როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რამდენად გვაქვს უნარი ფულის საშოვნელად და კონკრეტულად რა სფეროში უნდა მოვსინჯოთ ჩვენი ძალები ამ მხრივ. ინფორმაციას  კი ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი გვაძლევს:

ვერძი ფულს სახელოვნებო დარგებში, სპორტში, პიარისა და მარკეტინგის სფეროში შოულობს.

კუროს სფერო საბანკო-საფინანსო სექტორია. ასევე, კვების მრეწველობა და კერძო ბიზნესი.

ტყუპი ყველაზე ხშირად საგამომცემლო საქმიანობას და ჟურნალისტიკაშია კომერციულად მომგებიანი.

კირჩხიბს კარგად ეხერხება ფულის შოვნა ანტიკვარიატით ვაჭრობის, სარესტორნო ქსელის ან პედაგოგიური საქმიანობის მეშვეობით.

ლომს ბედი სწყალობს ხელმძღვანელ თანამდებობებზე. პოლიტიკაში და თეატრალურ სარბიელზე.

ქალწულისთვის შესანიშნავია მედიცინა, ფარმაცია, საბანკო ან აუდიტორული საქმიანობა.

სასწორი საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ავლენს მოდის, დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში. ასევე კარგია მისთვის იურისპრუდენცია.

მორიელს კერძო დეტექტივის საქმიანობით შეუძლია ფულის შოვნა. მისთვის კარგია სასმელის წარმოება-ბიზნესი, კრიმინალისტიკა.

მშვილდოსანი მთარგმნელობითი საქმიანობის, ტურიზმისა და ორგანიზატორულ პოსტებზე ყოფნით შეიძლება გამდიდრდეს.

თხის რქას შესანიშნავად გამოუვა საამშენებლო ბიზნესის წარმოება, სტომატოლოგია და ტრავმატოლოგიაც მომგებიანია მისთვის ფინანსური კუთხით.

მერწყული ინტერნეტ-კომუნიკაციის მეშვეობით შეძლებს სოლიდურად გამომუშავებას. ვებ-პროექტები, უახლესი აპარატურის ყიდვა-გაყიდვის სფეროც ასევე მისია.

თევზებს ბედი სახელოვნებო სფეროში სწყალობს. გარდა ამისა, თევზს შეუძლია იყოს კარგი მასწავლებელი, ფარმაცევტი ან მომღერალი.