ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

კარიერული საკითხები იქნება თქვენთვის აქტუალური. შეიძლება გადაწყვიტოთ პროფესიის შეცვლა, დაწინაურება. მოიმატებს ამბიციურობა და მოგინდებათ მწვერვალზე ასვლა, რესპექტაბელურობა. ზოგიერთი გააქტიურდებით სოციალურ ცხოვრებაში. მოგინდებათ, "ქვეყნის წინსვლაში ერთი აგურის დამატება". მზე დაგეხმარებათ გამოავლინოთ ორგანიზატორის, ლიდერის თვისებები.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მომართული იქნებით გამარჯვებაზე, წარმატებაზე. დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები, განიხილეთ სამომავლო გეგმა. შეთანხმდით ახალ ვალდებულებებზე. თუ უფროსი ხართ, ეცადეთ, საქმეები ისე გადაანაწილოთ, რომ დასვენებისთვისაც დაგრჩეთ დრო. მოსალოდნელია ახალი თანამდებობის დაკავება და არ გაგიჭირდებათ ახალ გარემოში ადაპტაცია. დაგეგმეთ პირადი ბიზნესი, აი, დაწყება კი ნოემბრის ბოლოსთვის გადადეთ.

ფული და სიყვარული

მოგინდებათ სხვებისთვის უხილავი გახადოთ თქვენი პირადი ცხოვრება, აღარ ჩაახედოთ საკუთარ საქმეებში გარშემო მყოფები. ურთიერთობაში მოიმატებს რომანტიკულობა. შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გაემგზავროთ. გამორიცხული არაა, მოიმატოს მელანქოლიურობამ.

ჯანმრთელობა

კარიერულ საკითხებზე ხართ მომართული. ამბიციურობა და ლიდერის თვისებები მეტად უნდა გამოავლინოთ. არ მოგინდებათ სხვების წესებზე დამორჩილება. გირჩევთ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, დაიწყოთ ზედმეტი წონის დაკლება.

6 ოქტომბრის შემდეგ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება, გამოჩენა მოგინდებათ. ჩაერთვებით საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მომართული იქნებით მწვერვალების დასაპყრობად.

20 ოქტომბრის შემდეგ მოინახულეთ ნათესავები, გამონახეთ დრო მშობლებისთვის. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ოჯახს. ზამთრისთვის სახლის მომზადებას, პროდუქტების დაბინავებას.