ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მზე თქვენს ნიშანშია. მოიმატებს ოპტიმიზმი, ენერგია, სიცოცხლის ხალისი. მოგინდებათ ცხოვრების ყველა სფეროში წარმატების მიღწევა. ძირითადი დრო ფულის გამომუშავებას უნდა დაუთმოთ. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. ან თქვენი ცოდნა აქციოთ ფულად. მოერიდეთ უხეშობას, თუნდაც თავდაცვის მიზნით.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვითგამოხატვის სურვილი მოგეძალებათ. მოგინდებათ იდეების განხორციელება, ახალი ბიზნესის დაწყება. გახშირდება საქმიანი შეხვედრები. გააქტიურდით ინტელექტუალურ საქმიანობაში. წაიკითხეთ საინტერესო წიგნები, ეწვიეთ საგანმანათლებლო ცენტრებს.

ფული და სიყვარული

გამონახეთ დრო, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად უქმეები რომანტიკულად გაატაროთ, გახშირდება პიკნიკების, ექსკურსიების მოწყობის სურვილი. ზოგიერთები შეიძლება ერთდროულად ორი და მეტი რომანის გმირი აღმოჩნდეთ. თუ მუდმივი პარტნიორი გყავთ, ხშირად გამოუტყდით სიყვარულში.

ჯანმრთელობა

ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. გსურთ, მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში საკუთარ თავს დაუმტკიცოთ, რომ ყველაფერში საუკეთესო ხართ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მომატებულია ტრავმულობა. ეცადეთ, არ გადაიღლოთ ფიზიკურად, გონებრივად.

6 ოქტომბრის შემდეგ ახალი პროექტების დაწყების სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება ახალ საქმეებში ჩაერთოთ. ზოგიერთი კარდინალურად შეიცვლით იმიჯს. ცხოვრების სტილს.

20 ოქტომბრის შემდეგ საქმიან და პარტნიორულ ურთიერთობაში კომპრომოისი უნდა გამონახოთ. ზოგიერთი გადაწყვეტს, გაწყვიტოს არსებული კავშირი.