თხის რქებს 2026 წელს ლოკაციის შეცვლა ან სახლის განახლება ელით. რატომ მოითხოვს სატურნი თქვენგან მეტ დისციპლინას და რომელ სფეროში გელით პროფესიული აღიარება? - ნინა ხომერიკი გირჩევთ
თქვენი მმართველი პლანეტა, ვერძის ზოდიაქოში ააქტიურებს მე-4-ე სექტორთან დაკავშირებულ თემებს და ზრდის პასუხისმგებლობებს ისეთ საკითხებში, რაც დაკავშირებულია ლოკაციის შეცვლასთან, განახლებასთან, ფესვების გაძლიერებასთან და შინაგან სტაბილურობასთან, სადაც გელით სერიოზული შინაგანი მუშაობა ემოციებსა და ოჯახურ ვალდებულებებზე, რაც გააძლიერებს თქვენს პიროვნულ თვისებებს, გადაჭრათ საცხოვრებელთან, ოჯახსა და პიროვნული განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ეს არის კარმული გაკვეთილების პერიოდი, როდესაც საფუძველი ჩაეყრება მომავალს ოჯახურ სფეროში ტრანსფორმაციის გზით, რაც მოითხოვს დისციპლინას და სერიოზული პასუხისმგებლობების აღებას. კარიერული კუთხით, საჭიროა მოახდინოთ ფოკუსირება გრძელვადიან მიზნებზე და პერსპექტივებზე. ამ ტრანზიტის პერიოდში, მოგიწევთ ისწავლოთ თქვენი პოზიციების დაცვა და წარმატებაც მოვა კონკრეტულად იმ სფეროში, სადაც თავს გამოიჩენთ, როგორც პროფესიონალი. გამართლება გელით ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: უძრავი ქონება, ინდუსტრია ან მენეჯმენტი.
შემოსავლების სტაბილურობა და მათი ზრდა დამოკიდებულია თქვენს კარიერულ წინსვლებზე. შესაძლებელია გააკეთოთ მსხვილი შენაძენი უძრავი ქონების სახით, ხოლო ზაფხულში ძალიან კარგი იქნება ინვესტიციების გაკეთება.
პირად ურთიერთობებში იქნებით მეტად პრაქტიკული, ვიდრე რომანტიკული. ბევრი მარტოხელა თხის რქა 2026 წელს შეძლებს იპოვოს თავის მე- 2-ე ნახევარი, თუმცა, გახსოვდეთ, პარტნიორად აირჩიეთ ისეთი ადამიანი, ვისთანაც გექნებათ საერთო პრიორიტეტები და ნდობა, რადგან, 2026 წელი, თქვენთვის პირველ რიგში ოჯახური კერისა და ურთიერთობების გაძლიერების წელია.
ჯანმრთელობის კუთხით საყურადღებოა ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, მამოძრავებელი მოტორიკა, სახსრები და კბილები.
ნახეთ ასევე: