ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის

გაგიუმჯობესდებათ განწყობა, პოზიტიურად შეხედავთ მოვლენებს, გარშემო მყოფებს. ჰარმონია დაისადგურებს საყვარელ ადამიანთანაც. მასში მხოლოდ საუკეთესო თვისებებს დაინახავთ. მარტოხელებამ შეიძლება ერთდროულად ორი ან სამი რომანიც კი გააბათ. ვნება და ემოციები საკმარისად გექნებათ, მაგრამ ვერ გადაწყვეტთ ვის დაშირდეთ და ვისთან შეინარჩუნოთ ურთიერთობა და მის გამო უხერხული სიტუაციები მომრავლდება. სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი

მოიმატებს აქტიურობა, დაიცავთ საკუთარ უფლებებს, მოსაზრებებს. გაგიჩნდებათ რაღაცის კეთების სურვილი. მაგრამ გირჩევთ, 7-8 ნოემბრის მერე უფრო გააქტიურდეთ. ამავე პერიოდში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ზოგიერთს საინტერესო და სარფიან საქმიანობას შემოგთავაზებენ. ნოემბერი გაძლევთ შანს, მოაგვაროთ უამრავი პრობლემა, მაგრამ ზედმეტ ვალდებულებასა და რუტინას მოერიდეთ. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული, სწრაფად შეიცვლება გარემო და სწრაფადვე უნდა შეძლოთ ადაპტაცია. იყავით ობიექტური, "ნუ დაამტვრევთ ღია კარს".

ფული და სიყვარული

გაგიუმჯობესდებათ განწყობა და დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ. მეტად მოსიყვარულე გახდებით მის მიმართ. მარტოხელებს არჩევნის გაკეთება გაგიჭირდებათ და შეიძლება ერთდროულად ორი ან სამი რომანიც კი გააბათ. მცირე უსიამოვნებების მიუხედავად, შთაბეჭდილებები და თავგადასავლები სასიამოვნო გექნებათ.

ჯანმრთელობა

აქტიური და ენერგიული ხართ. ყველაფერს მიაღწევთ, რასაც სწორად დაგეგმავთ. გირჩევთ, არ გამოავლინოთ აგრესია. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს; ზოგადად რისკს. თუ აქამდე რამე გაწუხებდათ, მალევა გამოჯანმრთელდებით. აღდგებით გადატანილი ტრავმის შემდეგ.

4 ნოემბრის შემდეგ თქვენი დრო დგება. პოზიტიური ცვლილებები უნდა შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. გაგიჩნდებათ გარეგნობის გაუმჯობესების სურვილი: სტილის, ჩაცმულობის. გამორიცხული არაა, დაიწყოთ ვარჯიში.

19 ნოემბრის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორულ ურთიერთობებს, საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმებას. ზოგიერთი სერიოზულ პროექტებს გადაიბარებთ ან ჩაერთვებით თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეებში. დააკვირდით გარშემო მყოფებს, ჩამოყალიბდით, ვინ გსურთ გვერდით გყავდეთ.