ავტორი:

როგორი იქნება მარტი კირჩხიბის, მორიელისა და თევზებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი წყლის ნიშნებისთვის

როგორი იქნება მარტი კირჩხიბის, მორიელისა და თევზებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი წყლის ნიშნებისთვის

როგორი იქნება მარტის თვე წყლის სტიქიის წარმომადგენელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

კირჩხიბი

დააკვირდით საკუთარ თავს, გარშემო მყოფებს; ზოგისგან საინტერესო თვისებები შეგიძლიათ ისწვლოთ. მოგინდებათ გაიფართოოთ თვალსაწიერი. მოგინდებათ მოგზაურობა, უცხო ქვეყნის კულტურის შეცნობა. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და საუბრები.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში პარტნიორის საქმეებისა და ფინანსების მართვა თქვენ მოგიწევთ. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული და მოერიდეთ მაქინაციებს. თუ კრედიტის ან ვალის აღებას აპირებდით, მიმართეთ შესაბამის ორგანიზაციებს. თვის მეორე ნახევრიდან მეტად მოგინდებათ ინტელექტუალური განვითარება. ზოგიერთმა შეიძლება დამატებითი განათლების მიღება გადაწყვიტოთ; კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწეროთ ან - უცხო ენის.

  • ფული და სიყვარული

მოიმატებს ავანტიურიზმის სურვილი. მოგინდებათ ახლის, უჩვეულოს შეცნობა. მარტოხელები გაიცნობთ საინტერესო ადამიანს, ცხოვრების გურუს, რომელიც სრულიად სხვანაირად დაგანახვებთ ჩვეულებრივ მოვლენებსაც კი. გაგიჩნდებათ სურვილი, რომანი გააბათ უცხოელთან; საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავროთ სამოგზაუროდ. ზოგიერთი მატერიალურ დახმარებას მიიღებთ საზღვარგარეთიდან.

  • ჯანმრთელობა

ნუ ეცდებით ზედმეტი ფიზიკური აქტიურობით დაიტვირთოთ თავი. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, საკუთარ თავში, შინაგან სამყაროში გარკვევას. ჩაიტარეთ სრული სამედიცინო გამოკვლევა. დაკავდით ისეთი საქმიანობით, რაც სულიერ სიამოვნებას მოაგანიჭებთ. მოერიდეთ დეპრესიულად განწყობილ ადამიანებს და ნურც თავად იქნებით მოწყენილი.

13 მარტის შემდეგ მოგინდებათ მოგზაურობა, უცხო ქვეყნის კულტურის, რელიგიის ტრადიციების გაცნობა. ზოგიერთს სურვილი გაგიჩნდებათ, გაიცნოთ უცხოელი და მას დაუკავშიროთ ან ბედი, ან ბიზნესი დაიწყოთ მისი დახმარებით. თუ საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას, მოამზადეთ საბუთები. კარგი იქნება, თუ გადაწყვეტთ დაწინაურებას და იზრუნებთ კიდეც ამაზე.

28 მარტის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. მოაგვარეთ მცირე საკითხებიც და სერიოზულიც. ზოგიერთმა შეიძლება ბინის ძირფესვიანად გარემონტება გადაწყვიტოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. განსაკუთრებით, თუ თქვენი ბიზნესი მასთანაა კავშირში. გამონახეთ თვეში რამდენიმე დღე, რათა შეხვდეთ ნათესავებს, მოაწყოთ ოჯახური დღესასწაულები.

მორიელი

თვის ძირითადი პერიოდი სიყვარულისა და გართობის განწყობაზე იქნებით. მოგინდებათ ბავშვებთან ერთად გართობა, თამაში. გამორიცხული არაა, სპორტულ აქტიურობებში ან აზარტულ თამაშებში ჩაერთოთ. მოერიდეთ მაქინაციებში გახვევას. გამონახეთ დრო და საყვარელ ადამიანთან ერთად რამდენიმე დღით თაფლობის თვე მოიწყვეთ. მარტის ბოლოს მეტად უნდა ჩაერთოთ სამსახურის საქმეებში, დაკვირვებით შეასრულოთ ყოველდღიური ვალდებულებები.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გახშირდება სტუმრიანობა სახლში. შეიძლება დიდი ხნის ნათესავებიც კი გესტუმრონ. ზოგიერთმა შეიძლება ოჯახური ბიზნესში მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობები. გამორიცხული არაა, სახლიდან დაიწყოთ მუშაობა. განსაკუთრებით, თუ თქვენი სპეციალობა კონსულტირებასთანაა კავშირში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, ზოგიერთს შეგიძლიათ შინაც კი უმასპინძლოთ. წაიკითხეთ სრულად

როგორი იქნება მარტი თევზებისთვის - თვის სრული ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი კირჩხიბებისთვის - თვის სრული ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი მორიელებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი