ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - როგორი იქნება მომდევნო თვე ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - როგორი იქნება მომდევნო თვე ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის

სახლის საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. ნათესავები დაგეხმარებიან პრობლემებთან გამკლავებაში. ზოგიერთი უძრავი ქონების შეძენას დაგაწყვეტს. ამასთან, ნუ იქნებით აგრესიული ოჯახის წევრების მიმართ და ნუ ეცდებით, ყველა და ყველაფერი გააკონტროლოთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ. ზოგიერთი შეიძლება საოჯახო ბიზნესში ჩაერთოს ან ოჯახის წევრებთან ერთად დაიწყოს ახალი საქმე; განაახლოს ძველი ოჯახური ტრადიცია. გამონახეთ დრო საინტერესო ფილმებისა და წიგენებისთვის.

ფული და სიყვარული

სიყვარულისა და გართობის თვე დაგიდგათ. თვის დასაწყისში მოგინდებათ მხიარულება. რომანტიკული კავშირების გაბმა და თავგადასავლები. თუ აქამდე საყვარელ ადამიანთან დაძაბული ურთიერთობა გქონდათ, ახლა სიტუაცია დატკბება. მეტი დრო გაატარეთ შვილების გვერდით. დაინტერესდით მათი ცხოვრებით, დაუმეგობრდით მათ.

ჯანმრთელობა

გამოიკვლიეთ საგვარეულო დაავადება ხომ არ გაწუხებთ ან ხომ არ გემუქრებათ ქრონიკული დაავადების გამწვავება. კარგი იქნება, თუ სახლისთვის შეიძენთ ტენაჟორს. ან სახლში ივარჯიშებთ. თვის ბოლოს ყურადღება მიაქციეთ კვებას.

6 ოქტომბრის შემდეგ მეტი ყურადღება გადაიტანეთ სახლზე, მის მოდერნიზირებაზე, ზამთრისთვის მომზადებაზე. სიახლეები გელით ოჯახში.

20 ოქტომბრის შემდეგ მეტი დრო უნდა დაუთმოთ კარიერულ საკითხებს. დაასრულოთ ადრე დაწყებული პროექტები. შეიძლება მიიღოთ ფული ადრე შესრულებული საქმისთვის.