ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის - ფინანსები, სიყვარული და ჯანმრთელობა

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის - ფინანსები, სიყვარული და ჯანმრთელობა

მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას. ეს ეხება საქმიანსაც და სასიყვარულოსაც. შეიძლება გარშემო მყოფებში ახალი თვისებები აღმოაჩინოთ და დააკვირდით, რაც არ მოგეწონებათ სხვაში, გამოასწორეთ საკუთარ თავში. ახლობლების ან უშუალოდ პარტნიორის დახმარებით შეძლებთ განახორციელოთ თქვენი პროექტები, სურვილები. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ისეთი ადამიანი, ვინც არ გიღალატებთ და ვისი იმედიც გექნებათ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების, ხელშეკრულებების გაფორმების თვეა. ყური დაუგდეთ თქვენთვის ავტორიტეტი ადამიანების რჩევებს. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ნუ მიიღებთ. დებატებში მხოლოდ ინტელექტუალურად განვითარებულ ადამიანებთან ჩაერთეთ.

ფული და სიყვარული

ეგზოტიკური ნივთების და კერძებისადმი გაგიმძაფრდებათ ინტერესი. შეიძლება მოგინდეთ უცხო ენის შესწავლა, საზღვარგარეთ გამგზავრება. ან მოგინდეთ თავგადასავლები, მათ შორის, სასიყვარულოც. ზოგიერთი გააბამთ რომანს უცხოელთან. ახალ სიყვარულს შეიძლება შეხვდეთ მგზავრობის, მოგზაურობის დროს.

ჯანმრთელობა

საყვარელ ადამიანთან ან საქმიან პარტნიორთან ერთად ვარჯიში უკეთეს შედეგს მოგიტანთ. თუმცა, მოერიდეთ ზედმეტ გადაღლას, ზომიერება და ბალანსი დაიცავით ყველაფერში. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, კონფლიქტებს.

6 ოქტომბრის შემდეგ გაერკვიეთ არსებულ ურთიერთობებში და მოემზადეთ ახალი კავშირებისთვის. შეიძლება მოგინდეთ ახალ, ძლიერ პარტნიორთან ერთად განახორციელოთ თქვენი იდეები. იყავით მეგობრული მტრებთანაც კი.

20 ოქტომბრის შემდეგ გაერკვევით საკუთარ სურვილებში, მოთხოვნებში. ერთგვარი შეჯამება და გადახედვა მოხდება წინა თვეების. ჩამოყალიბდებით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება წლის ბოლომდე. მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული საქმეებისგან.