გვეჩვენება, რომ თუ საყვარელი საქმით დავკავდებით, დაღლილობა გაქრება, მოტივაცია კი ამოუწურავი იქნება. თუმცა, ასტროლოგიას ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულება აქვს. ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნისთვის "ოცნების სამსახური" ხშირად მახედ იქცევა – მათთვის ზღვარი პიროვნებასა და პროფესიას შორის იშლება, რაც საბოლოოდ ემოციურ და ფიზიკურ გამოფიტვამდე მიდის
ნახეთ, ხართ თუ არა ამ სიაში და როგორ დაიცვათ თავი:
ვერძი – მარათონი ფინიშის გარეშე
ვერძები იდეით მომენტალურად ინთებიან. თუ საქმე მათთვის "ცხოვრებისეული მისიაა", ისინი პროცესში თავით ეშვებიან. ვერძისთვის დასვენება სისუსტის გამოვლინებაა, ამიტომ მუდმივად ცდილობს დაამტკიცოს, რომ იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე სინამდვილეში.
რჩევა : ისწავლეთ ტემპის შეგნებულად შენელება. წინასწარ განსაზღვრეთ დატვირთვის ლიმიტი და დასვენება გრაფიკში ისევე შეიტანეთ, როგორც მნიშვნელოვანი შეხვედრა.
ქალწული – იდეალის დევნაში
ქალწულისთვის ოცნების სამსახური საკუთარი ღირებულების დამტკიცების მთავარი იარაღია. ისინი ნებისმიერ შეცდომას ტრაგიკულად განიცდიან. ქრონიკული დაღლილობა სწორედ აქედან მოდის: "თუ სამსახურში რაღაც ვერ გამომივიდა, ესე იგი, მე ვარ ცუდი".
რჩევა: ფოკუსი შედეგიდან პროცესზე გადაიტანეთ. აღიქვით შეცდომა, როგორც ზრდის ნაწილი და არა პიროვნული მარცხი.
თხის რქა – მწვერვალის ტყვეობაში
თხის რქა საყვარელ საქმეს უყურებს, როგორც მწვერვალს, რომელზეც ნებისმიერ ფასად უნდა ავიდეს. შედეგისთვის ის სწირავს ძილს, პირად ცხოვრებას და ჯანმრთელობას. ერთი მიზნის მიღწევისთანავე, ის მაშინვე ახალ, უფრო მაღალ თამასას აწესებს, რაც ემოციურ გამოფიტვამდე მიდის.
რჩევა: დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: "რა მოხდება, თუ ცოტათი შევანელებ ტემპს?". ნება მიეცით საკუთარ თავს, იყოთ ეფექტური და არა მაქსიმალისტი.
მორიელი – ტოტალური ჩაძირვა
მორიელები მიდრეკილნი არიან პროფესიაში სრული "გათქვეფისკენ". მათთვის საყვარელი საქმე ცხოვრების აზრად იქცევა და ენერგიის აღსადგენად არაფერს იტოვებენ. ამასთან, ისინი იშვიათად საუბრობენ შინაგან განცდებზე და დიდხანს აიგნორებენ დაღლილობის ნიშნებს.
რჩევა: ისწავლეთ ემოციური დისტანციის დაცვა სამსახურთან. თუ გრძნობთ, რომ ძალა გეცლებათ, აიღეთ უქმეები და დრო მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ.
თევზები – ილუზიების მსხვერპლი
თევზები ხშირად ახდენენ საყვარელი საქმის იდეალიზებას. ჰგონიათ, რომ სამსახური მათ ჰარმონიასა და აღიარებას მოუტანს. შედეგად, ისინი ივიწყებენ საკუთარ საჭიროებებს და იღებენ იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე შეუძლიათ.
რჩევა: მკაფიოდ გამიჯნეთ სამუშაო და პირადი დრო. გახსოვდეთ, რომ თქვენი თავგანწირვა საქმეს არ შველის – რეალური პროდუქტიულობა მხოლოდ მაშინ მოდის, როცა თქვენი რესურსი სავსეა.
მერწყული – იდეისთვის თავგანწირული
მერწყულისთვის ოცნების სამსახური სამყაროს შეცვლის საშუალებაა. ისინი მზად არიან დაქანცვამდე იმუშაონ იდეისთვის, განსაკუთრებით, თუ საქმეს სოციალური მნიშვნელობა აქვს. თუმცა, როცა რესურსი იწურება, მათ არა მხოლოდ ენერგია, არამედ საკუთარი იდეალების რწმენაც ეკარგებათ.
რჩევა: ნუ დაუპირისპირებთ იდეას საკუთარ ჯანმრთელობას. დაიცავით ძილის, კვებისა და დასვენების რეჟიმი. გახსოვდეთ, რომ თქვენ ადამიანი ხართ და არა იდეის უსულო გამტარი.