უარყოფითი ემოციები თავს დაგანებებენ და თავგადასავლების სურვილი გაგიჩნდებათ. ზოგიერთს მოგინდებათ სამსახურის შეცვლა, ახალ სფეროში საკუთარი თავის მოსინჯვა. გამოიყენეთ ოქტომბერი ახლის შესასწავლად, თვალსაწიერის გასაფართოებლად. ჩაეწერეთ სასწავლო კურსებზე ან სამოგზაუროდ გაემგზავრეთ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, მეუღლის ნათესავებთან მატერიალური საკითხების გამო. ყურადღებით წარმართეთ საქმიანი შეხვედრები. დაუყოვნებლივ მოაგვარეთ წარმოქმნილი უსიამოვნებები საქმიან პარტნიორებთან. ზოგიერთს მოგინდებათ დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძიება.
ფული და სიყვარული
თვის დასაწყისში კარიერული საკითხების მოგვარებით უფრო იქნებით დაკავებული. მერე კი მეგობრებთან ერთად გართობა მოგინდებათ და შეიძლება სამეგობროში შეხვდეთ ახალ სიყვარულს. ან სულაც, მეგობართან გააბათ რომანი. ყურადღებით იყავით მათ მიმართ, ვინც თქვენს პირად ცხოვრებაში უშნოდ ყოფს ცხვირს.
ჯანმრთელობა
მოერიდეთ სხვა ადამიანებისთვის ჭკუის დარიგებას და საკუთარ თავს მიხედეთ. მოგინდებათ ლიტერატურული ნაწარმოების დაწერა, ან უცხო ენის შესწავლა, უცხოლებთან კონტაქტი. დილაობით ვარჯიში და ძილის რეჟიმის გაუმჯობესება საუკეთესოა თქვენთვის.
6 ოქტომბრის შემდეგ მოგინდებათ საზღვარგარეთ გამგზავრება, რომანტიკული ნაცნობობა უცხოელთან. ან შეიძლება საყვარელ ადამიანთან მანძილის გამო (მისი გამგზავრების გამო) მოგიწიოთ დაშორებამ. ყურადღებით მოაგვარეთ იურიდიული საკითხები.
20 ოქტომბრის შემდეგ განაახლებთ ურთიერთობას დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან, დედმამიშვილებთან. შეიძლება დაასრულოთ სასწავლო კურსი ან გადაწყვიტოთ, რისი შესწავლა გსურთ უახლოეს მომავალში.