რა მოგვიტანა 2026 წელმა და რატომ იქნება ის გარდამტეხი თითოეული ჩვენგანისთვის? - ასტროლოგი ნინა ხომერიკი მომავალი წლის მთავარ ტენდენციებსა და პლანეტარულ განლაგებებზე საუბრობს. 2026 წელი წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელია – დინამიკის, დიდი ამბიციებისა და სტრატეგიული ნაბიჯების პერიოდი. ნახეთ, რას გვიქადიან პლანეტები, როდის უნდა ველოდოთ პოზიტიურ ცვლილებებს და რომელი პერიოდები მოითხოვს ჩვენგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს პირად ურთიერთობებსა თუ ფინანსებში.
2026 წელი, წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელ ია, რომელიც ჩინური კალენდრით შემოაბიჯებს 17 თებერვალს . ნუმეროლოგიით, წლის ციფრი შეადგენს ერთიანს, რომელიც გულისხმობს აქტიურობას, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, მოგვიწევს ბევრი ისეთი რამის დასრულება, რამაც თავის დრო მოჭამა, ამოწურა და 2026 წელს შევძლებთ გავაგრძელოთ მხოლოდ ისეთი თემები, რასაც აქვს მომავალი და განვითარება. 1 იანვარი არის ხუთშაბათი, ანუ იუპიტერის დღე, რომელიც დადებითი ენერგიების მომტანი პლანეტაა და მოაქვს გაფართოება, განვითარება და წარმატება, აქედან გამომდინარე, 2026 წელი უფრო მეტად პოზიტიური და დადებითი ენერგიების მომტანი იქნება, ვიდრე წინა წლები.
ცეცხლოვანი ცხენი გვპირდება, რომ იქნება აქტიური, საქმიანი, დინამიკური, მიზანდასახული და მეგობრული, რაც ხელს შეუწყობს ბევრი კონფლიქტის დასრულებას, ადამიანები შეძლებენ მოლაპარაკებას. 17 თებერვალს, ასევე ველოდებით ახალმთვარეობას მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, სადაც მომავალი 20 წლის განმავლობაში იდგება პლანეტა პლუტონის ტრანზიტი. ცხენი ძალიან მგრძნობიარე, აქტიური, ჭკვიანი და ემოციური ცხოველია და 2026 წელს ის შემატებს იმპულსურობასა და ემოციურობას, ის შრომისმოყვარეა, ხოლო ცეცხლის სტიქია, ყველა ტრადიციის მიხედვით, გულისხმობს ენერგიულობას და მათ, ვისაც აქვს 2026 - ში წინსვლის, კარიერული ზრდის, ან ცნობიერების ამაღლების სურვილი, იდეალური პერიოდია დაკავდეთ საკუთარი თავის განვითარებით.
ამ წლის მნიშვნელოვანი ასპექტებია:
პლუტონის, ურანისა და ნეპტუნის სექსტილი, ანუ პოზიტიური ასპექტი, რომელიც დიდხანს გაგრძელდება და მოიტანს შემოქმედებით წინსვლებს, აქტიურობას, დიდი პლანეტები მართავენ მასობრივ, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებს. პლუტონისა და ნეპტუნის დადებით ასპექტს შეუძლია დაიცვას სამყარო ყველა ცუდი სცენარისგან და ზოგადად, ეს 3 პლანეტა, გვაძლევს იმის გარანტიას, რომ 2026 წელს, მსოფლიოში არ მოხდება დიდი კატაკლიზმები, კატასტროფები და ადამიანების გენოციდი. შემდეგი მნიშვნელოვანი ტრანზიტი უკავშირდება სატურნისა და ნეპტუნის შეერთებას ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც დაიწყება თებერვალში და გაგრძელდება 2026 წლის 29 მაისამდე , ნეპტუნი ვერძში გადადის 26 იანვარს და დარჩება ამ ზოდიაქოს ნიშანში 2038 წლის 22 მაისამდე, ხოლო სატურნი შევა ვერძში 14 თებერვალს და 2028 წლის აპრილის შუა რიცხვებამდე იქ იდგება. მათი ზუსტი შეერთება, 26 წლის პირველ ნახევარში , გამოცდის პირად ურთიერთობებს სიმყარეზე, გულწრფელობაზე და დაასრულებს ყალბ ურთიერთობებს.
ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს შავის მთვარის ტრანზიტი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც 2026 წლის სექტემბრის პირველ დეკადამდე იქნება აქტიური, ეს ტრანზიტი მოიტანს ბევრ ისეთ ცვლილებას, რომელიც უცხოეთთან, საზღვრების კვეთასთან და სავიზო რეჟიმთან იქნება დაკავშირებული. 2026 წელი სტრატეგიების წელია, ანუ საჭიროა და შესაძლებელია მოქმედება, ნებისმიერი სიახლე და წამოწყება პოზიტიურია და თუ აქამდე არ გყოფნიდათ ძალები, ენერგია და მოტივაცია, რაიმეს გასაკეთებლად, 2026 წელს დაწყებული სიახლეები გვპირდება პოზიტიურ განვითარებას, თუმცა აუცილებელია ყველა ნაბიჯი იყოს ნაფიქრი და გათვლილი, ვინაიდან კარმული პლანეტა სატურნი, მთელი 2026 წელი და არა მხოლოდ, იდგება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყურადღებით დააკვირდება ჩვენს გეგმებს, მათი განხორციელების გზებსა და არჩეულ სტრატეგიებს.
წლის პირველ ნახევარში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მოახდინოთ საკუთარი დროის, ძალებისა და რესურსების ინვესტირებ ა ოჯახში, ურთიერთობებში, შექმნათ კომფორტული გარემო, სადაც ემოციურად თავს იგრძნობთ დაცულად, ეს ყველაფერი კი დაგეხმარებათ წლის მე -2-ე ნახევარში გადადგათ სერიოზული ნაბიჯები საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და ოცნებების ასასრულებლად. 2026 წლის შემდეგი მნიშვნელოვანი ტრანზიტი უკავშირდება კარმული კვანძების ცვლილებას, რომელიც მოხდება 2026 წლის აგვისტოში და თევზები-ქალწულის ღერძიდან, გადავა მერწყული - ლომის ღერზე, რაც მოიტანს საჭიროებას, მოხდეს ყურადღების გადატანა „ეგო “-დან და პიროვნული აღიარებიდან, რაც ძალიან უყვარს და განვითარებული აქვს ლომს, საზოგადოებაზე, კოლექტივზე, ახალ იდეებზე, ჯგუფებში ინტეგრაციაზე, რაც ახასიათებს მერწყულს.
პრიორიტეტული და წარმატების მომტანი იქნება თანამშრომლობა ადამიანებთან, საერთო იდეების დანერგვა და მათი განხორციელება, ჯგუფური აქტივობები, ეს იქნება რადიკალური ცვლილებების მომტანი პერიოდი, რომელიც განავითარებს „მომავლის“აზროვნებას და თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ვისწავლოთ, ვიყოთ ერთი მთლიანის ნაწილი. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წლის ივლისიდან, ბედნიერების, წარმატებისა და სიუხვის მომტანი პლანეტა იუპიტერი შევა 12 თვით ლომის ზოდიაქოში, რაც ამ ზოდიაქოს ნიშანს შეიძლება ითქვას აქცევს ამ წლის ფავორიტად. ამ პერიოდში, ბევრი ადამიანი შეძლებს იპოვოს თავისი მე-2-ე ნახევარი, დაიწყონ რომანტიკული ურთიერთობები, იყვნენ შემოქმედებითად ნაყოფიერნი და აქტიურნი, გაიფართოონ ჰორიზონტები, გააჩინონ შვილები, დაოჯახდნენ და ა.შ. ანუ ეს 12 თვე იქნება ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური და დადებითი ამ კუთხით ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა, მიუხედავად ამ ტრანზიტისა, არ უნდა დაგვავიწყდეს რეტროგრადული მერკურის და ასევე რეტროგრადული ვენერას გათვალისწინებაც, რაც ყოველ წელს არ ხდება და 2026 წელს, ჩვენ მოგვიწევს მისი გავლა. ცეცხლოვანი ცხენის წელიწადში მერკური სამჯერ წავა რეტროგრადულ მოძრაობაში, კერძოდ: 2026 წლის 27 თებერვლიდან - 20 მარტის ჩათვლით, 30 ივნისიდან - 23 ივლისის ჩათვლით და 25 ოქტომბრიდან - 13 ნოემბრის ჩათვლით.
ამ პერიოდებში, არ არის რეკომენდებული ახალი წამოწყებები, ხელშეკრულებების გაფორმება, თუმცა შეძლებთ დაასრულოთ ძველი საქმეები, იდეალურია ფინანსური ვალდებულებების დასახურად და წარსულში არსებული კონფლიქტების დასასრულებლად, შემდეგი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი რეტროგრადი უკავშირდება პლანეტა ვენერას, როგორც უკვე აღვნიშნე არ არის ხშირი მოვლენა და 2026- ში მისი უკუსვლა დაიწყება 4 ოქტომბერს, რომელიც გაგრძელდება 14 ნოემბრის ჩათვლით , ვენერას რეტროგრადის პერიოდში, კატეგორიულად არ შეიძლება დავგეგმოთ ქორწინება, ეს პერიოდი იქნება ერთგვარი გამოცდა წყვილებისთვის, ის მოიტანს პირად ურთიერთობებში ფასეულობათა ცვლილებას, ასეთ დროს, შესაძლებელია გაცოცხლდეს ძველი ურთიერთობები, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ფინანსებთან მიმართებაში, რადგან, ვენერას რეტრო მოძრაობაში, შეუძლია მოგიტანოთ დიდი ფინანსური დანაკარგები, აგრეთვე, არ არის რეკომენდებული პლასტიკური ოპერაციების გაკეთება და ძვირფასი ნივთების შეძენა, რადგან, მისი დირექტიულ მოძრაობაში გადასვლის შემდეგ, შესაძლოა ეს ნივთები საერთოდ აღარ მოგეწონოთ ან სულაც უსარგებლო აღმოჩნდეს თქვენთვის.
ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ დაბნელებების კორიდორები, რომელიც წელსაც სტანდარტულად ორია, პირველი დაბნელების კორიდორი იხსნება 17 თებერვალს მზის დაბნელებით და იხურება 3 მარტს მთვარის დაბნელებით , ხოლო მეორე კორიდორი იწყება 12 აგვისტოს მზის დაბნელებით და იხურება 28 აგვისტოს მთვარის დაბნელებით. ზოგადად, ეს მოვლენა ყოველთვის უკავშირდება, რაღაცის შეჯამებას, დასასრულს და ახლის დაწყებას, ამიტომ, ამ პერიოდში, დასრულდება ისეთი თემები, რომელსაც ჩაეყარა საფუძველი 2015-2017 წლებში. ასევე 2026 წლის აპრილის ბოლოდან იწყება ურანის 6 წლიანი ტრანზიტი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც მოიტანს რევოლუციურ აზროვნებას, დიდ წინსვლას ტექნოლოგიების, კომუნიკაციებისა და ინფორმაციის გაცვლის დარგში, რაც თავის მხრივ დააჩქარებს ინტელექტუალურ განვითარებას და დაანგრევს ძველ სტერეოტიპებს, ეს კი იქნება ტყუპებისთვის და არა მხოლოდ მათთვის ერთგვარი ბიძგი, ახალი გზების ძიებისთვის, თავისუფალი აზროვნების, კრეატიულობის, თვითრეალიზაციისა და ტრანსფორმაციისთვის, სამყარო ჩვენს გარშემო სწრაფად დაიწყებს ცვლილებას და იმისათვის, რომ არ ჩამოვრჩეთ რიტმს, ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად ვიზრუნოთ განათლებაზე, ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები, რაც განსაკუთრებით აქტუალური იქნება კომუნიკაციების სფეროში.
ამიტომ, იყავით გახსნილები ინოვაციების მისაღებად, განავითარეთ კრიტიკული აზროვნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტივად უნდა შეძლოთ ტრანსფორმაცია სიახლეებთან. შემდეგი მნიშვნელოვანი ტრანზიტი უკავშირდება სელენას, ანუ თეთრ მთვარეს, რომელიც 13 მარტიდან 7 თვით, ანუ 11 ოქტომბრამდე გაივლის ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს, რაც პირველ რიგში ძალიან პოზიტიურად იმუშავებს თავად ქალწულის ზოდიაქოზე, გარდა ამისა, ეს პერიოდი ყველასთვის უკავშირდება სულიერ მხარდაჭერას, პრაქტიკულობას, თვითგანვითარებას, ადამიანების წახალისებას, სამუშაო ურთიერთობების გაუმჯობესებას, თანაგრძნობას, თანადგომას, ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, კარიერულ წინსვლას, რაციონალურობას, სიკეთის დანახვას და დაფასებას.
ერთი სიტყვით, როგორც ხედავთ ძალიან აქტიური გაზაფხული და შემოდგომა გველის წინ, საკმაოდ ბევრი სიახლეებით, ინფორმაციებით და ახალი ენერგიებით იქნება დატვირთული. 2026 წლის პირველ ნახევარში, ჩვენ შეგვიძლია მოვიწყოთ მყუდრო გარემო სახლში, ოჯახში, დავალაგოთ მომავლის გეგმები, სწორად განვსაზღვროთ ჩვენი ძალები და შესაძლებლობები, ხოლო წლის მე 2-ე ნახევრიდან გავზარდოთ საკუთარი თავის ცნობადობა, წარმოვაჩინოთ საკუთარი ნიჭი და უნარი, შემოქმედებითი მხარე, მივიღოთ თამამი კარიერული გადაწყვეტილებები, ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ვიყოთ მოხერხებულები და სხარტები. 2026 წელს, ჩვენ შეგვიძლია სატურნის კონტროლით და ნეპტუნის შთაგონებით გავხედნოთ ცეცხლოვანი ცხენი, რომელიც მუდამ წინ მიიწევს და დაგვეხმარება ოცნებების ასრულებაში.
წაიკითხეთ ასევე: