ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - რა სიახლეს გიმზადებთ შემოდგომის მომდევნო თვე და რას გირჩევენ ასტროლოგები

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - რა სიახლეს გიმზადებთ შემოდგომის მომდევნო თვე და რას გირჩევენ ასტროლოგები

გახშირდება თანამოაზრეებთან შეხვედრები. გაგიჩნდებათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის სურვილი. მეგობრებისგან მეტ მხარდაჭერას მიიღებთ. მოიმატებს ჰუმანურობა თქვენში და ყველას თანასწორივით მოექცევით. გაიჩენთ ახალ მეგობრებს. ზოგიერთი მეგობრის დახმარებით კი პროფესიულ მიზნებს განახორციელებთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გახშირდება საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. მოგინდებათ მეგობრებთან ერთად ახალი იდეების განხორციელება. სასურველია, ზუსტად იცოდეთ რა გსურთ და მეგობრების "დახმარებამ" კიდევ უფრო არ გაგირთულოთ საქმე.

ფული და სიყვარული

პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე იქნებით ორიენტირებული. გამორიცხული არაა, რომ მეტი ფული დააბანდოთ საკუთარ გარეგნობაში, შეიძინოთ ახალი სამოსი, მოდური აქსესუარები. აუცილებლად იაქტიურეთ, რომ მოხიბლოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები, მეუღლეც კი, რომლის გვერდითაც 20 წელი გაატარეთ. მარტოხელების უმეტესობა მომართული იქნებით სერიოზულ კავშირზე.

ჯანმრთელობა

მთელი თვის განმავლობაში გექნებათ სურვილი, დაეხმაროთ მეგობრებს, იყოთ მათ გვერდით და იაქტიურთ სოციუმში. იაქტიურებთ სოციალურ ქსელებშიც და ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. გამორიცხული არაა, ჩაერთოთ პოლიტიკურ საქმიანობაში, რეფორმებში, დებატებში. რაც შეეხება ჯანმრთელობას, თუ ზომიერად იკვებებით და სპირტიან სასმელებს არ მიიღებთ, კარგად იქნებით.

6 ოქტომბრის შემდეგ ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას არსებულ მეგობრებთან. ზოგიერთმა შეიძლება ახლები გაიჩინოთ. მოგინდებათ ჯგუფის, ორგანიზაციის შექმნა. ან არსებულისთვის საქველმოქმედო თანხის გადარიცხვა. ზოგიერთი კი დიდი ხნის ოცნებას აისრულებთ.

20 ოქტომბრის შემდეგ გაერკვევით საკუთარ სურვილებში. მოგინდებათ მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად კლუბებსა და წვეულებებზე სიარული.