბრის შემდეგ მოიმატებს რომანტიკულობა. მოგინდებათ მეტი დროის გატარება საყვარელ ადამიანთან ერთად. შეყვარებულება შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ. გამორიცხული არაა, მეტად მზრუნველი გახდეთ ოჯახზე. იზრუნეთ, რომ ოჯახში ჰარმონიამ დაისადგუროს.

19 ნოემბრის შემდეგ გაერკვევით საქმიან პარტნიორებში, საკუთარ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებში. რა მიმართულებით უნდა გააგრძელოთ განვითარებას, ვის ან რას უნდა დაემშვიდობოთ. მოემზადეთ თანამშრომლობისთვის, მაქსიმალურად შეამცირეთ კონფლიქტები.