"რკინის ლედი": ზოდიაქოს 6 ყველაზე გავლენიანი და მბრძანებელი ქალი

"რკინის ლედი": ზოდიაქოს 6 ყველაზე გავლენიანი და მბრძანებელი ქალი

ასტროლოგები თვლიან, რომ ლიდერობისა და მბრძანებლობის უნარი ყველა ნიშანში სხვადასხვანაირად ვლინდება. თუმცა, არსებობს ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლის წარმომადგენელი ქალებიც ნამდვილი "რკინის ლედები" არიან.

ნახეთ, მოხვდით თუ არა სიაში:

მორიელი - მისტიკური ძალა

მორიელი ქალები შინაგანი ტრანსფორმაციის დიდოსტატები არიან. მათი ძალა მაგნეტიზმსა და შეუპოვრობაშია. ისინი მაქსიმალისტები არიან და არასოდეს ამბობენ უარს დასახულ მიზანზე.

სიყვარულში: პარტნიორისგან სრულ თავდადებასა და ვნებას ითხოვენ. მათი მბრძანებლური ბუნება ხშირად საყვარელი მამაკაცის მიმართ წაყენებულ მაღალ მოთხოვნებში ვლინდება.

მშვილდოსანი - ბუნებრივი ლიდერი

მშვილდოსნებს ძალაუფლება თავად პოულობს, მაშინაც კი, თუ ამისთვის არ იბრძვიან. ისინი ქარიზმატული, დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ხელმძღვანელები არიან.

სიყვარულში: მშვილდოსანი ქალი გვერდით არ გაიჩერებს დაბალი სტატუსის მქონე მამაკაცს. მისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორის სიმტკიცე და თავისუფლების პატივისცემა.

თხის რქა - კონტროლის დიდოსტატი

თხის რქებისთვის ძალაუფლება წესრიგსა და კონტროლშია. ისინი კარიერისტები არიან, რომელთაც შეუძლიათ სამსახურს პირადი კეთილდღეობაც კი შესწირონ.

სიყვარულში: პარტნიორს დიდი პასუხისმგებლობით ირჩევენ და ცდილობენ, მისი ყოველი ნაბიჯი აკონტროლონ. მათთვის იდეალურია მშრომელი და დამყოლი მამაკაცი.

ვერძი - ცეცხლოვანი ენერგია

ვერძი ქალები ნამდვილი "რკინის ლედები" არიან. ისინი არ ელოდებიან, როდის შესთავაზებენ რამეს – თავად იღებენ იმას, რაც სურთ. მათი პირდაპირობა და ნებისყოფა ნებისმიერ მამაკაცს შეშურდება.

სიყვარულში: ურთიერთობაში დომინირებას ამჯობინებენ. პოზიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობენ, თუ მამაკაცი დაამტკიცებს, რომ მასზე ძლიერია.

ლომი - სამეფო დიდებულება

ლომი ქალი ნებისმიერ სიტუაციაში დედოფალივით იქცევა. მას სჯერა, რომ პლანეტა მისი ნებართვით ბრუნავს. ისინი პასუხისმგებლობიანი და ამაყი ლიდერები არიან.

სიყვარულში: ლომი ქალი მუდმივად ცდილობს ხელმძღვანელობას, რჩევების მიცემასა და მზრუნველობას. მისი პარტნიორი აუცილებლად წარმატებული და სოლიდური უნდა იყოს.

კირჩხიბი - ფარული ტირანი

მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბები მგრძნობიარეები ჩანან, მთვარე მათ დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. მათი მბრძანებლობა "მზრუნველის" ნიღაბს ატარებს.

სიყვარულში: ისინი ხშირად მანიპულირებენ პარტნიორებითა და შვილებით "მზრუნველობის" სახელით. მათი ეჭვიან მზერას არაფერი გამოეპარება და ყოველთვის ეცდებიან, თქვენი ცხოვრება საკუთარი სცენარით წარმართონ.