პლანეტა ურანი კუროს ნიშანში მოგზაურობას ასრულებს. რატომ არის ეს გათავისუფლების წელი და რა უნდა შეცვალოთ ფინანსურ სტრატეგიაში, რომ სტაბილურობა არ დაკარგოთ? - ნინა ხომერიკის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის
2026 წლის აპრილში, რევოლუციებისა და მოულოდნელი მოვლენების მომტანი პლანეტა ურანი, ასრულებს თავის ხანგრძლივ მოგზაურობას თქვენს ზოდიაქოს ნიშანში, რაც გამოგიყვანთ რუტინიდან და განვითარების ახალ სტიმულს მოგცემთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დგება მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი, მოგიწევთ გადახედოთ თქვენს ჩვევებს, განსაკუთრებით ფინანსების, სამსახურის, ჯანმრთელობისა და თვითშეფასების სფეროებში, მისი გასვლა გულისხმობს გათავისუფლებას და ახალი, უფრო თავისუფალი გზების დასაწყისს, რადგან ეს მოვლენა ძველი ციკლის დასასრულს მოიტანს. თამამად გათავისუფლდით წარსულისგან და გადადგით ნაბიჯები მომავლისკენ, სადაც მეტი თავისუფლება და თქვენი ნამდვილი პოტენციალის რეალიზება გელოდებათ. დაასრულეთ ძველი პროექტები, რადგან ურანი, კომუნიკაციების ნაწილში მოულოდნელ წინადადებას მოგიტანთ, რისთვისაც მზად უნდა იყოთ.
ასევე მოსალოდნელია ცვლილებები შემოსავლების კუთხით, სტაბილურობა შესაძლებელია ჩანაცვლდეს უეცარი შემოსავლებით, თუმცა, აკონტროლეთ ხარჯებიც. აუცილებელია გქონდეთ გათვლილი და მოქნილი ბიუჯეტი, თავი აარიდეთ სპონტანურ და გაუაზრებელ შენაძენებს.
პირადი ურთიერთობების სფეროშიც მოხდება სიღრმისეული ტრანსფორმაცია, ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ემოციები და ნუ გამოავლენთ ეგოიზმს, მესაკუთრეობასა და პარტნიორის კონტროლის სურვილს, იყავით მეტად თავისუფალი ამ ურთიერთობებში. შემოდგომა კარგი პერიოდია რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად, ან მოგეცემათ შესაძლებლობა დაიბრუნოთ ძველი ურთიერთობები ვენერას რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში.
ჯანმრთელობის კუთხით, საჭიროა გააკეთოთ ფსიქოლოგიური გადატვირთვა, გესაჭიროებათ სწორი რეჟიმი, სრულფასოვანი ძილი, კარგი იქნება მიმართოთ სხვადასხვა პრაქტიკებს შინაგანი წონასწორობის და ჰარმონიის სტაბილიზებისთვის.
ნახეთ ასევე: