მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დამატებითი შემოსავლის გამოძებნას. იყავით მომართული საკუთარ კეთილდღეობაზე. ფულსაც მიიღებთ, ვალებსაც გაისტუმრებთ და უამრავ პრობლემასაც მოაგვარებთ. თუმცა, გამორიცხული არაა, ხარჯიც მოგემატოთ. მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში, ბიზნესში.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
სწრაფად უნდა იმოქმედოთ. აქტიური უნდა იყოთ, თუ პირადი საქმეების წარმატება გსურთ. გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები. შეიძლება ახალი ხელშეკრულებების გაფორმებაც შემოგთავაზონ, დაკვირვებული იყავით დეტალებისადმი.
ფული და სიყვარული
სიმშვიდე დაისადგურებს თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში. მოგინდებათ მეტი დროის გატარება ოჯახთან, საყვარელ ადამიანის გვერდით. შეიძლება მოგინდეთ მშობლებთან საცხოვრებლად გადასვლა. გამორიცხული არაა, შეყვარებულებმა დაქორწინება, თანაცხოვრება გადაწყვიტოთ. ან შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ - შეყვარებული მშობლებს გააცნოთ.
ჯანმრთელობა
ნოემბერი ფულის გამომუშავებისა და ხარჯვის თვეა. ზოგიერთმა შეიძლება მეორე, მესამე სამსახურიც კი გამოძებნოთ. გადატვირთული დღის შემდეგ აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისთვის. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. ნოემბერი ის თვეა, როცა საკუთარ თავს მეტი კომფორტი უნდა შეუქმნათ.
4 ნოემბრის შემდეგ დაფასდებით გარშემო მყოფებში. შეიძლება ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ ან საკუთარი თავისთვის იყიდოთ რამე ღირებული. მოგინდებათ მეტი ფულის გამომუშავება, ფულის დაბანდება.
19 ნოემბრის შემდეგ მოიმატებს სხვა ადამიანებთან დაკავშირებული ხარჯი. შეიძლება სხვისი ვალების დაფარვამ მოგიწიოთ. მოიცილეთ უსარგებლო ნივთები. გამჟღავნდება საიდუმლო, რომელსაც გიმალავდნენ.