რატომ ვკითხულობთ ჰოროსკოპებს მაშინაც კი, როცა არ გვჯერა? — მიზიდულობის ფენომენი

რატომ ვკითხულობთ ჰოროსკოპებს მაშინაც კი, როცა არ გვჯერა? — მიზიდულობის ფენომენი

ხშირად ახალ გაცნობილ ადამიანს ვეკითხებით: „ვინ ხარ ზოდიაქოს ნიშნით?“ ყოველთვიურად ვამოწმებთ, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები, მაშინაც კი, თუ ასტროლოგიას სკეპტიკურად ვუყურებთ. რატომ გვჯერა ამ პროგნოზების და რა კითხვებზე ვეძებთ მათში პასუხებს?

1. „ბალზამი სულისთვის“ და პოზიტიური განწყობა

ჰოროსკოპის კითხვა ერთგვარი რიტუალია, რომელიც ბავშვობის რწმენებს მოგვაგონებს. ფსიქოლოგების დაკვირვებით, მედიების ასტროლოგიური სვეტები 70%-ით პოზიტიურ ინფორმაციას შეიცავს, მაშინ როცა ჩვეულებრივ სტატიებში ეს მაჩვენებელი ძლივს აღწევს 50%-ს.

ჰოროსკოპი არასდროს გვეტყვის პირდაპირ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. პირიქით, ის ყოველთვის გვიტოვებს იმედს: „აგვისტო იქნება ვნებიანი“, „დეკემბერში იპოვით იმას, რასაც ეძებდით“. ეს არის უსაფრთხო სივრცე, სადაც არავინ გვაძალებს რამის ყიდვას ან რთულ პოლიტიკურ მოვლენებზე ფიქრს.

2. პასუხისმგებლობის გაზიარება სამყაროსთან

როდესაც ცხოვრებაში სირთულეებია - ვეძებთ სამსახურს ან განვიცდით იმედგაცრუებას სიყვარულში - ჰოროსკოპი გვეხმარება, რომ ტვირთი დროებით ვარსკვლავებს გადავაბაროთ.

„ჩემი ბრალი არ არის, რომ საქმეები არ მიდის, უბრალოდ ახლა სატურნია ჩემს ნიშანში“ - ეს აზრი ამცირებს შფოთვას და გვეხმარება რთული პერიოდის გადატანაში.

3. ილუზია, რომ ვიღაც ჩვენზე ზრუნავს

ფსიქოანალიტიკოსების აზრით, ჰოროსკოპების რეგულარული კითხვა აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნილებას, ვიგრძნოთ, რომ ვიღაც ჩვენზე ფიქრობს. თანამედროვე ინდივიდუალისტურ სამყაროში ეს არის თავშესაფარი მარტოობისგან. ძველი ცივილიზაციები ვარსკვლავებს ეკითხებოდნენ მოსავლისა და ომების შესახებ, დღეს კი ჩვენ ვეძებთ დასტურს, რომ სამყაროსთვის ჩვენი პერსონალური ბედი მნიშვნელოვანია.

4. თვითიდენტიფიკაციის ძიება

ჩვენს ეპოქაში ადამიანებს სურთ იყვნენ იდენტიფიცირებულნი:

თხის რქა - ერთგული და პრინციპული;თევზებ- მეოცნებე იდეალისტი; ლომი - ლიდერი, რომელსაც ყურადღება სჭირდება.ეს კლასიფიკაცია გვეხმარება, უკეთ გავცნოთ საკუთარი თავი და სხვები. საინტერესოა, რომ ჩვენ ხშირად „ვირგებთ“ იმ თვისებებსაც კი, რაც შეიძლება რეალურად არ გვეკუთვნოდეს, თუკი პროგნოზი ჩვენთვის სასიამოვნოა.

5. ფორერის (ბარნუმის) ეფექტი

„ჰოროსკოპის ტექსტი ყოველთვის მრავალმნიშვნელოვანია. ჩვენ ქვეცნობიერად თავად ვავსებთ მას შინაარსით და ვუსადაგებთ ჩვენს მიმდინარე სიტუაციას“. სწორედ ამიტომ გვეჩვენება, რომ წინასწარმეტყველება ზუსტად ჩვენზეა დაწერილი.

ჰოროსკოპების სიყვარული - ეს არის ჩვენი ირაციონალური ნაწილის გამოძახილი, რომელიც გვაძლევს ოცნების, იმედისა და სამყაროსთან კავშირის განცდას. მთავარია, ეს თამაში დაგვეხმაროს თვითშემეცნებაში და არ გავხდეთ წინასწარმეტყველებების ტყვე.