იუპიტერის მხარდაჭერა კირჩხიბებს თავდაჯერებულობასა და ფინანსურ ზრდას ჰპირდება. გაიგეთ, რატომ არის წლის პირველი ნახევარი საუკეთესო დრო დაქორწინებისა და უძრავი ქონების შესაძენად. ასტროლოგ ნინა ხომერიკის პროგნოზი
2026 წლის პირველ ნახევარში, იუპიტერის ტრანზიტი თქვენს პირად ზოდიაქოში გაგაკეთებინებთ აქცენტს სახლზე, ოჯახზე და მოგიტანთ კარიერულ ზრდას ან ბიზნეს განვითარებას. მისი დახმარებით იგრძნობთ თქვენს მიმართ კეთილგანწყობას, გაიზრდება თქვენი უფლება-მოვალეობები, შეძლებთ მეტად გაბედულად და თამამად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და განვითარდეთ.
საუკეთესო პერიოდია შემოსავლების კუთხით, საგრძნობლად გაიზრდება თქვენი ფინანსური შესაძლებლობები, ბონუსების, პრემიების, ხელფასის მატების ან საკუთარი საქმიანობის ხარჯზე. კარგი იქნება გააკეთოთ ინვესტირება განათლებაში ან უძრავ ქონებაში, რომელიც 2026 წლის მე -2-ე ნახევრიდან მოგიტანთ ფინანსებს.
წლის პირველ ნახევარში, აქცენტები კეთდება სახლზე, ოჯახზე, ემოციური კეთილდღეობაზე. ეს ტრანზიტი შეგიქმნით ხელსაყრელ პირობებს გააძლიეროთ ოჯახური კავშირები. შეძლებთ კონცენტრირებას საყვარელ ადამიანზე, შვილებზე, იდეალური პერიოდია დასაოჯახებლად. მარტოხელა კირჩხიბები, გარემოცვის დახმარებით შეძლებენ იპოვონ თავიანთი მეორე ნახევარი, ხოლო ისინი, ვინც უკვე არიან ურთიერთობაში დაოჯახდებიან.
ჯანმრთელობის კუთხით, არ გელოდებათ პრობლემები, პირიქით, 2026 წელი მოგიტანთ ემოციურ აღმავლობას. რეკომენდებულია აკონტროლოთ წონა, იკვებოთ საათობრივად და მიაქციოთ ყურადღება კუჭ-ნაწლავს, ის რაც თქვენი სუსტი წერტილია.
ნახეთ ასევე: