როგორ მოვიზიდოთ ბარაქა და იღბალი: საახალწლო სუფრის გაწყობის წესი და იღბლიანი ფერების გამა ნინა ხომერიკისგან

როგორ მოვიზიდოთ ბარაქა და იღბალი: საახალწლო სუფრის გაწყობის წესი და იღბლიანი ფერების გამა ნინა ხომერიკისგან

2026 წლის შემობრძანებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ დავხვდეთ "ცეცხლოვან ცხენს" ისე, რომ მთელი წელი წარმატებული და ჰარმონიული იყოს. ასტროლოგი ნინა ხომერიკი გვიზიარებს კონკრეტულ რეკომენდაციებს: რომელი ფერები მოგვიტანს ოპტიმიზმსა და ფინანსურ კეთილდღეობას და რა სიმბოლური რიტუალი უნდა შევასრულოთ საახალწლო სუფრასთან ბარაქის დასაბევებლად.

გაიგეთ, რატომ უნდა თქვათ უარი ნაცრისფერზე და რომელი ნივთი უნდა დადგათ სახლის აღმოსავლეთ ნაწილში მთელი წლის განმავლობაში.

ეს წელი ორ ფუნდამენტურ ეტაპად იყოფა : თუ პირველი ნახევარი სიმშვიდესა და სამომავლო გეგმების დალაგებას უნდა დავუთმოთ, მეორე ნახევრიდან სამყარო თამამი ნაბიჯებისა და კარიერული წინსვლისკენ გვიბიძგებს. წაიკითხეთ, რომელი ფერები გახდება თქვენი იღბლის მომტანი და რა რიტუალი უნდა შეასრულოთ ახალი წლის ღამეს ბარაქისა და ჰარმონიის მოსაზიდად.

წლის განრიგი:

2026 წლის I ნახევარი: საუკეთესო დროა სახლში მყუდრო გარემოს მოსაწყობად, ოჯახური ურთიერთობების გასამყარებლად და მომავლის გეგმების სწორად განსაზღვრისთვის.

2026 წლის II ნახევარი: დროა გაზარდოთ საკუთარი ცნობადობა, წარმოაჩინოთ ნიჭი, იყოთ სხარტები და მიიღოთ თამამი კარიერული გადაწყვეტილებები.

იღბლიანი ფერები 31 დეკემბრის ღამეს:

ყვითელი/ოქროსფერი: ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი და პოზიტიური ცვლილებები.

ნარინჯისფერი: დინამიკურობა და აქტიურობა.

მწვანე: სტაბილურობა და ნაყოფიერი იდეები.

ცისფერი: სიმსუბუქე, თავისუფლება და ახალი კომუნიკაციები.

ვერცხლისფერი: ფინანსური წარმატება და კეთილდღეობა (შესანიშნავია როგორც სამოსისთვის, ისე სუფრის გასაწყობად).

გაფრთხილება: კატეგორიულად თქვით უარი ნაცრისფერზე, რადგან მას მძიმე ენერგია მოაქვს.

წითელი და ყავისფერი კი 17 თებერვლიდან (აღმოსავლური კალენდრით წლის დადგომისას) გამოიყენეთ.

საახალწლო რიტუალი ბარაქისთვის: ვერცხლისფერ თასში ჩაყარეთ ხორბალი ან ბრინჯი. 31 დეკემბრის ღამეს დაანთეთ თეთრი, მწვანე ან ოქროსფერი სანთელი. ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი სურვილები (მაგ: "2026 წელს ვიღებ წარმატებას და დიდ შესაძლებლობებს"), დაამუხტეთ თასი თქვენი ენერგიით, დაკეცეთ ფურცელი ოთხად და ჩამალეთ მარცვლეულში. თასი მთელი წლის განმავლობაში სახლის აღმოსავლეთ მხარეს შეინახეთ.