ავტორი:

როგორ მივიზიდოთ ფული საახალწლო ღამეს: სამი მნიშვნელოვანი რჩევა ეზოტერიკოსისგან

როგორ მივიზიდოთ ფული საახალწლო ღამეს: სამი მნიშვნელოვანი რჩევა ეზოტერიკოსისგან

აღმოსავლური კალენდის მიხედვით, ახალი წელი დადგება 2023 წლის 22 იანვარს. ამ დღეს შემობრძანდება წლის მმართველად შავი წყლის კურდღელი (2024 წლის 10 თებერვლამდე. მერე მმართველობას ხის დრაკონი ჩაიბარებს). თუ ფულის მოსაზიდი რიტუალის ჩატარებას 31 დეკემბერს ვერ შეძლებთ, 22 იანვარს შეგიძლიათ განახორციელოთ ან 13 იანვარს ან სამივე დღეს.

პირველი: იმ სამოსში, რომელშიც ახალი წლის შეხვედრას და დღესასწაულის აღნიშნვას აპირებთ, ჩაიდეთ ერთ ან ორლარიანი მონეტა. ახალი წლის შემდეგ მონეტები არ დახარჯოთ, ყულაბაში მოათავსეთ და მთელი წლის განმავლობაში შეინახეთ. 2023 წლის ნუმეროლგიური ციფრია 7-იანი (2+0+2+3). ამიტომ კარგი იქნება, თუ ჯიბეში 7 ლარი გექნებათ. საახალწლო სუფრაზე, ყოველი თეფშის ქვეშ დადეთ ერთლარიანი მონეტა. ასე ფულს მიიზიდავთ ოჯახის ყველა წევრისთვისაც.

მეორე: საახალწლო სუფრაზე აანთეთ 7 ცალი მწვანე ფერის სანთელი. მწვანე ფულის ფერია. 7-იანი კი ბედნიერებისა და წარმატების ციფრი. სასურველია, ყველა სანთელი თავისით ჩაიწვას.

დაბოლოს, იმისათვის, რომ მთელი წელი ფული გამოულევად გქონდეთ, საახალწლო ნაძვის ხეზე, სათამაშოებთან ერთად ჩამოკიდეთ ფულის კუპიურები - მწვანე ლენტში გადახვეული ან დეკორატიული სარჭით დამაგრებული.

ფინანსურ კეთილდღეობას გისურვებთ!