ავტორი:

როგორი იქნება მარტი მერწყულებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი მერწყულებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. მატერიალური დოვლათის დაგროვებას. ზოგიერთმა შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინოთ. ან თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირეულია მომსახურებასთან, გააძვიროთ თქვენი საქმიანობა. ფული დააბანდეთ მხოლოდ სარფიან ბიზნესში. კარგი იქნება, თუ საკუთარი თავისთვის ძვირად ღირებულ ნივთებს შეიძენთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის პირველ ნახევარში მეტად უნდა იყოთ ორიენტირებული საკუთარი თავის გამოვლენაზე. ხშირად გამოდით საზოგადოებაში სიტყვით, დაიცავით თქვენი უფლებები. საქმიანი შეხვედრების დრო ნუ მოგერიდებათ თქვენი მოსაზრებების გახმოვანება. გახშირდება მიმოწერა, საქმიანი ზარები. შეიძლება ახლობლების კონსულტირებაც კი დაგჭირდეთ. ზოგიერთმა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოთ მიმართულება, განვითარება ან იმიჯი. იყავით დაკვირვებული, რომ თქვენმა ქმედებამ მატერიალური კეთილდღეობა მოგიტანოთ, განსაკუთრებით თვის ბოლოს.

ფული და სიყვარული

ძვირად ღირებული და ლამაზი ნივთების შეძენა მოგინდებათ საკუთარი თავისთვის. ზოგიერთმა შეიძლება პირადი კოლექციაც კი გაამრავალფეროვნოთ. კარგი იქნება თუ არც თავის მოვლის საშუალებებზე დაინანებთ ფულს და არც საყვარელი ადამიანისთვის - საჩუქრებზე. ნუ დაშორდებით საყვარელ ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ სათანადოდ არ გაფასებენ. მარტში ყველაფერი მეტად რომანტიკული მოგეჩვენებათ.

ჯანმრთელობა

მთელი თვე კრეატიული იდეების განხორციელებით იქნებით დაკავებული, რაც თვის ბოლოს ან დაწინაურებას მოგიტანთ, ან მატერიალურ კეთილდღეობას. ზოგიერთს გაქვთ შანსი, რომ ფული ლატარიაშიც კი მოიგოთ, მაგრამ მაქსიმალურად მოერიდეთ ფინანურ მაქინაციებში გახვევას. ყურადღება გმართებთ კვების მიმართ. გართულებული გასტრიტისა და მჟავიანობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს. მოერიდეთ ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას.

13 მარტის შემდეგ სახლში მეტად მოგინდებათ კომფორტის (რემონტი, ავეჯის განახლება) შექმნა შეიძლება ფულის ბინის კეთილმოწყობაზეც კი დახარჯოთ. ეცადეთ, ბიუჯეტი ისე გადაანაწილოთ, რომ თვის ბოლოს ვალებში არ აღმოჩნდეთ. იყავით მობილიზებული, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო გაიჩინოთ.

28 მარტის შემდეგ თუ საზღვარგარეთ აპირებდით გამგზავრებას მიიღებთ საჭირო ცნობებს. გაირკვევა თქვენი დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. შეიძლება თქვენი გამარჯვებით გადაწყდეს ზოგიერთი საჭირბოროტო საკითხი. ამასთანავე, მოერიდეთ ავანტიურაში გახვევას.

როგორი იქნება მარტი სასწორებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი ტყუპისთვის - თვის სრული ასტროლოგიური პროგნოზი

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - როგორი თვე ელის ზოდიაქოს ამ ნიშანს