რეტროგრადული მერკური (26 თებერვალი - 20 მარტი): რას უნდა ერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი

რეტროგრადული მერკური (26 თებერვალი - 20 მარტი): რას უნდა ერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი

2026 წლის გაზაფხული ერთ-ერთი ყველაზე რთული ასტროლოგიური მოვლენით იწყება. 26 თებერვლიდან 20 მარტამდე წლის პირველი რეტროგრადული მერკური გველის, რომელიც თევზების ზოდიაქოს ნიშანში გაივლის. ეს ნიშნავს, რომ სტანდარტულ ქაოსთან ერთად, მოგვიწევს ბრძოლა რეალობისგან გაქცევის სურვილთან, გადაჭარბებულ ემოციურობასა და მერყეობასთან.

ვითარებას ამწვავებს დაბნელების დერეფანიც, რომელიც 3 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში მოვლენები მაქსიმალურად დაიძაბება, თუმცა მისი დასრულების შემდეგ ყველა მიიღებს „დამსახურებულ“ შედეგს: ან დიდ წარმატებას, ან პასუხს ჩადენილ ქმედებებზე. განსაკუთრებით გაუჭირდებათ ქალწულებს, რომლებსაც რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

მიუხედავად სირთულეებისა, რეტროგრადს დადებითი მხარეც აქვს: ეს საუკეთესო დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, ძველი წყენებისგან გასათავისუფლებლად და თვითშემეცნებისთვის.

რას უნდა ველოდოთ ზოდიაქოს ნიშნები:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვერძებს მოუწევთ წარსულში დაშვებული შეცდომების შედეგებთან გამკლავება - იქნება ეს სამსახურებრივი ხარვეზები თუ ოჯახური უთანხმოება. 3 მარტამდე მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ კონფლიქტებისას. პერიოდის მეორე ნახევარი კი სასიყვარულო სიურპრიზებსა და სულიერ აღმავლობას გპირდებათ.

კურო (21 აპრილი - 20 მაისი)

თქვენს გარემოცვაში არასტაბილურობა დაისადგურებს. შესაძლოა გაწყდეს კავშირი მეგობართან ან პარტნიორთან. მიზეზი არასწორად გაგებული ინფორმაცია და ჭორები გახდება. ნებისმიერი სიახლე გადაამოწმეთ სანდო წყაროებთან და ეცადეთ, პრეტენზიები მშვიდად გამოთქვათ.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

თქვენ მოვლენების ეპიცენტრში ხართ. ხელმძღვანელობის მხრიდან ბუნდოვანი დავალებები და კლიენტების მუდმივად ცვალებადი პირობები წყობიდან გამოგიყვანთ. ნუ იჩქარებთ - ნაჩქარევი გადაწყვეტილება სიტუაციას დაამძიმებს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სერიოზული საუბარი ურთიერთობის სტატუსზე, რისთვისაც შესაძლოა მზად არ იყოთ.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

გეგმების შეცვლა მოგიწევთ, განსაკუთრებით დაბნელების დერეფნის დასრულებამდე. თუ შვებულება ან მივლინება გაქვთ დაგეგმილი, გაითვალისწინეთ დამატებითი დრო და ფინანსური ხარჯები. რემონტსა და გადასვლასთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება სჯობს გადადოთ.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

ორმაგი მდგომარეობა გექნებათ: ერთი მხრივ - შემოქმედებითი აღმავლობა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი, მეორე მხრივ კი - დაუგეგმავი, მოსაწყენი საქმეების სიმრავლე. იმისთვის, რომ ეს პერიოდი მშვიდად გაიაროთ, უარი თქვით საქმის გადადებაზე და მკაცრად მიჰყევით გრაფიკს.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

დაძაბული, თუმცა საბოლოო ჯამში პოზიტიური პერიოდია. მთავარი სირთულე მუდმივი არჩევანის წინაშე დგომაა, რათა სტაბილურობას მიაღწიოთ. ეს განსაკუთრებით ეხება ქორწინებისა და ერთობლივი ცხოვრების საკითხებს.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

ემოციურ გადაწვას იგრძნობთ. შეხვედრების გადადება და გეგმების არევა ნერვებს მოგიშლით. ამ დროს საუკეთესო გამოსავალი საკუთარ თავზე ზრუნვაა: დაკავდით სპორტით, შეიცვალეთ იმიჯი ან მიხედეთ ჯანმრთელობას.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

შესაძლოა წარსულიდან ძველი სიყვარული ან დავიწყებული პროექტი დაბრუნდეს. ნუ აჰყვებით ემოციებს და გადაწყვეტილებები ცივი გონებით მიიღეთ. მარტის შუა რიცხვებში გეძლევათ შანსი, დაასრულოთ დიდი ხნის წინ დაწყებული პერსონალური კონფლიქტი.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

სამსახურსა და ოჯახს შორის ლავირება მოგიწევთ. ოჯახური საკითხები (რემონტი თუ ბავშვებთან საუბარი) თქვენს დაუყოვნებელ ჩართულობას მოითხოვს. ასევე, გაუფრთხილდით ფინანსებს და ნუ დახარჯავთ ფულს წვრილმანებში.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

მერკური თქვენს ცხოვრებაში იმას შემოიტანს, რაც ყველაზე მეტად გძულთ - გაურკვევლობას. იყავით ფრთხილი მიმოწერისას, რადგან თქვენი სიტყვები შესაძლოა არასწორად იქნას გაგებული. მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა სჯობს უკეთესი დროისთვის გადადოთ.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

შეწყვიტეთ იმ სიტუაციების ანალიზი, რომლებზეც გავლენას ვერ ახდენთ. ეს მხოლოდ ენერგიას გაცლით. პრიორიტეტი მიანიჭეთ კონკრეტულ ამოცანებს და ფინანსურ საკითხებს, განსაკუთრებით იქ, სადაც თქვენი შრომის სამართლიან ანაზღაურებაზეა საუბარი.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თქვენც მოვლენების ეპიცენტრში ხართ. გარშემომყოფები თქვენგან გაბედულ ნაბიჯებს ელიან, თქვენ კი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. შეგიძლიათ შეიცვალოთ გარეგნობა, თუმცა რადიკალურ ცვლილებებს მოერიდეთ. პერიოდის ბოლოს იგრძნობთ შვებას, თითქოს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავი წარმატებით დახურეთ.