ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის

ნოემბერი დასვენების, საკუთარ თავში გარკვევის, განმარტოების სურვილი გაგიჩნდებათ. თუ მოქმედებას გადაწყვეტთ, ყველაფერი ფარული იქნება. გაგიჩნდებათ ქველმოქმედების სურვილი; გაეცით, რისის საშუალებაც გაქვთ. მოინახულეთ თქვენთვის სასიამოვნო ადგილები, სადაც სულიერ სიამოვნებას მიიღებთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

ნუ გაგიკვირდებათ, თუ გაგიმძაფრდებათ ინტუიცია, ენდეთ მას. იყავით დაკვირვებული, რათა არ დაუშვათ შეცდომები საქმეებში. იყავით დაკვირვებული დეტალებზე. დააკვირდით გარშემო მყოფებს, მათ სიტყვებსა და ქცევას. ზოგიერთთან შეიძლება დამშვიდობება მოინდომოთ. ფრთხილად იყავით, გამორიცხულ არაა, გამოჩნდნენ ფარული მტრები, კონკურენტები.

ფული და სიყვარული

მეტად მომართული იქნებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. გამორიცხული არაა, შემოსავლის ფარული წყარო გამოგიჩნდეთ. მარტოხელები მობილიზებულები იქნებით ფინანსურად უზრუნველ პარტნიორთან დაწყვილებაზე. ეცადეთ, ფული დააბანდოთ ძვირად ღირებულ ნივთში. მოერიდეთ ზედმეტი კილოგრამების აკრეფას.

ჯანმრთელობა

გარშემო მყოფებისთვის მშვიდი ჩანხართ, მაგრამ გულში ცეცხლი გინთიათ. მიმართეთ თქვენი ენერგია სასარგებლო საქმეების კეთებაზე. გაფრთხილდით არ დაკარგოთ პირადი, ძვირფასი ნივთები. სასურველია, სეზონურ დაავადებებს მომზადებული შეხვდეთ. ნუ გადაიღლებით ფიზიკურად, ვარჯიშის დროს მომატებულია ტრავმულობა.

4 ნოემბრის შემდეგ მოგინდებათ ვინმეს დახმარება და ამას ფარულად გააკეთებთ. საქველმოქმედო აქციებს მოაწყობთ. საუბრისას ყურადღებით იყავით, არ გათქვათ საიდუმლო. განმარტოება და დასვენება მოგინდებათ.

19 ნოემბრის შემდეგ გათავისუფლდით მავნე ჩვევისგან. მოიცილეთ ზედმეტი ვალდებულება და არავის არაფერს დაპირდეთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები, რათა მომდევნო ახალმთვარეობაზე თქვენს ნიშანში სიახლეები დაგეგმოთ.