ახალ მეგობრებს გაიჩენთ ან გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდებით, ვისაც თქვენი დახმარება და პროექტების განვითარებაში ხელშეწყობა შეუძლია. გამორიცხული არაა, ახალ პოლიტიკურ პარტიაში ან სოციალურ ჯგუფში გაწევრიანდეთ. მოიმატებს თანასწორობისთვის ბრძოლის სურვილი.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
დინამიკური ნოემბერი გელოდებათ. გახშირდება შეხვედრები, მეგობრული შეკრებები. ზოგიერთმა შეიძლება მეგობრებთან ერთად დაიწყოთ ახალი პროექტი, ბიზნესი. ან საქმეების მოგვარებაში მეგობრები დაგეხმარონ. გამონახეთ ახალი საქმიანი პარტნიორები.
ფული და სიყვარული
მეტად უნდა შეიყვაროთ და დააფასოთ საკუთარი თავი; ცოტა ნარცისიზმი სასარგებლოა. მოიმატებს რომანტიკული განწყობა, მოგინდებათ პაემნებზე სიარული და სასიყვარულო თავგადასავალში თავით გადავარდნა. თუმცა, ახალდაწყებული ურთიერთობა დიდ გრძნობაში არ გადაიზრდება, უბრალოდ, დროს კარგად გაატარებთ. უკვე დაქორწინებულები გაუფრთხილდით არსებულ კავშირს. კარგი იქნება, თუ შეიცვლით იმიჯს, განაახლებთ გარდერობს.
ჯანმრთელობა
ჯგუფში მუშაობა უნდა ისწავლოთ. თუმცა, ლიდერის თვისებებიც შეგიძლიათ გამოავლინოთ. ერთად უფრო მეტ შედეგს მიაღწევთ. კარგი იქნება, თუ მეგობრებს აიყოლიებთ და ერთად დაიწყებთ ვარჯიშს. თუმცა, ფეხით დიდხანს სიარულმა შეიძლება სირთულეები შეგიქმნათ.
4 ნოემბრის შემდეგ უნდა დაარეგულიროთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან სოციალურ და პარტნიორულ დონეზე. ყველა ახალი საქმე კოლეგებთან ერთად განიხილეთ. გააქტიურდით სოციალურად, ინტერნეტში.
19 ნოემბრის შემდეგ გამონახეთ დრო დასვენების, გართობისა და სასიყვარულო თავგადასვლებისთვის. ზოგიერთმა შეიძლება გაასერიოზულოთ რომანტიკული კავშირი ან დაასრულოთ. მეტად დაუახლოვდით შვილებს. გამონახეთ საერთო გასართობი.