ავტორი:

რა მოვუხერხოთ უსარგებლო საჩუქრებს

რა მოვუხერხოთ უსარგებლო საჩუქრებს

საჩუქრების გადაჩუქება არ შეიძლება - ასე ბევრი ამბობს და ჩვენც თითქმის გვჯერა. თუმცა, თანამედროვე ეზოტერიკოსები სხვაგვარად ფიქრობენ.

როდის შემიძლია საჩუქრის გადაჩუქება?

ნებისმიერი ნივთის ხელახლა ჩუქება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ახალია, თქვენი ენერგიით არაა დამუხტული. ნივთი, რომელიც უკვე გამოიყენებოდა, ჯობია მისცეთ გაჭირვებულებს.

კავშირი წარსულ ცხოვრებასთან

ყოფილი პარტნიორის საჩუქრებმა შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ემოციები და ცუდი მოგონებები. მით უმეტეს, თუ დაშორდით არცთუ ისე კულტურულად. ასეთი ნივთი ივსება წყენით და მუდმივად იმუხტება ნეგატივით. უმჯობესია კომპრომისის პოვნა და ძველი გეშტალტის სამუდამოდ დახურვა. ზოგიერთი ფსიქოლოგი გვირჩევს ასეთი საჩუქრების განადგურებას “ემოციური სტრესის შესამსუბუქებლად“. ყოფილის მიერ ნაჩუქარი ნივთები მიეცით მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება: მაგალითად, ბავშვთა სახლებს, საავადმყოფოებს და ა.შ.

საჩუქარი უარყოფითი პიროვნებისგან

საჩუქარი იმ ადამიანისგან, რომელიც არცთუ ისე კარგად გექცევათ, თუნდაც ძვირად ღირებული რამ იყოს, დადებით ემოციებს არ გამოიწვევს. შესაძლოა, გამცემი, ფაქტობრივად, ცდილობს თქვენთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მაგრამ უსიამოვნო შთაბეჭდილება მაინც გრჩებათ. ნუ მოგერიდებათ ნივთი ხელახლა გააჩუქოთ.

გატეხილი საჩუქარი

ეს სხვა შემთხვევაა: შეუძლებელია ასეთი ნივთის ხელახლა ჩუქება, ასევე სახლში დატოვება. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ძვირფასი ნივთის გადაგდება: შეგიძლიათ მისგან სხვა რამ გააკეთოთ, ახლებურად გამოიყენოთ და ა.შ. მაგრამ თუ არჩევანი არ გაქვთ, შეეცადეთ მოიცილოთ.

როდის არ უნდა გააჩუქოთ საჩუქრები?

თუ ნივთი არ იწვევს არაფერს, გარდა ნეგატივისა. ხელახლა ნუ აჩუქებთ საჩუქრებს, რომლებიც გაბრაზებთ და გახსენებთ უსიამოვო მომენტებს და ამ გრძნობების ჩახშობა შეუძლებელია. ჯერ ნეგატივისგან უნდა განთავისუფლდეთ (გარეცხეთ, მოაცილეთ მტვერი), შემდეგ გაეცით ნივთი. ეს უფრო გულწრფელი იქნება.

საოჯახო სამკაულები

მათი ხელახლა გაჩუქება არ შეიძლება, ისინი უნდა დარჩეს ოჯახში. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი გადაცემულია და უნდა დარჩეს სახლში. თუ ბეჭედი მემკვიდრეობით მიიღეთ, მაგრამ არ გეგმავთ სამკაულების ტარებას, შეგიძლიათ მოგვიანებით აჩუქოთ ქალიშვილს ან ვაჟის ცოლს.

ხალხური ნიშნების ბოლომდე მინდობა არ ღირს. აჩუქოთ თუ არა, თქვენზეა დამოკიდებული. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, გრძნობებსა და სურვილებს.