2026 წლის 17 თებერვალს, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, სამყაროს მართვის სადავეებს ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და დაუმორჩილებელი სიმბოლო - წითელი (ცეცხლოვანი) ცხენი გადაიბარებს. ეს წელი 60 წელიწადში ერთხელ დგება და მას თან დიდი ცვლილებები, სისწრაფე და ვნება მოაქვს.
როდის დადგება ცეცხლოვანი ცხენის წელი?
ჩინური ახალი წელი 2026 წელს 17 თებერვალს იწყება. სწორედ ამ დღეს ჩაანაცვლებს ხის გველის მშვიდ ენერგიას ცხენის დაუოკებელი ტემპერამენტი.
მზადება: სივრცე და თავისუფლება
ცხენი თავისუფლებისმოყვარე ცხოველია, რომელსაც სჭირდება სივრცე. ამიტომ, დღესასწაულის მოახლოებამდე:
გაათავისუფლეთ სახლი : მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოძრაობაში გიშლით ხელს. ცხენს უყვარს ჰაერი და სინათლე.
სიმბოლიკა: სახლის ცენტრალურ ნაწილში განათავსეთ ცხენის ფიგურა (უმჯობესია, თუ ის ფეხზე იქნება დამდგარი), რაც კარიერულ წინსვლასა და გამარჯვებას მოასწავებს.
კარზე ნალის დაკიდება წელს ორმაგად მნიშვნელოვანია - ეს ცხენის წლის მთავარი თილისმაა.
რა ჩავიცვათ?
2026 წლის სტიქია ცეცხლია, ამიტომ თქვენს გარდერობში დომინანტი უნდა იყოს:
საახალწლო სუფრა: რით ვასაჩუქრებთ „წლის მასპინძელს“?
ცხენი ბალახის მჭამელი და დახვეწილი ცხოველია, ამიტომ სუფრის გაწყობისას აქცენტი ნატურალურობაზე გააკეთეთ:
ბოსტნეული და მწვანილი: სუფრაზე უხვად უნდა იყოს ახალი სალათის ფოთლები, ისპანახი და მწვანილები. რაც უფრო მეტი სიმწვანეა, მით მეტია ჯანმრთელობის გარანტია.
ხილი: განსაკუთრებით ვაშლი - ცხენის საყვარელი ნუგბარი. ასევე წითელი ხილი (ბროწეული, მარწყვი), რაც ცეცხლის სტიქიას გამოხატავს.
დესერტი: შვრიის ორცხობილა ან მარცვლეულისგან მომზადებული ტკბილეული წლის მთავარი ნუგბარია.
პური და ნამცხვარი: ცხენს უყვარს პურეული. სასურველია სუფრაზე გქონდეთ ახლად გამომცხვარი სურნელოვანი პური.როგორ გავატაროთ საახალწლო ღამე?
ცხენს არ უყვარს მოწყენილობა. ეს არ არის ის წელი, რომელიც მხოლოდ ტელევიზორთან უნდა გაატაროთ. იმოძრავეთ, იცეკვეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. რაც უფრო მეტ ენერგიას გასცემთ ამ ღამეს, მით უფრო მეტ სიმხნევეს დაგიბრუნებთ ცხენი მთელი წლის განმავლობაში.