მთელი თვე უნდა დაუთმოთ ოჯახს, საოჯახო საქმეებს და პირად ცხოვრებას. მოგინდებათ საკუთარი კუთხის მოწყობა, სადაც განმარტოვდებით და ვერავინ მოგაგნებთ. დაკვირვებით მოაგვარეთ დაგროვილი საოჯახო საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ მშობლებს. გამორიცხული არაა, ოჯახის რომელიმე წევრზე მოგიწიოთ ზრუნვამ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
თვის დასაწყისი თავს დაგამახსოვრებთ შეხვედრებით, საქმიანი მიმოწერით, მივლინებით. შუა თვე საოჯახო საქმეებს უნდა დაუთმოთ. გახშირდება ნათესავებთან მიმოსვლები. აი, თვის ბოლოს კი რომანტიკული მიმოერა შეიძლება გააბათ საქმიან პარტნიორებთან. მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. საქმეებში უნდა შეუხამოთ ერთმანეთი ტრადიციული და ნოვატორული მიდგომები.
ფული და სიყვარული
თვის დასაწყისში რომანტიკული და მოსიყვარულ იქნებით. მიიღებთ საჩუქრებს ან თავად მოგიწევთ საყვარელი ადამიანის საჩუქრებით ავსება. თვის ბოლოს კი მეტად მზრუნველი გახდებით, შეიძლება იზრუნოთ (მატერიალურადაც კი) პარტნიორზე. გაგიჩნდებათ ახალი საქმე, რამაც შეიძლება ფული მოგიტანოთ.
ჯანმრთელობა
საოჯახო საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული და სახლის კეთილმოწყობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. მოერიდეთ ნათესავებთან ურთიერთობის დაძაბვას. კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრებთან ერთად დაიწყებთ ვარჯიშს. ან სახლში ვარჯიშისთვის შეიძენთ ტრენაჟირს.
4 ნოემბრის შემდეგ მოაგვარებთ სახლთან, ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს შეიძლება იყოს რემონტი ან სახლისთვის აუცილებელი ნივთების შეძენა. ზოგიერთი კი გადაწყვეტს, უძრავი ქონების მფლობელი გახდეს.
19 ნოემბრის შემდეგ გაფრთხილდით, რომ არ გაანაწყენოთ ადამიანი, ვისზეც თქვენი დაწინაურებაა დამოკიდებული ან არ შეგელახოთ რეპუტაცია. ზოგიერთი შეიძლება დაჯარიმდეს კიდეც. ზოგიერთი, ვინც ელოდება დაწინაურებას ან სამსახურში აყვანას, მიიღებს.