ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

დადგა დრო, როცა თქვენთვის ყველაფერი ფარული ნათელი გახდება. საშუალება მოგეცემათ, გათავისუფლდეთ ყველაფერი იმისგან, რაც სიამოვნებას აღარ განიჭებთ. რათა გაუთავისუფლოთ ადგილი თქვენთვის ნამდვილად საჭიროსა და აუცილებელს. მოერიდეთ შიშებზე აყოლას, დეპრესიაში ჩავარდნას. გათავისუფლდით ფსიქოლოგიური ბლოკებისგან.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გარშემო მყოფების საიდუმლოებების ამოხსნის სურვილი გაგიჩნდებათ. მოგინდებათ ძირისძირობამდე გაერკვეთ თქვენთვის საინტერესო თემებში. ბიზნესში წარმატებას მიაღწევენ ის თევზები, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია გამოძიებასთან, ჟურნალისტიკასთან, მაგიასთან. გამოგიჩნდებათ შემოსავალის ფარული წყარო. საქმიანი შეხვედრები დიდი ყურადღებით წარმართეთ. მოიძიებთ ფარულ ცნობებს საქმიან პარტნიორებზე.

ფული და სიყვარული

სასიყვარულო ურთიერთობის მაღალ საფეხურზე, სერიოზულ დონეზე გადაყვანა მოგინდებათ. შეიძლება საყვარელი ადამიანი დაგეხმაროთ კარიერაში წარმატების მიღწევაში. ზოგიერთმა კი შეიძლება რომანი გააბათ კონკრეტული სარგებლის გამო. მარტოხელების ყურადღებას მიიქცევენ მხოლოდ ავტორიტეტული ან გაცილებით ასაკიანი ადამიანები.

ჯანმრთელობა

ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება დაიწყოთ ვარჯიში, ჩაიტაროთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. უნდა დაამარცხოთ სტრესები და შიშები. ისწავლეთ საკუთარი თავის განებივრება სასიამოვნო წვრილმენებით. კარგ შედეგს მოგიტანთ ეზოტერიკა, მედიტაცია, იოგა.

6 ოქტომბრის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ ფინანსურ საკითხებს. საკუთარსაც და პარტნიორისაც. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მაკონტროლებელ ორგანოებთან.

20 ოქტომბრის შემდეგ გადაიხადეთ გადასახდები, ვალები. ზოგიერთს მოგინდებათ ფულის დაბანდება სარფიან საქმიანობაში. მოერიდეთ უსარგებლო ნივთების შეძენას. გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ გარშემო მყოფები არასათანადოდ გაფასებენ.