ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "განმარტოების, საკუთარ სურვილებში გარკვევის თვე დაგიდგათ"

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "განმარტოების, საკუთარ სურვილებში გარკვევის თვე დაგიდგათ"

წლის მოვლენების შეფასების, განმარტოების, საკუთარ სურვილებში გარკვევის თვე დაგიდგათ. მოგინდებათ გარშემო მყოფებისგან იზოლირება. შეიძლება ძალიან ახლობლებთანაც კი შეამციროთ კონტაქტები. ზოგადად გაზარდოთ დისტანცია თქვენსა და გარშემო მყოფებს შორის. მეტი დრო დაუთმეთ ძველი ნივთების, მომაბეზრებელი ურთიერთობების მოცილებას. დაკავდით ქველმოქმედებით.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

არავის გაუმხილოთ თქვენი იდეები, მიზნები. ახლა ახალი არაფერი არ დაიწყოთ. ჯერ ერთი, რომ მერკური რეტროგრადულია და მეორე - მზე თქვენს ზურგს უკანაა. ყველა ახალი იდეა განახორციელეთ მას შემდეგ, როცა მზე მორიელში - თქვენს ნიშანში გადმოინაცვლებს. იმოქმედეთ სამართლიანად, არ გირჩევთ მტრების გაჩენას, ვინმესთან კონფლიქტს. გამონახეთ დრო სულიერი პრაქტიკებისა და მედიტაციისთვის.

ფული და სიყვარული

გაგიჩნდებათ მატერიალური მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სურვილი. კომფორტსა და ფუფუნებაში მოგინდებათ ცხოვრება. ამის გამო შეიძლება კრედიტით/ვალით შეიძინოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ნივთები. ფულის გამო გახშირდება კინკლაობა საყვარელ ადამიანთან. განსაკუთრებით, თუ მასზე ხართ მატერიალურად დამოკიდებული. ზოგიერთი გაიგებს, რომ მშობელი გახდება.

ჯანმრთელობა

გამორიცხული არაა, გაგიჩნდეთ ფარული მისწრაფებები და მიზნები, რომელთა შესახებაც გარშემო მყოფებისთვის გამხელა არ მოგინდებათ. მაქსიმალურად ეცადეთ, ოქტომბერში დაასრულოთ ყველა დაწყებული პროექტი, საქმე. აასრულოთ დანაპირები. გაფრთხილდით, რომ არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები.

6 ოქტომბრის შემდეგ მოგინდებათ რაღაცის დასრულება (თუნდაც, ბიზნესის). მეტად იზრუნეთ საკუთარ ფსიქოლოგიურ, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. დაზოგეთ ენერგია, რომ მზის თქვენს ნიშანში გადასვლის შემდეგ ახალი საქმეების დაწყება, ახალ ეტაპზე გადასვლა შეძლოთ.

20 ოქტომბრის შემდეგ სრულყოფილების მიღწევა მოგინდებათ საქმეებში. ვალდებულებები მოგემატებათ და მაქსიმალურად გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. მიხვდებით, რომ უნდა მიხედოთ ჯანმრთელობას.