ავტორი:

რა უნდა იცოდეთ 2021 წლის 17 ივლისამდე პერიოდზე - "საჭიროა საკუთარი ფინანსების, დროის და ენერგიის კონტროლი, რომ არ მოხდეს ამ კუთხით გამოფიტვა-გაკოტრება"

რა უნდა იცოდეთ 2021 წლის 17 ივლისამდე პერიოდზე - "საჭიროა საკუთარი ფინანსების, დროის და ენერგიის კონტროლი, რომ არ მოხდეს ამ კუთხით გამოფიტვა-გაკოტრება"

შავი მთვარე (ლილიტი) კუროს ზოდიაქოში გადავიდა, სადაც 2021 წლის 17 ივლისამდე დარჩება. რას მოუტანს აღნიშნული პერიოდი ზოდიაქოს ნიშნებს, ამასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასტროლოგი რამაზ გიგაური პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

შავი მთვარის (ლილიტის) კუროს ზოდიაქოში ინგრესიის (გადასვლის) შესახებ

დღეს შავი მთვარე (ლილიტი) გადავიდა კუროს ზოდიაქოში.ის აქ იმოძრავებს 21 ოქტომბრიდან (2020) - 17 ივლისამდე (2021). დასრულდა ლილიტის ცხრათვიანი ვერძული ეპოპეა, რომელიც დაიწყო 2020 წლის 27 იანვარს. ბუნებრივია, 2020 წლის ძირითადი ასტროლოგიური მაჩვენებლების (სიგნიფიკატორების) გარდა (სატურნი-პლუტონის შეერთება 2020 წლის დასაწყისში, იუპიტერი-სატურნის შეერთება 2020 წლის ბოლოს, მარსის გადასვლა ვერძში 2020 წლის ივნისში) შავი მთვარის მოძრაობა ვერძში ქმნიდა უხეშ, აგრესიულ ფონს, რომელიც იგრძნობოდა 2020 წლის განმავლობაში. ახლა ეს უხეში, აგრესიული ენერგია გადავა უფრო ნელი მოქმედებების, მაგრამ ინტენსიურ ენერგიაში. მოძრაობის პირველადი იმპულსის ფაზამ უკვე გაიარა. ახლა დაიწყება გარკვეული წინაღობები და პრობლემები ფორმასთან, მატერიასთან დაკავშირებით. ეს უპირველესად ფინანსური სფერო იქნება, რადგან როგორც ცნობილია კუროს მეორე, ანუ ფინანსური სახლი შეესაბამება. თუმცა მეორე სახლი მხოლოდ ფინანსებს არ მართავს, არამედ ეს არის საერთოდ - რესურსები. კლასიკური ასტროლოგიის მიხედვით (აქ ძირითადად ვგულისხმობ ძველბერძნულ ასტროლოგიას, კონკრეტულად კი ხრონოკრატორების სისტემას, ასევე კარდანოს, ნოსტრადამუსის და მორინუსის სისტემებს) ეს არის - ფული, ენერგია და დრო. ამიტომ უახლოეს ცხრა თვეში კონტროლს ითხოვს სწორედ ეს სამი მიმართულება. საჭიროა საკუთარი ფინანსების, დროის და ენერგიის კონტროლი, რათა არ მოხდეს ამ კუთხით გამოფიტვა-გაკოტრება (რისი ალბათობაც მაღალი იქნება). მისი გავლენა განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ბიზნესზე, საბანკო და ფინანსურ ინსტიტუტებზე. თუმცა ეკონომიურობის, საკუთარი რესურსების გონივრულად გამოყენების და რისკების გათვლის შემთხვევაში, დანაკარგი მინიმალური ან თითქმის არ იქნება. საჭიროა ნელი, მაგრამ მიზანსწრაფული მოქმედები. შავი მთვარის გავლენა უპირველესად საგრძნობი იქნება კუროს, ლომის, მორიელის და მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. ასევე მათთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში კუროს ზოდიაქოში განთავსებული აქვთ (რიგითობით მიხედვით):

1. შავი მთვარე;

2. სტელიუმი (სამი ან მეტი პლანეტის შეერთება);

3. ასცენდენტი;

4. მთვარე.

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქსირებული ნიშნით არ არიან დაბადებულები (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) და პირად ჰოროსკოპში ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლები არ გააჩნიათ - გავლენა მინიმალური იქნება. გისურვებთ სიმშვიდეს და და ჰარმონიას!"